მომღერალ მაკა ზამბახიძის მეუღლემ, ვახო ჭუმბურიძემ სოციალურ ქსელში 2014 წლის დასაწყისში და წლის ბოლოს გადაღებული ფოტოკოლაჟი დადო, სადაც აშკარად ჩანს, რომ ბოლო დროს რამდენიმე კილოთი ნაკლებს იწონის. ''მთავარია, მონდომება და ყველაფერი გამოვა'' - ეს ვახოს სლოგანია, რომელიც ფოტოს დაურთო. ''ჰო, ისე, მარჯვნივ მე ვარ, იმას არ ვიცნობ'' - წერს ვახო. დავინტერესდით, როგორ მოახერხა სასურველ ფორმაში ჩადგომა და რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- ვახო, როგორ მოახერხე წონაში დაკლება?
- სამი თვეა ვვარჯიშობ ყოველდღე გამაჯანსაღებელ ცენტრში დავდივარ და სწორად ვიკვებები, მაგრამMდიეტაზე არ ვარ.
- სწორ კვებაში რა იგულისხმება?
- არ ვჭამ ცომეულს, ცხიმიანს და ვცდილობ, ნატურალური პროდუქტები მივიღო. ხილი, რძის პროდუტები და მოხარშული. ხანდახან შემწვარსაც ვჭამ. გაზიანი სასმელი არ დამილევია 4 თვეა. მხოლოდ წყალს ვსვამ დღეში მინიმუმ 3 ლიტრს.