მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2014 წლის ყველაზე ხმაურიანი სკანდალები ქართულ შოუ-ბიზნესში
2014 წლის ყველაზე ხმაურიანი სკანდალები ქართულ შოუ-ბიზნესში

2014 წელი მი­ი­წუ­რა და Ambebi.ge სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს მნიშ­ვნე­ლო­ვან მოვ­ლე­ნებს აჯა­მებს. ამ­ჯე­რად ქარ­თუ­ლი შოუ-ბიზ­ნე­სის ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი და რე­ზო­ნან­სუ­ლი ამ­ბე­ბით და­ვინ­ტე­რეს­დით.

თუ 2014 წელი მსოფ­ლი­ოს მსა­ხი­ობ რო­ბინ უი­ლი­ამ­სის სუ­ი­ცი­დით, ან "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სზე უჩ­ვე­უ­ლო გა­რეგ­ნო­ბის ავ­სტრი­ე­ლი კონ­ჩი­ტა ვურსტის გა­მარ­ჯვე­ბით და­ა­მახ­სოვ­რდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე დიდი ინ­ტე­რე­სი მსა­ხი­ობ ია ფა­რუ­ლა­ვა­სა და მუ­სი­კოს ტა­რი­ელ სუ­ა­რის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა გა­მო­იწ­ვია.

ინ­ტერ­ნეტ რე­ი­ტინ­გე­ბის მი­ხედ­ვით, სწო­რედ ამ წყვი­ლის შე­სა­ხებ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი ნახა ყვე­ლა­ზე მეტ­მა მკი­თხველ­მა. ფა­რუ­ლა­ვა-სუ­ა­რის გარ­და, წლის სკან­და­ლურ ათე­ულ­ში მოხ­ვდნენ მომ­ღე­რა­ლი სოფო ნი­ჟა­რა­ძე და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვი­ლი ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი თინა მა­ხა­რა­ძე, "ნი­ჭი­ე­რი" ამა­ლია ჯიბ­ლა­ძე, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის საყ­ვა­რე­ლი ანა-მა­რია კი­პა­რო­ი­ძე, მე­და­ვით­ნე-მო­დე­ლი თა­მუ­ნა ვა­შა­ლო­მი­ძე, მაია ჯა­ბუ­ას ქა­ლიშ­ვი­ლი ლიზა ყე­ნია, მსა­ხი­ო­ბი ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია მე­უღ­ლის შე­სა­ხებ გა­კე­თე­ბუ­ლი სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით. თუმ­ცა ჩვენ ყუ­რა­დღე­ბას პირ­ველ ხუ­თე­ულ­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლებთ.

ია ფა­რუ­ლა­ვა და ტა­რი­ელ სუ­ა­რი

ყვე­ლა­ფე­რი 2013 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­წყო, რო­დე­საც გერ­მა­ნი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ცნო­ბილ­მა გი­ტა­რის­ტმა მსა­ხი­ობს ხელი პირ­და­პირ "ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნა­ზე სთხო­ვა. ასე საქ­ვეყ­ნოდ სა­მუ­და­მო სიყ­ვა­რუ­ლის შე­ფიც­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ტა­რი­ე­ლის მიერ "ქალღმერ­თად" შე­რა­ცხუ­ლი ფა­რუ­ლა­ვას­გან პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის ჩა­ტა­რე­ბულ მო­რიგ ხრი­კად აღიქ­ვა, მაგ­რამ წყვილ­მა იმ ღა­მეს ჯვა­რი და­ი­წე­რა. რო­გორც გა­ირ­კვა, მუ­სი­კო­სი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მსა­ხი­ო­ბის თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი იყო. კლა­სი­კურ მუ­სი­კა­ზე ბავ­შვო­ბი­დან შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ია ფა­რუ­ლა­ვას მო­ხიბლვა ვირ­ტუ­ოზ გი­ტა­რისტს არ გას­ჭირ­ვე­ბია.

ბედ­ნი­ე­რი და­სას­რუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, მათი ცხოვ­რე­ბა საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რად წა­რი­მარ­თა. მე­ო­თხედ გა­თხო­ვი­ლი მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ში სკან­და­ლე­ბი არა­ვის უკ­ვირს, თუმ­ცა ამ მხრივ ნაკ­ლე­ბი არც სუ­ა­რი აღ­მოჩ­ნდა. წყვი­ლის ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ პრე­სა­ში მუ­სი­კო­სის პირ­ვე­ლი ცო­ლის, ირმა ბრო­ი­ე­რის ინ­ტერ­ვიუ გავ­რცელ­და, სა­დაც ის ამ­ბობ­და, რომ ტა­რი­ელ სუ­ა­რი ჯერ კი­დევ მისი ქმა­რი იყო, რო­დე­საც ფა­რუ­ლა­ვა­ზე იქორ­წი­ნა. გარ­და ამი­სა, ყო­ფი­ლი ცოლი გი­ტა­რისტს პე­დო­ფი­ლი­ა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, რის გა­მოც შვი­ლე­ბის ნახ­ვა სა­სა­მარ­თლოს გზით აუკ­რძა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ირმა ბრო­ი­ე­რის სი­ტყვე­ბი სუ­ა­რის დე­დამ, მზია ას­ლა­მა­ზიშ­ვილ­მა "ამ­ბე­ბი.გე"-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში უარ­ყო და ია ფა­რუ­ლა­ვას მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და იმის­თვის, რომ მის ვაჟს სი­ცო­ცხლის ხა­ლი­სი და­უბ­რუ­ნა.

ქორ­წი­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვე­ში წყვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­ძა­ბა, რისი მი­ზე­ზიც, არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, ფა­რუ­ლა­ვას საყ­ვა­რე­ლი კატა ზუზი აღ­მოჩ­ნდა, რო­მე­ლიც, თურ­მე, ტა­რი­ე­ლის გი­ტა­რის ჩა­სა­დებ­ში აფ­სამ­და. ამ ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სუ­ა­რის სკან­და­ლუ­რი სტა­ტუ­სე­ბი მოჰ­ყვა, რო­მელ­თა გა­მოც ხში­რად იას თა­ვის მარ­თლე­ბა უწევ­და. სკან­დალ­ში ჩარ­თუ­ლი აღ­მოჩ­ნდა იას სტი­ლის­ტი მიშა გა­სი­ტაშ­ვი­ლი. ყვე­ლამ გა­ი­გო, რო­გორ წა­ი­კი­თხა სუ­არ­მა მე­უღ­ლის მე­სი­ჯე­ბი, სა­დაც "პა­რიკ­მა­ხე­რი" მიშა და ია ტა­რი­ელს შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. ამას მოჰ­ყვა გი­ტა­რის­ტის აღ­შფო­თე­ბა, ფან­ჯრის ჩამ­ტვრე­ვა, და­კარ­გუ­ლი კატა – ზუზი, და წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა ერ­თგვარ სე­რი­ა­ლად იქცა. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­და და ამის შემ­დეგ წყვი­ლი არა­ერ­თხელ ნა­ხეს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ისი­ნი ერ­თად ბედ­ნი­ე­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ.

გა­სულ თვეს ყვე­ლა­ფე­რი ისევ აი­რია - იამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­უღ­ლის შე­სა­ხებ შო­კის­მომ­გვრე­ლი სი­ტყვე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც მას "ყ***კაცა" და "ვი­გოდ­ნი­კი" უწო­და და ყვე­ლას მისი "დაბ­ლოკ­ვა" ურ­ჩია. წყვი­ლი სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­შიც გა­მოჩ­ნდა - გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფა­რუ­ლა­ვა მე­უღ­ლეს სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის გამო უჩი­ო­და, თუმ­ცა ეს ინ­ფორ­მა­ცია ორი­ვემ უარ­ყო. რო­გორც ტა­რი­ელ­მა გა­ნა­ცხა­და, სა­წოლ­ში მათ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე აქვთ, თბი­ლი სი­ტყვე­ბი არ და­უ­შუ­რე­ბია მე­უღ­ლის­თვის მსა­ხი­ობ­საც. ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხია და რას გა­უ­გებ... ია ამ­ჟა­მად კვლავ "ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რის წევ­რია და, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა არც 2015 წელს მო­აკ­ლდე­ბა, თუმ­ცა პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ წყვილს ბოლო დროს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბე­ბი აღარ გა­უ­კე­თე­ბია - ორი­ვე მათ­განს სტა­ტუ­სე­ბი უცხო პი­რე­ბის­თვის და­ფა­რუ­ლი აქვთ.

ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი

2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ანა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. ამას თა­ვად გო­გო­ნას ეპა­ტა­ჟუ­რი ცხოვ­რე­ბის სტილ­მაც შე­უ­წყო ხელი, რა­საც ხში­რად ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის შვი­ლის­თვის შე­უ­ფე­რებ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ.

ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სეთ­ში სწავ­ლობ­და. იქ ჩა­ა­ბა­რა ინ­სტი­ტუ­ტშიც, თუმ­ცა 2013 წლის აგ­ვის­ტო­ში სას­წავ­ლებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და.

მა­მის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­დეგ ანამ პირ­ვე­ლად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მა­შინ მი­იქ­ცია, რო­დე­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის შეყ­ვე­რე­ბულ­თან, ვინ­მე ბაჩო სი­რა­ძეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გავ­რცელ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის მო­მენ­ტში წყვი­ლი უკვე და­შო­რე­ბუ­ლი იყო. ამის მი­ზე­ზი კი მაკა ჩი­ჩუ­ას სი­ძის, მინ­დია გო­გო­ჭუ­რის და ბაჩო სი­რა­ძის და­პი­რის­პი­რე­ბა გახ­და.

და­პი­რის­პი­რე­ბა გო­გო­ჭურ­სა და სი­რა­ძეს შო­რის ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გამო მოხ­და. ამ­ბო­ბენ, რომ ზა­ფხულ­ში ანას და ბა­ჩოს ურ­თი­ერ­თო­ბა და­ე­ძა­ბათ, ვი­თა­რე­ბის გარ­კვე­ვას კი მინ­დია გო­გო­ჭუ­რი შე­ე­ცა­და, რო­მელ­მაც ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე სი­რა­ძე ფეხ­ში დაჭ­რა. სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა სო­ლო­ლაკ­ში მოხ­და და მას­ში სამი პირი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ფაქ­ტზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეც აღიძ­რა.

ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხში­რად ხვდე­ბო­და ინ­ტე­რენტ-სა­ი­ტებ­სა თუ ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის გვერ­დებ­ზე, ქარ­თუ­ლი ბო­მონ­დის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად ღა­მის კლუ­ბებ­სა და სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­მო­ჩე­ნის გამო. მისი სა­ნაც­ნო­ბო წრე საკ­მა­ოდ ფარ­თოა - კე­სა­რია აბ­რა­მი­ძით და­წყე­ბუ­ლი ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი­თა და ხუან ბაგ­რა­ტი­ო­ნით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. პრე­სის ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩე­ნია ანას პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რე­პერ მას­ტე­რის სიმ­ღე­რის ტექ­სტზე ("მოდი ჩემ­თან რა, კი­დევ მო­მე­ფე­რე,/ კი­დევ ერთი მოვ­წი­ოთ და მერე"), რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ანას მხრი­დან მა­რი­ხუ­ა­ნას დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რად შე­ა­ფა­სა. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ანა საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რია სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, მის გვერ­დებ­ზე არა­ერთ თა­მამ ფო­ტოს ნა­ხავთ, მათ შო­რის პლაჟ­ზე სა­ცუ­რაო კოს­ტუ­მებ­ში გა­და­ღე­ბულს, თუმ­ცა მას გან­სა­კუთ­რე­ბით "სელ­ფე­ბის" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა ხიბ­ლავს. მაკა ჩი­ჩუ­ას­თან ერ­თად ანა ხში­რად ახ­ლავს მა­მას დღე­სას­წა­უ­ლებ­სა თუ არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ა­მახ­სოვ­რდა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ოჯა­ხუ­რი "სელ­ფე­ბი". რამ­დე­ნი­მე თვის წინ კი ანა კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში აღ­მოჩ­ნდა იმის გამო, რომ რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში მა­მას­თან ერ­თად დრეს­კო­დის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი სა­მო­სით მი­ვი­და - მას სამ­ხედ­რო პრინ­ტით გა­ფორ­მე­ბუ­ლი მა­ი­სუ­რი, ტყა­ვის შარ­ვა­ლი და კე­დე­ბი ეცვა.

დიდი ხმა­უ­რი მოჰ­ყვა ზა­ფხულ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვი­ლი მე­გო­ბარ ბი­ჭთან ერ­თად ღა­მით ავ­ტო­მო­ბილ­ში თე­მურ რცხი­ლა­ძის სიმ­ღე­რას მღე­რო­და. მო­რა­ლის დამ­ცვე­ლებ­მა ეს ფაქ­ტი კვლავ მა­მის სტა­ტუ­სი­სა და ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ველ საქ­ცი­ე­ლად მო­ნათ­ლეს. უყუ­რა­დღე­ბოდ არ დარ­ჩე­ნი­ლა ანას პირ­ვე­ლი ტელე-ინ­ტერ­ვიუ GDS-ზე, სა­დაც მან მა­ყუ­რებ­ლის­თვის გა­რე­პა და მა­მას­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვი­ლი გა­თხოვ­და. მისი რჩე­უ­ლი მუ­სი­კოს ლე­ვან ჩი­ჩუ­ას, იგი­ვე თი­ე­ლის ძმა, გეგი ჩი­ჩუაა. ანამ და გე­გიმ 1-ელ დე­კემ­ბერს იქორ­წი­ნეს. გეგი ჩი­ჩუა პრო­ფე­სი­ით დი­ჯე­ია და ის თბი­ლი­სის კლუ­ბებ­ში უკ­რავს. მა­ნამ­დე ერ­თობ­ლი­ვი თა­მა­მი ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის გამო, ანას ლე­ვან ჩი­ჩუ­ას­თან მი­ა­წერ­დნენ რო­მანს. ანას და გე­გის და­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ხმე­ბი მე­დი­ას­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რად არა­ვის და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

სოფო ნი­ჟა­რა­ძე და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და მომ­ღე­რალ სოფო ნი­ჟა­რა­ძის ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თი სკან­და­ლუ­რი ჭორი გავ­რცელ­და. ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი არც 2014 წელი აღ­მოჩ­ნდა. წლის და­სა­წყის­ში, ვიდ­რე სოფო ამე­რი­კა­ში გა­და­ვი­დო­და სა­ცხოვ­რებ­ლად, მომ­ღე­რა­ლი ქარ­თუ­ლი შოუ-ბიზ­ნე­სის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად გა­ზეთ "ვერ­სი­ა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის გამო აღ­მოჩ­ნდა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. გა­ზეთ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მა­სა­ლა­ში კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, მე­რი­ი­სა და სხვა­დას­ხვა კერ­ძო კომ­პა­ნი­ის ჩარ­თუ­ლო­ბით კო­რუფ­ცი­ულ სქე­მებ­ზე იყო სა­უ­ბა­რი. სტა­ტი­ა­ში - "მა­რი­ნა ბე­რი­ძე, სტე­ფა­ნე, კახა ცის­კა­რი­ძე, ზუმ­ბა და სოფო ნი­ჟა­რა­ძე შე­საძ­ლოა, და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რონ", მოყ­ვა­ნი­ლი იყო 2009 წლის სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტის თან­ხე­ბი და სოფო ნი­ჟა­რა­ძის კლი­პე­ბის გა­და­ღე­ბა­ზე გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი. სტა­ტი­ამ მომ­ღერ­ლის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, მან გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­რაზ­მი და ზღაპ­რე­ბი უწო­და, სა­კუ­თა­რი ჰო­ნო­რა­რე­ბი ღიად და­ა­სა­ხე­ლა, სკეპ­ტი­კო­სე­ბი კი "წა­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბის" საჩ­ვე­ნებ­ლად შინ მი­ი­პა­ტი­ჟა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც შოუ-ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის (მათ შო­რის, სოფო ნი­ჟა­რა­ძის) პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­ბა­რე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, მომ­ღე­რალ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რას და­კი­თხვა­ზე თა­ვი­ან­თი ოჯა­ხე­ბის წევრთა და­ბა­რე­ბა ურ­ჩია.

გა­ზა­ფხულ­ზე სოფო ნი­ჟა­რა­ძე სა­ცხოვ­რებ­ლად აშშ-ში, კერ­ძოდ ნიუ-იორკში გა­და­ვი­და.

მომ­ღერ­ლის მი­ზა­ნი ბროდ­ვე­ის მი­უ­ზიკ­ლის აკა­დე­მი­ა­ში და­მა­ტე­ბით კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მი­ღე­ბა და ამე­რი­კუ­ლი კა­რი­ე­რი­სათ­ვის მომ­ზა­დე­ბა იყო. მას შემ­დეგ, მან სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აშშ-ის სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი არა­ერ­თი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

გავ­რცელ­და ხმა, რომ ამე­რი­კა­ში სოფო ექს-პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შეხ­ვდა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მომ­ღერ­ლის მე­გობ­რებ­მა არ და­ა­დას­ტუ­რეს, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ნიუ-იორ­კის მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რში (New York City Center) ლინ­კოლ­ნის ცენ­ტრის ფეს­ტი­ვალ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გავ­რცელ­და, რო­მელ­საც სოფო ნი­ჟა­რა­ძე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად და­ეს­წრო.

შემ­დეგ სოფო ნი­ჟა­რა­ძეს­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პირ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტალ ambebi.ge-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა საყ­ვა­რელ მომ­ღე­რალს სი­ურპრი­ზი გა­უ­კე­თა და ამე­რი­კა­ში სახ­ლი უყი­და. ბინა, რო­მე­ლიც ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­კაშ­ვილ­მა ნი­ჟა­რა­ძეს აჩუ­ქა, მა­ნ­ჰე­ტენ­ზე 42-7 ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე მდე­ბა­რე­ობს. ნი­ჟა­რა­ძის ახ­ლობ­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

ასვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ნი­ჟა­რა­ძე ხში­რად ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თმა­ნეთს ამე­რი­კა­ში და ეს არც იქ მცხოვ­რებ ემიგ­რან­ტებს რჩე­ბო­დათ შე­უმ­ჩნე­ვე­ლი. სან­დო წყა­როს ცნო­ბით, ისი­ნი ხში­რად სტუმ­რობ­დნენ მა­ნ­ჰე­ტენ­ზე მდე­ბა­რე კაფე-ბა­რებს, ასე­ვე სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ფოს­თან ერ­თად ხში­რად სე­ირ­ნობ­და ვე­ლო­სი­პე­დით.

ეს ამ­ბა­ვი მომ­ღე­რალს უპა­სუ­ხოდ არ და­უ­ტო­ვე­ბია, მან აშშ-ში სა­კუ­თა­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა: " ეს არის ის "ორ მი­ლი­ო­ნი­ა­ნი" 15 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რის სი­დი­დის ოთა­ხი, სა­დაც ამ­ჯე­რად ვიმ­ყო­ფე­ბი ამე­რი­კა­ში. ერთი პა­ტა­რა სტუ­დი­ოა, ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ სახ­ლში, რო­მელ­საც ვქი­რა­ობ! თუმ­ცა, ალ­ბათ, ის თან­ხა, რო­მე­ლიც ამ აბ­სურ­დუ­ლი სტა­ტი­ის შეკ­ვე­თა­ში და "სიც­რუ­ის აჟი­ტი­რე­ბა­ში" გა­და­ი­ხა­დეს, ნამ­დვი­ლად მა­ცხოვ­რებ­და ერთი წელი უდარ­დე­ლად მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ კუ­თხე­ში, ბი­ნაც სა­ყიდ­ლად მო­მი­ვი­დო­და".

თინა მა­ხა­რა­ძე

ის მა­ყუ­რე­ბელ­მა სე­რი­ა­ლი­დან "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" თა­მუ­ნას რო­ლით გა­იც­ნო. შემ­დეგ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" პარ­ლა­მენ­ტარ ცოტ­ნე ცო­ტაშ­ვი­ლის საყ­ვარ­ლის როლ­ში მოგ­ვევ­ლი­ნა. მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა მსა­ხი­ობ­მა სხვა­დას­ხვა შო­უ­ებ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი სკან­და­ლუ­რი გან­ცახ­დე­ბე­ბით მი­ი­პყრო - ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა ორა­ლუ­რი სექ­სის შე­სა­ხებ გა­და­ცე­მა­ში "მძი­მე კაც­თან" გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა. მან ის მსა­ხი­ო­ბე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა, რომ­ლე­ბის­თვი­საც ორა­ლუ­რი სექ­სი მი­უ­ღე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან ეს მის­თვის "მო­სუ­ლი პონ­ტია". თინა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში თა­ნა­მედ­რო­ვედ მო­აზ­რო­ვე, უკომ­პლექ­სო ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას იმი­ჯის შექ­მნას ცდი­ლობს. ის ქარ­თველ ერს გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბის, სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის, ფუნ­და­მენ­ტა­ლიზ­მი­სა და მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის გამო აკ­რი­ტი­კებს. მან არა­ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში ღიად და­იც­ვა ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი და სამ­ღვდე­ლო­ე­ბა ძა­ლა­დობ­რი­ვი დოგ­მა­ტუ­რი სწავ­ლე­ბე­ბის გამო გა­აკ­რი­ტი­კა.

"ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ თა­ვი­ან­თი ინ­ტე­რე­სე­ბის, სურ­ვი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ბოზს ეძა­ხი­ან. თუ ასეა, ვი­ტყვი, რომ მეც ბოზი ვარ, მაგ­რამ ეს მი­ხა­რია", - ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ მსა­ხი­ობს ენათ­მეც­ნი­ერ­მა ლე­ვან ღვინ­ჯი­ლი­ამ "ეროვ­ნუ­ლი ბოზი", მომ­ღე­რალ­მა თე­მურ წიკ­ლა­ურ­მა კი "ავად­მყო­ფი" უწო­და.

თინა მა­ხა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბებს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გა­ნი­ხი­ლავ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე - ზო­გის­თვის ის ან­გე­ლო­ზი, ზო­გის­თვის კი - დე­მო­ნია.

ტრანსგენ­დერ სა­ბის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ თინა მა­ხა­რა­ძის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­პოს­ტი, სა­დაც მან ღმერ­თი "ბიბ­ლი­ის მი­ფუ­ჩე­ჩე­ბა­ში" და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, წლის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სკან­და­ლურ მოვ­ლე­ნად იქცა. მსა­ხი­ობს სა­პა­სუ­ხო ვი­დეო პოს­ტი მი­უ­ძღვნა ბა­კურ სვა­ნი­ძემ, სა­დაც მას ტუ­ტუ­ცო­ბი­სა და ქა­ჯო­ბის ეტა­ლო­ნი უწო­და, რე­პერ­მა მას­ტერ­მა კი რე­ლი­გი­ი­სა და სხვა­თა სარ­წმუ­ნო­ე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფის გამო, გი­ჟად შე­რა­ცხა. თუმ­ცა, ამას მსა­ხი­ო­ბი არ შე­უ­ში­ნე­ბია, პი­რი­ქით, ამის შემ­დეგ მან კი­დევ უფრო მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა და კრი­ტი­კო­სე­ბი ტვინ­მი­ფუ­ჩე­ჩე­ბულ ყ***ბად მო­იხ­სე­ნია.

თინა არც პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს ერი­დე­ბა, ის ივა­ნიშ­ვილ/ღა­რი­ბაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ღია მხარ­დამ­ჭე­რია. თუმ­ცა მსა­ხი­ობს სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის "სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და" უწევს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მის მი­მართ აგ­რე­სი­უ­ლად გან­წყო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ში­შით, ქუ­ჩა­ში ცრემლსა­დე­ნი გა­ზით და­დის.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ცოტა ხნის წინ ტე­ლე­შოუ "ბრა­ვოს" წამ­ყვა­ნის როლ­ში მოგ­ვევ­ლი­ნა და სცე­ნა­ზე თა­მა­მი სა­ნა­ხა­ო­ბე­ბის დად­გმას არ ერი­დე­ბა. ყვე­ლას და­ა­მახ­სოვ­რდა საც­ვლე­ბის გა­რე­შე გამჭვირ­ვა­ლე შავ კა­ბა­ში მისი გა­მო­ჩე­ნა - რო­გორც ჩანს, მსა­ხი­ო­ბი გა­ჩე­რე­ბას არ აპი­რებს.

ამა­ლია ჯიბ­ლა­ძე

თა­ვი­დან ამ­ბობ­და, რომ სას­წა­უ­ლე­ბის არ სჯე­რა, თუმ­ცა ახლა თავი ზღა­პარ­ში ჰგო­ნია. ტე­ლეპ­რო­ექტ "ნი­ჭი­ე­რის" მო­ნა­წი­ლე ამა­ლია ჯიბ­ლა­ძე მა­ყუ­რე­ბელ­მა 2014 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­იც­ნო, რო­დე­საც ფი­ლარ­მო­ნი­ის დიდ სცე­ნა­ზე ღა­რი­ბი და მო­უვ­ლე­ლი, ბაბ­თე­ბით მო­ვაჭ­რე ქა­ლის იმი­ჯით წარ­სდგა და Moon River იმ­ღე­რა. მისი შეს­რუ­ლე­ბა იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა, რომ მთე­ლი ჟი­უ­რი და დარ­ბა­ზი აა­ტი­რა, თუმ­ცა შოუს შემ­დეგ გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა გა­და­ფა­რა. მე­ო­რე დღეს­ვე გა­მოჩ­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის მომ­ღე­რა­ლი ანრი ჯო­ხა­ძე და დე­პუ­ტა­ტი გოგა ხა­ჩი­ძე, რომ­ლებ­მაც ამა­ლია ჯიბ­ლა­ძე ფო­ნოგ­რა­მით სიმ­ღე­რა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს. თე­მას ავი­თა­რებ­დნენ თბი­ლი­სის ფო­რუმ­ზეც. თუმ­ცა ამა­ლი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მრა­ვა­ლი მხარ­დამ­ჭე­რი გა­მო­უჩ­ნდა, მათ შო­რის სხვა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მომ­ღერ­ლე­ბი (ნანი ბრეგ­ვა­ძე, ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი, სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი, მაია დარსმე­ლი­ძე). მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ანრი ჯო­ხა­ძემ ამა­ლი­ას ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

ფო­ნოგ­რა­მის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბა უარ­ყვეს შოუს პრო­დუ­სე­რებ­მა, გი­ორ­გი ხა­ბუ­რძა­ნი­ამ და დემ­ნა ჯა­ფა­რი­ძემ, ასე­ვე არ­ხის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ, რო­მელ­მაც ბრალ­დე­ბის გამო "ბრა­ვოს" ლო­ბოს­ტო­ბი­დან მოხ­სნა გოგა ხა­ჩი­ძე. მე­დი­ა­ექ­სპერ­ტებ­მა კი ამა­ლის პერ­სო­ნის, რო­გორც გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ქვრი­ვის წარ­მო­ჩე­ნა, ტე­ლე­ვი­ზი­ის მხრი­დან მა­ყუ­რებ­ლის ემო­ცი­ებ­ზე აპე­ლი­რე­ბად და სპე­კუ­ლა­ცი­ად შე­ა­ფა­სეს.

გარ­და ამი­სა, გა­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, კერ­ძოდ კი, ჟურ­ნა­ლის­ტი მაია კა­ხი­ძე, რო­მელ­მაც ამა­ლია ჯიბ­ლა­ძის წარ­სულ­ში რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბის დროს გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ის სუ­ლაც არ ჰგავს გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ანს. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი აცხა­დებ­და, ამა­ლია არა თვით­ნას­წავ­ლი მომ­ღე­რა­ლი, არა­მედ ვო­კა­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი პე­და­გო­გია, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე ას­ტრა­ხა­ნის კრემლში მღე­რო­და და გუ­ბერ­ნა­ტო­რის ჯილ­დოც და­უმ­სა­ხუ­რე­ბია სიმ­ღე­რის­თვის. მაია კა­ხი­ძემ "რუს­თა­ვი 2" ამა­ლი­ას დამ­ცი­რე­ბა­სა და მა­ყუ­რებ­ლის მო­ტყუ­ე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. თა­ვად ამა­ლი­ამ მე­დი­ის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ფო­ნოგ­რა­მის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბა უარ­ყო და თქვა, რომ ცო­ცხლად იმ­ღე­რა. თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს თან ახ­ლდა დიდი სტრე­სი და ნერ­ვი­უ­ლო­ბა, იგი რამ­დე­ნი­მე დღე ფიქ­რობ­და, გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა თუ არა კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ამა­ლი­ამ მის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი აგ­რე­სი­ის ტალ­ღა გა­და­ლა­ხა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მძი­მე პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბიც გა­ამ­ხი­ლა. მან არ უარ­ყო, რომ რუ­სეთ­ში ოცწ­ლი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში კულ­ტუ­რის სას­წავ­ლე­ბე­ლიც და­ამ­თვა­რა, რეს­ტო­რან­შიც მღე­რო­და და ას­ტრა­ხა­ნის კრემლშიც უმ­ღე­რია, თუმ­ცა სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ მის მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რა­ში "ნი­ჭი­ერ­ში" მოხ­ვედ­რამ­დე, სა­ინ­ტე­რე­სო არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. ფი­ნან­სუ­რად ნა­წი­ლობ­რივ ქა­ლიშ­ვი­ლი ეხ­მა­რე­ბა, ძი­რი­თა­დად კი, თა­ვის რჩე­ნა ბაზ­რო­ბა­ზე ხელ­ნა­კე­თი ნივ­თე­ბის ჩა­ბა­რე­ბით უწევს. მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ მეტი დე­ტა­ლის გა­გე­ბა "ამ­ბე­ბი.გე"-სა და "რე­ი­ტინ­გი.გე"-ს სა­ი­ტებ­ზე შე­გიძ­ლი­ათ. "ნი­ჭი­ე­რის" ფი­ნა­ლი ჯერ კი­დევ წი­ნაა და უც­ნო­ბია, რო­გორ დამ­თვარ­დე­ბა ამა­ლი­ას­თვის 2014 წელი.

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

2014 წლის ყველაზე ხმაურიანი სკანდალები ქართულ შოუ-ბიზნესში

2014 წლის ყველაზე ხმაურიანი სკანდალები ქართულ შოუ-ბიზნესში

2014 წელი მიიწურა და Ambebi.ge საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მნიშვნელოვან მოვლენებს აჯამებს. ამჯერად ქართული შოუ-ბიზნესის ყველაზე სკანდალური და რეზონანსული ამბებით დავინტერესდით.

თუ 2014 წელი მსოფლიოს მსახიობ რობინ უილიამსის სუიციდით, ან "ევროვიზიის" კონკურსზე უჩვეულო გარეგნობის ავსტრიელი კონჩიტა ვურსტის გამარჯვებით დაამახსოვრდა, საქართველოში ყველაზე დიდი ინტერესი მსახიობ ია ფარულავასა და მუსიკოს ტარიელ სუარის პირად ცხოვრებაში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია.

ინტერნეტ რეიტინგების მიხედვით, სწორედ ამ წყვილის შესახებ მომზადებული მასალები ნახა ყველაზე მეტმა მკითხველმა. ფარულავა-სუარის გარდა, წლის სკანდალურ ათეულში მოხვდნენ მომღერალი სოფო ნიჟარაძე და მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი, მსახიობი თინა მახარაძე, ”ნიჭიერი” ამალია ჯიბლაძე, ედუარდ შევარდნაძის საყვარელი ანა-მარია კიპაროიძე, მედავითნე-მოდელი თამუნა ვაშალომიძე, მაია ჯაბუას ქალიშვილი ლიზა ყენია, მსახიობი ლალი ბადურაშვილი და ცოტნე გამსახურდია მეუღლის შესახებ გაკეთებული სკანდალური განცხადებით. თუმცა ჩვენ ყურადღებას პირველ ხუთეულზე გავამახვილებთ.

ია ფარულავა და ტარიელ სუარი

ყველაფერი 2013 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც გერმანიდან დაბრუნებულმა ცნობილმა გიტარისტმა მსახიობს ხელი პირდაპირ "ნიჭიერის" სცენაზე სთხოვა. ასე საქვეყნოდ სამუდამო სიყვარულის შეფიცვა საზოგადოებამ ტარიელის მიერ "ქალღმერთად" შერაცხული ფარულავასგან პოპულარობისთვის ჩატარებულ მორიგ ხრიკად აღიქვა, მაგრამ წყვილმა იმ ღამეს ჯვარი დაიწერა. როგორც გაირკვა, მუსიკოსი მრავალი წლის განმავლობაში მსახიობის თაყვანისმცემელი იყო. კლასიკურ მუსიკაზე ბავშვობიდან შეყვარებული ია ფარულავას მოხიბლვა ვირტუოზ გიტარისტს არ გასჭირვებია.

ბედნიერი დასასრულის მიუხედავად, მათი ცხოვრება საკმაოდ უცნაურად წარიმართა. მეოთხედ გათხოვილი მსახიობის ცხოვრებაში სკანდალები არავის უკვირს, თუმცა ამ მხრივ ნაკლები არც სუარი აღმოჩნდა. წყვილის ქორწინების შემდეგ პრესაში მუსიკოსის პირველი ცოლის, ირმა ბროიერის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ის ამბობდა, რომ ტარიელ სუარი ჯერ კიდევ მისი ქმარი იყო, როდესაც ფარულავაზე იქორწინა. გარდა ამისა, ყოფილი ცოლი გიტარისტს პედოფილიაში ადანაშაულებდა, რის გამოც შვილების ნახვა სასამართლოს გზით აუკრძალა. მოგვიანებით, ირმა ბროიერის სიტყვები სუარის დედამ, მზია ასლამაზიშვილმა "ამბები.გე"-სთან ინტერვიუში უარყო და ია ფარულავას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მის ვაჟს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა.

ქორწინებიდან რამდენიმე თვეში წყვილის ურთიერთობა დაიძაბა, რისი მიზეზიც, არც მეტი, არც ნაკლები, ფარულავას საყვარელი კატა ზუზი აღმოჩნდა, რომელიც, თურმე, ტარიელის გიტარის ჩასადებში აფსამდა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში სუარის სკანდალური სტატუსები მოჰყვა, რომელთა გამოც ხშირად იას თავის მართლება უწევდა. სკანდალში ჩართული აღმოჩნდა იას სტილისტი მიშა გასიტაშვილი. ყველამ გაიგო, როგორ წაიკითხა სუარმა მეუღლის მესიჯები, სადაც "პარიკმახერი" მიშა და ია ტარიელს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ. ამას მოჰყვა გიტარისტის აღშფოთება, ფანჯრის ჩამტვრევა, დაკარგული კატა – ზუზი, და წყვილის ცხოვრება ერთგვარ სერიალად იქცა. რამდენიმე დღეში ყველაფერი მოგვარდა და ამის შემდეგ წყვილი არაერთხელ ნახეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ისინი ერთად ბედნიერად გამოიყურებოდნენ.

გასულ თვეს ყველაფერი ისევ აირია - იამ სოციალურ ქსელში მეუღლის შესახებ შოკისმომგვრელი სიტყვები გამოაქვეყნა, სადაც მას "ყ***კაცა" და "ვიგოდნიკი" უწოდა და ყველას მისი "დაბლოკვა" ურჩია. წყვილი საქალაქო სასამართლოშიც გამოჩნდა - გავრცელებული ინფორმაციით, ფარულავა მეუღლეს სექსუალური ძალადობის გამო უჩიოდა, თუმცა ეს ინფორმაცია ორივემ უარყო. როგორც ტარიელმა განაცხადა, საწოლში მათ ყველაფერი რიგზე აქვთ, თბილი სიტყვები არ დაუშურებია მეუღლისთვის მსახიობსაც. ხელოვანი ხალხია და რას გაუგებ... ია ამჟამად კვლავ "ნიჭიერის" ჟიურის წევრია და, სავარაუდოდ, საზოგადოების ყურადღება არც 2015 წელს მოაკლდება, თუმცა პირადი ცხოვრების შესახებ წყვილს ბოლო დროს სოციალურ ქსელში განცხადებები აღარ გაუკეთებია - ორივე მათგანს სტატუსები უცხო პირებისთვის დაფარული აქვთ.

ანა მარგველაშვილი

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების შემდეგ მისი ქალიშვილი ანა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. ამას თავად გოგონას ეპატაჟური ცხოვრების სტილმაც შეუწყო ხელი, რასაც ხშირად ქვეყნის პირველი პირის შვილისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ.

ანა მარგველაშვილი 2 წლის განმავლობაში რუსეთში სწავლობდა. იქ ჩააბარა ინსტიტუტშიც, თუმცა 2013 წლის აგვისტოში სასწავლებლად თბილისში გადმოვიდა.

მამის გაპრეზიდენტების შემდეგ ანამ პირველად საზოგადოების ყურადღება მაშინ მიიქცია, როდესაც სოციალურ ქსელში მის შეყვერებულთან, ვინმე ბაჩო სირაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები გავრცელდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფოტოების გავრცელების მომენტში წყვილი უკვე დაშორებული იყო. ამის მიზეზი კი მაკა ჩიჩუას სიძის, მინდია გოგოჭურის და ბაჩო სირაძის დაპირისპირება გახდა.

დაპირისპირება გოგოჭურსა და სირაძეს შორის ანა მარგველაშვილის გამო მოხდა. ამბობენ, რომ ზაფხულში ანას და ბაჩოს ურთიერთობა დაეძაბათ, ვითარების გარკვევას კი მინდია გოგოჭური შეეცადა, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სირაძე ფეხში დაჭრა. სისხლიანი გარჩევა სოლოლაკში მოხდა და მასში სამი პირი მონაწილეობდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.

ანა მარგველაშვილი წლის განმავლობაში ხშირად ხვდებოდა ინტერენტ-საიტებსა თუ ჟურნალ-გაზეთების გვერდებზე, ქართული ბომონდის წარმომადგენლებთან ერთად ღამის კლუბებსა და სხვადასხვა ღონისძიებაზე გამოჩენის გამო. მისი სანაცნობო წრე საკმაოდ ფართოა - კესარია აბრამიძით დაწყებული ქრისტინე ძიძიგურითა და ხუან ბაგრატიონით დამთავრებული. პრესის ყურადღების მიღმა არ დარჩენია ანას პოსტი სოციალურ ქსელში რეპერ მასტერის სიმღერის ტექსტზე ("მოდი ჩემთან რა, კიდევ მომეფერე,/ კიდევ ერთი მოვწიოთ და მერე"), რაც საზოგადოებამ ანას მხრიდან მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მხარდაჭერად შეაფასა. უნდა აღინიშნოს, რომ ანა საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელებში, მის გვერდებზე არაერთ თამამ ფოტოს ნახავთ, მათ შორის პლაჟზე საცურაო კოსტუმებში გადაღებულს, თუმცა მას განსაკუთრებით "სელფების" გამოქვეყნება ხიბლავს. მაკა ჩიჩუასთან ერთად ანა ხშირად ახლავს მამას დღესასწაულებსა თუ არაოფიციალურ ღონისძიებებზე. საზოგადოებას დაამახსოვრდა დამოუკიდებლობის დღეზე გადაღებული პრეზიდენტის ოჯახური "სელფები". რამდენიმე თვის წინ კი ანა კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა იმის გამო, რომ რუსთაველის თეატრში მამასთან ერთად დრესკოდისთვის შეუფერებელი სამოსით მივიდა - მას სამხედრო პრინტით გაფორმებული მაისური, ტყავის შარვალი და კედები ეცვა.

დიდი ხმაური მოჰყვა ზაფხულში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც პრეზიდენტის ქალიშვილი მეგობარ ბიჭთან ერთად ღამით ავტომობილში თემურ რცხილაძის სიმღერას მღეროდა. მორალის დამცველებმა ეს ფაქტი კვლავ მამის სტატუსისა და ღირსების შემლახველ საქციელად მონათლეს. უყურადღებოდ არ დარჩენილა ანას პირველი ტელე-ინტერვიუ GDS-ზე, სადაც მან მაყურებლისთვის გარეპა და მამასთან მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.

რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ქალიშვილი გათხოვდა. მისი რჩეული მუსიკოს ლევან ჩიჩუას, იგივე თიელის ძმა, გეგი ჩიჩუაა. ანამ და გეგიმ 1-ელ დეკემბერს იქორწინეს. გეგი ჩიჩუა პროფესიით დიჯეია და ის თბილისის კლუბებში უკრავს. მანამდე ერთობლივი თამამი ფოტოების გავრცელების გამო, ანას ლევან ჩიჩუასთან მიაწერდნენ რომანს. ანას და გეგის დაქორწინების შესახებ ხმები მედიასთან ოფიციალურად არავის დაუდასტურებია.

სოფო ნიჟარაძე და მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალ სოფო ნიჟარაძის ურთიერთობის შესახებ ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებაში არაერთი სკანდალური ჭორი გავრცელდა. ამ მხრივ გამონაკლისი არც 2014 წელი აღმოჩნდა. წლის დასაწყისში, ვიდრე სოფო ამერიკაში გადავიდოდა საცხოვრებლად, მომღერალი ქართული შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გაზეთ "ვერსიაში" გამოქვეყნებული მასალების გამო აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში. გაზეთში გამოქვეყნებულ მასალაში კულტურის სამინისტროს, მერიისა და სხვადასხვა კერძო კომპანიის ჩართულობით კორუფციულ სქემებზე იყო საუბარი. სტატიაში - "მარინა ბერიძე, სტეფანე, კახა ცისკარიძე, ზუმბა და სოფო ნიჟარაძე შესაძლოა, დაკითხვაზე დაიბარონ", მოყვანილი იყო 2009 წლის საახალწლო კონცერტის თანხები და სოფო ნიჟარაძის კლიპების გადაღებაზე გაწეული ხარჯები. სტატიამ მომღერლის აღშფოთება გამოიწვია, მან გავრცელებულ ინფორმაციას მარაზმი და ზღაპრები უწოდა, საკუთარი ჰონორარები ღიად დაასახელა, სკეპტიკოსები კი "წაღებული თანხების" საჩვენებლად შინ მიიპატიჟა.

მოგვიანებით, როდესაც შოუ-ბიზნესის წარმომადგენლების (მათ შორის, სოფო ნიჟარაძის) პროკურატურაში დაბარების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მომღერალმა პროკურატურას დაკითხვაზე თავიანთი ოჯახების წევრთა დაბარება ურჩია.

გაზაფხულზე სოფო ნიჟარაძე საცხოვრებლად აშშ-ში, კერძოდ ნიუ-იორკში გადავიდა.

მომღერლის მიზანი ბროდვეის მიუზიკლის აკადემიაში დამატებით კვალიფიკაციის მიღება და ამერიკული კარიერისათვის მომზადება იყო. მას შემდეგ, მან სოციალურ ქსელში აშშ-ის სხვადასხვა ადგილზე გადაღებული არაერთი ფოტო გამოაქვეყნა.

გავრცელდა ხმა, რომ ამერიკაში სოფო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია მომღერლის მეგობრებმა არ დაადასტურეს, მოგვიანებით კი სოციალურ ქსელებში ნიუ-იორკის მუსიკისა და დრამის თეატრში (New York City Center) ლინკოლნის ცენტრის ფესტივალზე გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რომელსაც სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილთან ერთად დაესწრო.

შემდეგ სოფო ნიჟარაძესთან დაახლოებულმა პირმა საინფორმაციო პორტალ ambebi.ge-ს განუცხადა, რომ სააკაშვილმა საყვარელ მომღერალს სიურპრიზი გაუკეთა და ამერიკაში სახლი უყიდა. ბინა, რომელიც ambebi.ge-ს ინფორმაციით, სააკაშვილმა ნიჟარაძეს აჩუქა, მანჰეტენზე 42-7 ქუჩების კვეთაზე მდებარეობს. ნიჟარაძის ახლობლის განცხადებით, სააკაშვილმა საცხოვრებელ ბინაში 2 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ასვე ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი და ნიჟარაძე ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს ამერიკაში და ეს არც იქ მცხოვრებ ემიგრანტებს რჩებოდათ შეუმჩნეველი. სანდო წყაროს ცნობით, ისინი ხშირად სტუმრობდნენ მანჰეტენზე მდებარე კაფე-ბარებს, ასევე სააკაშვილი სოფოსთან ერთად ხშირად სეირნობდა ველოსიპედით.

ეს ამბავი მომღერალს უპასუხოდ არ დაუტოვებია, მან აშშ-ში საკუთარი საცხოვრებელი ბინის ფოტო გამოაქვეყნა და სოციალურ ქსელში დაწერა: " ეს არის ის "ორ მილიონიანი" 15 კვადრატული მეტრის სიდიდის ოთახი, სადაც ამჯერად ვიმყოფები ამერიკაში. ერთი პატარა სტუდიოა, ერთ ჩვეულებრივ სახლში, რომელსაც ვქირაობ! თუმცა, ალბათ, ის თანხა, რომელიც ამ აბსურდული სტატიის შეკვეთაში და "სიცრუის აჟიტირებაში" გადაიხადეს, ნამდვილად მაცხოვრებდა ერთი წელი უდარდელად მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, ბინაც საყიდლად მომივიდოდა".

თინა მახარაძე

ის მაყურებელმა სერიალიდან "გოგონა გარეუბნიდან" თამუნას როლით გაიცნო. შემდეგ "ჩემი ცოლის დაქალებში" პარლამენტარ ცოტნე ცოტაშვილის საყვარლის როლში მოგვევლინა. მაყურებლის ყურადღება მსახიობმა სხვადასხვა შოუებში გაკეთებული სკანდალური განცახდებებით მიიპყრო - ერთ-ერთი გამორჩეული აღმოჩნდა ორალური სექსის შესახებ გადაცემაში "მძიმე კაცთან" გაკეთებული განცხადება. მან ის მსახიობები გააკრიტიკა, რომლებისთვისაც ორალური სექსი მიუღებელია, ვინაიდან ეს მისთვის "მოსული პონტია". თინა საზოგადოებაში თანამედროვედ მოაზროვე, უკომპლექსო ქართველი გოგონას იმიჯის შექმნას ცდილობს. ის ქართველ ერს გაუნათლებლობის, სტერეოტიპული აზროვნების, ფუნდამენტალიზმისა და მოძველებული ტრადიციების გამო აკრიტიკებს. მან არაერთ ინტერვიუში ღიად დაიცვა ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანები და სამღვდელოება ძალადობრივი დოგმატური სწავლებების გამო გააკრიტიკა.

"ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთი ინტერესების, სურვილების შესაბამისად, ბოზს ეძახიან. თუ ასეა, ვიტყვი, რომ მეც ბოზი ვარ, მაგრამ ეს მიხარია'', - ამ განცხადების შემდეგ მსახიობს ენათმეცნიერმა ლევან ღვინჯილიამ "ეროვნული ბოზი", მომღერალმა თემურ წიკლაურმა კი "ავადმყოფი" უწოდა.

თინა მახარაძის განცხადებებს სოციალურ ქსელებში განიხილავდნენ საზოგადოების ცნობილი სახეები და უბრალო მოქალაქეები, როგორც ხდება ხოლმე - ზოგისთვის ის ანგელოზი, ზოგისთვის კი - დემონია.

ტრანსგენდერ საბის მკვლელობის შემდეგ თინა მახარაძის გავრცელებული ვიდეოპოსტი, სადაც მან ღმერთი "ბიბლიის მიფუჩეჩებაში" დაადანაშაულა, წლის ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ მოვლენად იქცა. მსახიობს საპასუხო ვიდეო პოსტი მიუძღვნა ბაკურ სვანიძემ, სადაც მას ტუტუცობისა და ქაჯობის ეტალონი უწოდა, რეპერმა მასტერმა კი რელიგიისა და სხვათა სარწმუნოების შეურაცხყოფის გამო, გიჟად შერაცხა. თუმცა, ამას მსახიობი არ შეუშინებია, პირიქით, ამის შემდეგ მან კიდევ უფრო მწვავე განცხადებები გააკეთა და კრიტიკოსები ტვინმიფუჩეჩებულ ყ***ბად მოიხსენია.

თინა არც პოლიტიკურ განცხადებებს ერიდება, ის ივანიშვილ/ღარიბაშვილისგან განსხვავებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ღია მხარდამჭერია. თუმცა მსახიობს სკანდალური განცხადებების "საფასურის გადახდა" უწევს. როგორც თავად ამბობს, მის მიმართ აგრესიულად განწყობილი ადამიანების შიშით, ქუჩაში ცრემლსადენი გაზით დადის.

მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ ტელეშოუ "ბრავოს" წამყვანის როლში მოგვევლინა და სცენაზე თამამი სანახაობების დადგმას არ ერიდება. ყველას დაამახსოვრდა საცვლების გარეშე გამჭვირვალე შავ კაბაში მისი გამოჩენა - როგორც ჩანს, მსახიობი გაჩერებას არ აპირებს.

ამალია ჯიბლაძე

თავიდან ამბობდა, რომ სასწაულების არ სჯერა, თუმცა ახლა თავი ზღაპარში ჰგონია. ტელეპროექტ "ნიჭიერის" მონაწილე ამალია ჯიბლაძე მაყურებელმა 2014 წლის ოქტომბერში გაიცნო, როდესაც ფილარმონიის დიდ სცენაზე ღარიბი და მოუვლელი, ბაბთებით მოვაჭრე ქალის იმიჯით წარსდგა და Moon River იმღერა. მისი შესრულება იმდენად ემოციური აღმოჩნდა, რომ მთელი ჟიური და დარბაზი აატირა, თუმცა შოუს შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანაში მიმდინარე ყველა პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენა გადაფარა. მეორე დღესვე გამოჩდნენ ადამიანები, მათ შორის მომღერალი ანრი ჯოხაძე და დეპუტატი გოგა ხაჩიძე, რომლებმაც ამალია ჯიბლაძე ფონოგრამით სიმღერაში დაადანაშაულეს. თემას ავითარებდნენ თბილისის ფორუმზეც. თუმცა ამალიას სოციალურ ქსელებში მრავალი მხარდამჭერი გამოუჩნდა, მათ შორის სხვა პროფესიონალი მომღერლები (ნანი ბრეგვაძე, ნინი ბადურაშვილი, ეკა კვალიაშვილი, სტეფანე მღებრიშვილი, მაია დარსმელიძე). მოგვიანებით, ანრი ჯოხაძემ ამალიას ბოდიში მოუხადა.

ფონოგრამის შესახებ ბრალდება უარყვეს შოუს პროდუსერებმა, გიორგი ხაბურძანიამ და დემნა ჯაფარიძემ, ასევე არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელმაც ბრალდების გამო "ბრავოს" ლობოსტობიდან მოხსნა გოგა ხაჩიძე. მედიაექსპერტებმა კი ამალის პერსონის, როგორც გაჭირვებული ქვრივის წარმოჩენა, ტელევიზიის მხრიდან მაყურებლის ემოციებზე აპელირებად და სპეკულაციად შეაფასეს.

გარდა ამისა, გამოჩნდა ადამიანი, კერძოდ კი, ჟურნალისტი მაია კახიძე, რომელმაც ამალია ჯიბლაძის წარსულში რუსეთში ცხოვრების დროს გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ის სულაც არ ჰგავს გაჭირვებულ ადამიანს. როგორც ჟურნალისტი აცხადებდა, ამალია არა თვითნასწავლი მომღერალი, არამედ ვოკალის პროფესიონალი პედაგოგია, რომელიც თავის დროზე ასტრახანის კრემლში მღეროდა და გუბერნატორის ჯილდოც დაუმსახურებია სიმღერისთვის. მაია კახიძემ "რუსთავი 2" ამალიას დამცირებასა და მაყურებლის მოტყუებაში დაადანაშაულა. თავად ამალიამ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ფონოგრამის შესახებ ბრალდება უარყო და თქვა, რომ ცოცხლად იმღერა. თუმცა ამ ყველაფერს თან ახლდა დიდი სტრესი და ნერვიულობა, იგი რამდენიმე დღე ფიქრობდა, გაეგრძელებინა თუ არა კონკურსში მონაწილეობა. ამალიამ მის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის ტალღა გადალახა და ჟურნალისტებთან მძიმე პირადი ცხოვრების დეტალებიც გაამხილა. მან არ უარყო, რომ რუსეთში ოცწლიანი ცხოვრების პერიოდში კულტურის სასწავლებელიც დაამთვარა, რესტორანშიც მღეროდა და ასტრახანის კრემლშიც უმღერია, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მის მუსიკალურ კარიერაში "ნიჭიერში" მოხვედრამდე, საინტერესო არაფერი მომხდარა. ფინანსურად ნაწილობრივ ქალიშვილი ეხმარება, ძირითადად კი, თავის რჩენა ბაზრობაზე ხელნაკეთი ნივთების ჩაბარებით უწევს. მისი პირადი ცხოვრების შესახებ მეტი დეტალის გაგება "ამბები.გე"-სა და "რეიტინგი.გე"-ს საიტებზე შეგიძლიათ. "ნიჭიერის" ფინალი ჯერ კიდევ წინაა და უცნობია, როგორ დამთვარდება ამალიასთვის 2014 წელი.

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება