საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაჭრეს მონასტერში მოშინაურებული მგელი და როგორ აღმოჩნდა ის საახალწლოდ ძაღლთა თავშესაფარში
რატომ დაჭრეს მონასტერში მოშინაურებული მგელი და როგორ აღმოჩნდა ის საახალწლოდ ძაღლთა თავშესაფარში

ცოტა ხნის წინ ერთი მარ­ტო­ხე­ლა მგლის შე­სა­ხებ გი­ამ­ბეთ, რო­მე­ლიც და­ვა­თის ტყე­ში, მო­ნას­ტერ­თან ახ­ლოს ბი­ნად­რობ­და. უფრო სწო­რად, მას აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნას­ტრის სა­სუ­ლი­ე­რო პირი მამა ია­ო­ა­ნე ზრდი­და და ტაძ­რის მრევ­ლის წევ­რე­ბიც იში­ნა­უ­რებ­დნენ. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ მგე­ლი არა­ვის ერ­ჩო­და და გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის დიდ სიყ­ვა­რულს იმ­სა­ხუ­რებ­და. ის იქ ჯერ კი­დევ რამ­დე­ნი­მე კვი­რის მი­უყ­ვა­ნი­ათ. მოკ­ლედ, ერთი კვი­რის წინ, მგე­ლი ვი­ღა­ცამ თვალ­ში დაჭ­რა, რის შემ­დე­გაც მამა იო­ა­ნემ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო, - მგე­ლი თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის ძაღ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­ეყ­ვა­ნათ, სა­დაც ცხო­ვე­ლი ავის­მქმნე­ლე­ბის­გან და­ცუ­ლი იქ­ნე­ბო­და.

გვე­სა­უბ­რე­ბა "პა­ლიტ­რა ტვ"-ს ოპე­რა­ტო­რი - ბექა მშვილ­და­ძე, რო­მე­ლიც იმ ტაძ­რის მრევ­ლია და მის აშე­ნე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც აქვს მი­ღე­ბუ­ლი:

- ერთი თვის წინ დიდი აღ­ტა­ცე­ბით მელა­პა­რა­კე­ბო­დი მგელ­ზე, რო­მე­ლიც, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვი­ღა­ცამ თვალ­ში დაჭ­რა. ხომ შე­იძ­ლე­ბა ეს მო­ნა­დი­რეც ყო­ფი­ლი­ყო?

- ეს მო­ნა­დი­რის ია­რა­ღით ნას­რო­ლი არ არის, რად­გან არ არის სა­სიკ­ვდი­ლო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მან მარ­ცხე­ნა თვა­ლი, ისე და­უ­ზი­ან­და, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად და­კარ­გა. მოკ­ლედ, ტი­რის თო­ფით არის ნას­რო­ლი. ტი­რის თოფი კი­დევ მგელს არ კლავს... ცხო­ვე­ლი მე­გობ­რუ­ლი იყო, ხალ­ხთან ახ­ლოს მი­დი­ო­და, არა­ფერს ერ­ჩო­და, არა­ვის ეს­ხმო­და, მაგ­რამ არ და­ინ­დეს, ეს­რო­ლეს.

ეს ვე­რა­გო­ბაა, ამა­ზე მეტს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი.

- რო­გორც ცნო­ბი­ლია, თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის აღ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფარ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

- მამა იო­ა­ნეს თხოვ­ნით, ის ჩა­მო­იყ­ვა­ნეს თა­მაზ ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლის ძაღ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფარ­ში. ვო­ლი­ერ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. პირ­ველ ორ დღეს, რომ არ ჭამ­და, ცუ­დად იყო, მაგ­რამ შე­მიძ­ლია და­ვამ­შვი­დო ხალ­ხი, რომ უკე­თე­სად არის. ცხა­დია, ამა­ზე არც ნერ­ვი­უ­ლობს, ვინც ის დაჭ­რა.

მამა იო­ა­ნე მის სა­ნა­ხა­ვად მი­ვი­და, გა­ლი­ა­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა, მო­ე­ფე­რა და მგელ­მა საჭ­მე­ლი შე­ჭა­მა. ამ დღე­ებ­ში მეც უნდა ვეს­ტუმ­რო, მო­რი­გე­ო­ბა გვაქვს და­წე­სე­ბუ­ლი. შე­ეჩ­ვია იქა­უ­რო­ბას, მომ­ვლელ­საც. თუ კარ­გად გა­მო­ი­ზამ­თრა, ყვე­ლა­ნი ვთან­ხმდე­ბით იმა­ზე, რომ მგლის ად­გი­ლი ტყე­შია და ამი­ტო­მაც ტყე­ში ვზრდი­დით, ერთ სივ­რცე­ში არ გვყავ­და ჩა­კე­ტი­ლი. ჰოდა, ნაკ­რძალ­ში გა­ვუშ­ვებთ, თუ სად, ამა­ზე არა­ფერს ვი­ტყვი. ასე რომ, ჩვე­ნი მგე­ლი სა­ა­ხალ­წლოდ დაჭ­რეს, ვო­ლი­ერ­შია და იმ უვ­ნებ­ლო­ბის­თვის ასე და­სა­ჯეს...

ლალი ფა­ცია

რუბრიკის სხვა სიახლეები

რატომ დაჭრეს მონასტერში მოშინაურებული მგელი და როგორ აღმოჩნდა ის საახალწლოდ ძაღლთა თავშესაფარში

რატომ დაჭრეს მონასტერში მოშინაურებული მგელი და როგორ აღმოჩნდა ის საახალწლოდ ძაღლთა თავშესაფარში

ცოტა ხნის წინ ერთი მარტოხელა მგლის შესახებ გიამბეთ, რომელიც დავათის ტყეში, მონასტერთან ახლოს ბინადრობდა. უფრო სწორად, მას აღნიშნული მონასტრის სასულიერო პირი მამა იაოანე ზრდიდა და ტაძრის მრევლის წევრებიც იშინაურებდნენ. უცნაურია, მაგრამ მგელი არავის ერჩოდა და გარშემომყოფების დიდ სიყვარულს იმსახურებდა. ის იქ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის მიუყვანიათ. მოკლედ, ერთი კვირის წინ, მგელი ვიღაცამ თვალში დაჭრა, რის შემდეგაც მამა იოანემ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, - მგელი თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში გადაეყვანათ, სადაც ცხოველი ავისმქმნელებისგან დაცული იქნებოდა.

გვესაუბრება "პალიტრა ტვ"-ს ოპერატორი - ბექა მშვილდაძე, რომელიც იმ ტაძრის მრევლია და მის აშენებაში მონაწილეობაც აქვს მიღებული:

- ერთი თვის წინ დიდი აღტაცებით მელაპარაკებოდი მგელზე, რომელიც, რამდენიმე დღის წინ ვიღაცამ თვალში დაჭრა. ხომ შეიძლება ეს მონადირეც ყოფილიყო?

- ეს მონადირის იარაღით ნასროლი არ არის, რადგან არ არის სასიკვდილო, მიუხედავად იმისა, რომ მან მარცხენა თვალი, ისე დაუზიანდა, რომ პრაქტიკულად დაკარგა. მოკლედ, ტირის თოფით არის ნასროლი. ტირის თოფი კიდევ მგელს არ კლავს... ცხოველი მეგობრული იყო, ხალხთან ახლოს მიდიოდა, არაფერს ერჩოდა, არავის ესხმოდა, მაგრამ არ დაინდეს, ესროლეს.

ეს ვერაგობაა, ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი.  

- როგორც ცნობილია, თამაზ ელიზბარაშვილის აღლების თავშესაფარშია გადაყვანილი.

- მამა იოანეს თხოვნით, ის ჩამოიყვანეს თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში. ვოლიერშია მოთავსებული. პირველ ორ დღეს, რომ არ ჭამდა, ცუდად იყო, მაგრამ შემიძლია დავამშვიდო ხალხი, რომ უკეთესად არის. ცხადია, ამაზე არც ნერვიულობს, ვინც ის დაჭრა.

მამა იოანე მის სანახავად მივიდა, გალიაში მოინახულა, მოეფერა და მგელმა საჭმელი შეჭამა. ამ დღეებში მეც უნდა ვესტუმრო, მორიგეობა გვაქვს დაწესებული. შეეჩვია იქაურობას, მომვლელსაც. თუ კარგად გამოიზამთრა, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ მგლის ადგილი ტყეშია და ამიტომაც ტყეში ვზრდიდით, ერთ სივრცეში არ გვყავდა ჩაკეტილი. ჰოდა, ნაკრძალში გავუშვებთ, თუ სად, ამაზე არაფერს ვიტყვი. ასე რომ, ჩვენი მგელი საახალწლოდ დაჭრეს, ვოლიერშია და იმ უვნებლობისთვის ასე დასაჯეს...

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია