პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გველის ახალი წლის ღამეს: უცხოელი და ქართველი ვარსკვლავების გრანდიოზული საახალწლო კონცერტი
რა გველის ახალი წლის ღამეს: უცხოელი და ქართველი ვარსკვლავების გრანდიოზული საახალწლო კონცერტი

ახა­ლი წლის ღა­მეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლად სახ­ლში, ოჯახ­თან ერ­თად ხვდე­ბა. თუმ­ცა ბევ­რი ახალ წელ­თან შეხ­ვედ­რას ქუ­ჩა­ში, მე­გობ­რე­ბი­სა და სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში გეგ­მავს. ტრა­დი­ცი­უ­ლად, 31 დე­კემ­ბრის ღა­მეს, თბი­ლი­სის მე­რია, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით, ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის ერ­თობ­ლივ სა­ა­ხალ­წლო გალა-კონ­ცერტს გა­მარ­თავს.

რო­გორც უკვე ცნო­ბი­ლია, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში, რო­მე­ლიც 10 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა, თბი­ლი­სის "ბიგ-ბენ­დი" და სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ დღის­თვის მოწ­ვე­უ­ლი ცნო­ბი­ლი ბენ­დე­ბი - ბრი­ტა­ნუ­ლი GROOVESONIX და ავ­სტრი­უ­ლი PAROV STELAR BAND მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. GROOVESONIX - ეს არის ცნო­ბი­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი ბენ­დი, რო­მე­ლიც ჯგუფ Jamiroquai-ის მოქ­მე­დი წევ­რე­ბის­გან არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი. ბენ­დის ვო­კა­ლის­ტი ბრი­ტა­ნუ­ლი X-Factory-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი შონ უი­ლი­ამ­სია. ახა­ლი წლის ღა­მეს GROOVESONIX ქარ­თველ მსმე­ნელს ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბის ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ჰი­ტებს შეს­თა­ვა­ზებს. PAROV STELAR BAND კი, ცნო­ბი­ლი ავ­სტრი­უ­ლი ჯგუ­ფი, Dj Parov Stelar-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით რო­გორც ძველ, ასე­ვე უახ­ლეს ჰი­ტებს შე­ას­რუ­ლებს.

სა­ა­ხალ­წლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ქარ­თუ­ლი ცნო­ბი­ლი როკ-ჯგუ­ფი LOUD speakers-იც მი­ი­ღებს. LOUD speakers თა­ვის მსმე­ნელს უკვე ცნო­ბილ სიმ­ღე­რებ­თან ერ­თად, ახალ ნა­მუ­შევ­რებ­საც შეს­თა­ვა­ზებს.

მსმე­ნე­ლის სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა­ზე, რა თქმა უნდა, ქარ­თვე­ლი სოლო მომ­ღერ­ლე­ბიც იზ­რუ­ნე­ბენ, რო­მელ­თა შერ­ჩე­ვამ წელს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია. მას შემ­დეგ, რაც თბი­ლი­სის მე­რი­ის ერთ-ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მე­რი­ამ ის მომ­ღერ­ლე­ბი შე­არ­ჩია, რომ­ლებ­საც ცო­ცხა­ლი ბენ­დის გვერ­დით შეს­რუ­ლე­ბა შე­უძ­ლია, მე­რი­ის მიერ შედ­გე­ნი­ლი სიის მიღ­მა დარ­ჩე­ნილ­მა ქარ­თუ­ლი ესტრა­დის ზო­გი­ერ­თმა ვარ­სკვლავ­მა ეს პრო­ფე­სი­ულ შუ­რა­ცხყო­ფად მი­ი­ღო. ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მა "რე­აქ­ცი­ა­ში", რო­მე­ლიც სწო­რედ მომ­ღე­რალ­თა შერ­ჩე­ვის თე­მას ეხე­ბო­და, თბი­ლი­სის მე­რი­ამ ლა­მის ბო­დი­ში მო­ი­ხა­და გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს გან­ცხა­დე­ბა მე­რი­ის პო­ზი­ცი­ას არ გა­მო­ხა­ტავ­და. თუმ­ცა მე­რი­ის მიერ შერ­ჩე­უ­ლი მომ­ღერ­ლე­ბის სია უც­ვლე­ლი დარ­ჩა, რომ­ლის მი­ხედ­ვით, თბი­ლი­სე­ლე­ბის გან­წყო­ბა­ზე ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი: ვაჟა მა­ნია, ალე­კო ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, ზაურ შავ­გუ­ლი­ძე, სოფო ხალ­ვა­ში, თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, ლე­ვან ჩი­ჩუა, მარი პავ­ლი­აშ­ვი­ლი, გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი, სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე, თიკა მა­ხალ­დი­ა­ნი, ანი კე­კუა, ანრი ჯო­ხა­ძე, ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი, სოფო გე­ლო­ვა­ნი, მაია ბა­რა­თაშ­ვი­ლი, ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე, ბო­რის ბე­დია, ოთო ნემ­სა­ძე, აჩი­კო ნი­ჟა­რა­ძე, მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძე, ნა­თია დუმ­ბა­ძე, ანა­ნო მჟა­ვია, ნინი წიკ­ლა­უ­რი, დათო გო­მარ­თე­ლი, მაკა ზამ­ბა­ხი­ძე, ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი და ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე იზ­რუ­ნე­ბენ.

31 დე­კემ­ბერს კონ­ცერ­ტე­ბი დე­და­ქა­ლა­ქის გარ­და, 11 ქა­ლაქ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. ბა­თუმ­ში, ქუ­თა­ის­ში, ზუგ­დიდ­ში, მცხე­თა­ში, რუს­თავ­ში, გორ­ში, ახალ­ცი­ხე­ში, ამ­ბრო­ლა­ურ­ში, ოზურ­გეთ­ში, ფოთ­სა და თე­ლავ­ში ად­გი­ლობ­რივ ფოლკ­ლო­რულ თუ სა­ესტრა­დო მუ­სი­კა­ლურ ჯგუ­ფებ­თან ერ­თად, მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბიც წარ­სდგე­ბი­ან.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა გველის ახალი წლის ღამეს: უცხოელი და ქართველი ვარსკვლავების გრანდიოზული საახალწლო კონცერტი

რა გველის ახალი წლის ღამეს: უცხოელი და ქართველი ვარსკვლავების გრანდიოზული საახალწლო კონცერტი

ახალი წლის ღამეს საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ტრადიციულად სახლში, ოჯახთან ერთად ხვდება. თუმცა ბევრი ახალ წელთან შეხვედრას ქუჩაში, მეგობრებისა და საახალწლო ღონისძიებების გარემოცვაში გეგმავს. ტრადიციულად, 31 დეკემბრის ღამეს, თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ევროპის მოედანზე ქართველი და უცხოელი შემსრულებლების ერთობლივ საახალწლო გალა-კონცერტს გამართავს.

როგორც უკვე ცნობილია, ღონისძიებაში, რომელიც 10 საათზე დაიწყება, თბილისის "ბიგ-ბენდი" და სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული ცნობილი ბენდები - ბრიტანული GROOVESONIX და ავსტრიული PAROV STELAR BAND მიიღებენ მონაწილეობას. GROOVESONIX - ეს არის ცნობილი ბრიტანული ბენდი, რომელიც ჯგუფ Jamiroquai-ის მოქმედი წევრებისგან არის დაკომპლექტებული. ბენდის ვოკალისტი ბრიტანული X-Factory-ის გამარჯვებული შონ უილიამსია. ახალი წლის ღამეს GROOVESONIX ქართველ მსმენელს ცნობილი მომღერლების ყველა დროის საუკეთესო ჰიტებს შესთავაზებს. PAROV STELAR BAND კი, ცნობილი ავსტრიული ჯგუფი, Dj Parov Stelar-ის ხელმძღვანელობით როგორც ძველ, ასევე უახლეს ჰიტებს შეასრულებს.

საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობას ქართული ცნობილი როკ-ჯგუფი LOUD speakers-იც მიიღებს. LOUD speakers თავის მსმენელს უკვე ცნობილ სიმღერებთან ერთად, ახალ ნამუშევრებსაც შესთავაზებს.

მსმენელის საახალწლო განწყობაზე, რა თქმა უნდა, ქართველი სოლო მომღერლებიც იზრუნებენ, რომელთა შერჩევამ წელს განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია. მას შემდეგ, რაც თბილისის მერიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მერიამ ის მომღერლები შეარჩია, რომლებსაც ცოცხალი ბენდის გვერდით შესრულება შეუძლია, მერიის მიერ შედგენილი სიის მიღმა დარჩენილმა ქართული ესტრადის ზოგიერთმა ვარსკვლავმა ეს პროფესიულ შურაცხყოფად მიიღო. ინგა გრიგოლიას გადაცემა "რეაქციაში", რომელიც სწორედ მომღერალთა შერჩევის თემას ეხებოდა, თბილისის მერიამ ლამის ბოდიში მოიხადა გაკეთებული განცხადების გამო და აღნიშნა, რომ ეს განცხადება მერიის პოზიციას არ გამოხატავდა. თუმცა მერიის მიერ შერჩეული მომღერლების სია უცვლელი დარჩა, რომლის მიხედვით, თბილისელების განწყობაზე ქართველი შემსრულებლები: ვაჟა მანია, ალეკო ბერძენიშვილი, ზაურ შავგულიძე, სოფო ხალვაში, თაკო გაჩეჩილაძე, ლევან ჩიჩუა, მარი პავლიაშვილი, გიორგი სუხიტაშვილი, სალომე ბაკურაძე, თიკა მახალდიანი, ანი კეკუა, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, სოფო გელოვანი, მაია ბარათაშვილი, ქრისტინე იმედაძე, ბორის ბედია, ოთო ნემსაძე, აჩიკო ნიჟარაძე, მარიკო ებრალიძე, ნათია დუმბაძე, ანანო მჟავია, ნინი წიკლაური, დათო გომართელი, მაკა ზამბახიძე, ნოდიკო ტატიშვილი და ნუცა ბუზალაძე იზრუნებენ.

31 დეკემბერს კონცერტები დედაქალაქის გარდა, 11 ქალაქში გაიმართება. ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ფოთსა და თელავში ადგილობრივ ფოლკლორულ თუ საესტრადო მუსიკალურ ჯგუფებთან ერთად, მსმენელის წინაშე ცნობილი ქართველი მომღერლებიც წარსდგებიან.

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება