საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იზა ბექაური - 4 წლის წინ რაც ხდებოდა პანკისში, სრულიად სხვა სურათია დღეს, უფრო ცუდი
იზა ბექაური - 4 წლის წინ რაც ხდებოდა პანკისში, სრულიად სხვა სურათია დღეს, უფრო ცუდი

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში "კა­ხე­თის რე­გი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი" ნორ­ვე­გი­ის ლტოლ­ვილ­თა საბ­ჭოს ბა­ზა­ზე და გა­ე­როს ლტოლ­ვილ­თა უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი­ა­ტის მხარ­და­ჭე­რით 2008 წლი­დან მუ­შა­ობს. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რია ჩეჩ­ნე­თი­დან ლტოლ­ვი­ლე­ბი, ეთ­ნი­კუ­რი ქის­ტე­ბი და რე­გი­ონ­ში ჩა­სახ­ლე­ბუ­ლი დევ­ნი­ლე­ბი არი­ან. ორ­გა­ნი­ზა­ცია პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ დუ­ის­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცენ­ტრს ამუ­შა­ვებს.

"პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მუს­ლი­მე­ბი ცხოვ­რო­ბენ და აქ უფრო ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სე­ბი და შა­რი­ა­თის კა­ნო­ნე­ბი მოქ­მე­დებს. ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, ქალს ძმა თუ არ ჰყავს, როცა მშობ­ლე­ბი გარ­და­იც­ვლე­ბი­ან, ქალი მემ­კვიდ­რედ არ ით­ვლე­ბა. ინ­ტეგ­რა­ცი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, დე­და­ჩე­მის, ჩემი თა­ო­ბა უფრო ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლია. ახლა, ეს ახალ­გაზ­რდე­ბი რა­ღაც­ნა­ი­რად ჩა­ი­კეტ­ნენ ხე­ო­ბა­ში. 4 წლის წინ რაც ხდე­ბო­და ჩვენს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცენ­ტრში, სრუ­ლი­ად სხვა სუ­რა­თია დღეს", - ამ­ბობს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი იზა ბე­ქა­უ­რი.

- კონ­კრე­ტუ­ლად პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში რა აქ­ტი­ვო­ბებს ახორ­ცი­ე­ლებთ?

- ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი პრო­ექ­ტია ნა­ტუ­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ჩეჩ­ნე­თი­დან ლტოლ­ვი­ლე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­ღე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას და მათ ინ­ტეგ­რა­ცი­ას. მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას როცა უკვე მი­ი­ღე­ბენ ჩე­ჩე­ნი ტოლ­ვი­ლე­ბი, ვი­საც არ აქვს ბინა, გა­ე­როს ტოლ­ვილ­თა უმაღ­ლე­სი კო­მი­სა­რი­ა­ტის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით ჩვენ ვყი­დუ­ლობთ მათ­თვის ბი­ნებს. ვი­საც ბინა აქვთ, მათ ვაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ბინა კე­თილ­მო­ა­წყონ ან მცი­რე ბიზ­ნე­სი გა­ნა­ვი­თა­რონ. 2009 წლი­დან 2011 წლამ­დე ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დით ჩე­ჩე­ნი ლტოლ­ვი­ლე­ბის­თვის შე­მო­სავ­ლი­ა­ნი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბას. ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გახ­სნეს პა­ტა­რა მა­ღა­ზი­ე­ბი, აფ­თი­ა­ქე­ბი, სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი.

გარ­და ამი­სა, გვაქვს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი - დუ­ი­სის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცენ­ტრი, სა­დაც მუ­შა­ობს ინ­გლი­სუ­რი, ქარ­თუ­ლი, რუ­სუ­ლი, ჩეჩ­ნუ­რი ენე­ბის შემ­სწავ­ლე­ლი კურ­სე­ბი. ასე­ვე ვას­წავ­ლით სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას, გე­ოგ­რა­ფი­ას, ზო­გად უნა­რებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მე­ცა­დი­ნე­ო­ბა. გვაქვს პრო­ფე­სი­უ­ლი კურ­სი - თექა და ჭრა-კერ­ვა.

აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ ქა­ლებ­თან მათ სა­მარ­თლებ­რივ უფ­ლე­ბებ­ზე. იცით, რომ პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში მუს­ლი­მე­ბი ცხოვ­რო­ბენ და აქ უფრო ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სე­ბი და შა­რი­ა­თის კა­ნო­ნე­ბი მოქ­მე­დებს. ქა­ლე­ბი რომ არ ჩა­ვარ­დნენ ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, 2011 წლი­დან უხუ­ცეს ქალ­თა საბ­ჭო შევ­ქმე­ნით, რო­მე­ლიც აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შრომ­ლობს უხუ­ცეს კა­ცებ­თან და მე­დი­ა­ტო­რის როლს ას­რუ­ლებს სხვა­დას­ხვა სა­სა­მარ­თლო­ზე, რო­გო­რი­ცაა ბავ­შვის დაბ­რუ­ნე­ბა დე­დას­თან, ალი­მენ­ტის და­კის­რე­ბა, ქო­ნე­ბის და­კა­ნო­ნე­ბა და სხვა ოჯა­ხუ­რი და­ვე­ბი.

-შა­რი­ა­თის კა­ნონს ქა­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის­გან რა გან­სხვა­ვე­ბი აქვს?

- პან­კი­სის ხე­ო­ბი­დან მო­სახ­ლე­ო­ბა ოჯა­ხურ და­ვებ­ზე სა­სა­მარ­თლოს არ მი­მარ­თავს. სულ რა­ღაც 1-2 ფაქ­ტი შე­მიძ­ლია გა­ვიხ­სე­ნო, როცა ქალ­მა თა­ვის სა­კი­თხზე სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა. ჩემი აზ­რით, ეს რა­ღა­ცით კარ­გია, რა­ღა­ცით ცუ­დია. ამი­ტომ და­ვი­წყეთ ზუს­ტად ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ ქა­ლებ­მა იცოდ­ნენ, კა­ნო­ნით რა უფ­ლე­ბე­ბი აქვთ. მათ აქვთ უფ­ლე­ბა, თუ არ ეთან­ხმე­ბი­ან ტრა­დი­ცი­ულ წე­სებს, სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თონ. კარ­გი რა­ტომ ვთქვი, რაც უხუ­ცეს კა­ცებ­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, ძა­ლი­ან ბევ­რი საქ­მე გა­და­წყდა და­დე­ბი­თად ანუ სა­სა­მარ­თლო­ში სი­ა­რუ­ლი ამ ქა­ლებს აღარ დას­ჭირ­დათ. უხუ­ცეს­მა კა­ცებ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს იუ­რი­დი­უ­ლად რა ნორ­მე­ბიც არის და ქა­ლის სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყდა სა­კი­თხე­ბი.

-ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პან­კი­სის ხე­ო­ბის რამ­დე­ნი­მე მკვიდ­რი 18 წლის ბი­ჭე­ბიც კი და­ი­ღუპ­ნენ სი­რი­ა­ში საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად. რა უწყობს ხელს ხე­ო­ბი­დან ახალ­გაზ­რდე­ბის გა­დი­ნე­ბას? რო­გორ ფიქ­რობთ, რა არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ისი­ნი აქ რომ და­მაგრდნენ და თა­ვი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა შეძ­ლონ?

- ძა­ლი­ან კარ­გი კი­თხვაა, მაგ­რამ ძა­ლი­ან რთუ­ლია ამა­ზე სრულ­ყო­ფი­ლი პა­სუ­ხი გაგ­ცეთ. ერთს ვი­ტყვი - დე­და­ჩე­მის, ჩემი თა­ო­ბა უფრო ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი იყო, უფრო კარ­გად მე­ტყვე­ლებ­დნენ, ვმე­ტყვე­ლებთ ქარ­თუ­ლად და უფრო მეტი მე­გობ­რო­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს ქარ­თვე­ლებ­თან. ახ­ლან­დე­ლი თა­ო­ბა, ძა­ლი­ან გან­ვიც­დი და ვწუხ­ვარ, ახ­მე­ტა­შიც მოხ­და ჩხუ­ბის, და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტე­ბი, აქე­დან რომ ჩა­ვიდ­ნენ ახალ­გაზ­რდე­ბი მა­გა­ლი­თად ფეხ­ბურ­თის სა­თა­მა­შოდ. ჩა­ი­კე­ტა სა­ზო­გა­დო­ე­ბა... ეს ახალ­გაზ­რდე­ბი რა­ღაც­ნა­ი­რად არი­ან პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ჩა­კე­ტი­ლე­ბი. ჩვენ ერთი და ორი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია აქ ვე­რა­ფერს ვერ გა­ვა­კე­თებთ, თუ სა­ხელ­მწი­ფო არ ჩა­ერ­თო. ძა­ლი­ან მი­ჭირს ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რია გა­სა­კე­თე­ბე­ლი პან­კის­ში.

-რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ხე­ო­ბა­ში კულ­ტუ­რულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და­ი­წყოს, მაგ­რამ მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­ი­ღონ ან და­ბა­ლი ინ­ტე­რე­სი იყოს? რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბოლო წლებ­ში ხე­ო­ბა­ში მომძლავ­რე­ბუ­ლი ე.წ ვა­ჰა­ბიზ­მის მიმ­დევ­რე­ბის შვი­ლე­ბი გარ­კვე­ულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თვა­ზე უარს ამ­ბო­ბენ.

- მარ­თა­ლია უჭირთ, მაგ­რამ არ­ჩე­ვენ. მა­გა­ლი­თად, ჩვენ გვაქვს ჭრა-კერ­ვის კურ­სი და იქ და­დი­ან ასე­თი ბავ­შვე­ბი... მაგ­რამ უჭირთ კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ჩარ­თვა. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

-არ გიც­დი­ათ მათ მშობ­ლებ­თან გა­სა­უბ­რე­ბა, ალ­ბათ გექ­ნე­ბათ მშობ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი?

- არა­ერ­თხელ ვთხო­ვე მათ, რომ ბავ­შვმა მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, მაგ­რამ ისი­ნი ამ­ბო­ბენ, ჩვენ ვერ და­ვა­ვალ­დე­ბუ­ლებთ, ბავ­შვებს თვი­თონ უნ­დათ ასე.

-ბევრ ბავ­შვს ახუ­რავს ჰი­ჯა­ბი?

- კი, ახუ­რავთ, ბავ­შვებ­საც. თქვენ ალ­ბათ არ შე­სულ­ხართ სკო­ლა­ში. შე­დით სკო­ლა­ში და ნა­ხავთ.

-ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბი რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი თქვენს აქ­ტი­ვო­ბებ­ში და სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში?

- 4 წლის წინ რაც ხდე­ბო­და ამ ცენ­ტრში, სრუ­ლი­ად სხვა სუ­რა­თია დღეს. ჩვენ აქ სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სიც ჩა­ვა­ტა­რეთ... ახლა ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია, ეს აღარ იქ­ნე­ბა, ეს იყო... ახლა სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სზე ვერ­ცერთ გო­გოს ვერ გა­მო­ვიყ­ვანთ...

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

იზა ბექაური - 4 წლის წინ რაც ხდებოდა პანკისში, სრულიად სხვა სურათია დღეს, უფრო ცუდი

იზა ბექაური - 4 წლის წინ რაც ხდებოდა პანკისში, სრულიად სხვა სურათია დღეს, უფრო ცუდი

პანკისის ხეობაში "კახეთის რეგიონის განვითარების ფონდი" ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს ბაზაზე და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით 2008 წლიდან მუშაობს. არასამთავრობო ორგანიზაციის სამიზნე აუდიტორია ჩეჩნეთიდან ლტოლვილები, ეთნიკური ქისტები და რეგიონში ჩასახლებული დევნილები არიან. ორგანიზაცია პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში საზოგადოებრივ ცენტრს ამუშავებს.

"პანკისის ხეობაში მუსლიმები ცხოვრობენ და აქ უფრო ტრადიციული წესები და შარიათის კანონები მოქმედებს. ტრადიციის მიხედვით, ქალს ძმა თუ არ ჰყავს, როცა მშობლები გარდაიცვლებიან, ქალი მემკვიდრედ არ ითვლება. ინტეგრაციას რაც შეეხება, დედაჩემის, ჩემი თაობა უფრო ინტეგრირებულია. ახლა, ეს ახალგაზრდები რაღაცნაირად ჩაიკეტნენ ხეობაში. 4 წლის წინ რაც ხდებოდა ჩვენს საზოგადოებრივ ცენტრში, სრულიად სხვა სურათია დღეს", - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი იზა ბექაური.

- კონკრეტულად პანკისის ხეობაში რა აქტივობებს ახორციელებთ?

- ჩვენი ძირითადი პროექტია ნატურალიზაციის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ჩეჩნეთიდან ლტოლვილებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას და მათ ინტეგრაციას. მოქალაქეობას როცა უკვე მიიღებენ ჩეჩენი ტოლვილები, ვისაც არ აქვს ბინა, გაეროს ტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ფინანსური მხარდაჭერით ჩვენ ვყიდულობთ მათთვის ბინებს. ვისაც ბინა აქვთ, მათ ვაძლევთ საშუალებას, რომ ბინა კეთილმოაწყონ ან მცირე ბიზნესი განავითარონ. 2009 წლიდან 2011 წლამდე ვახორციელებდით ჩეჩენი ლტოლვილებისთვის შემოსავლიანი პროექტების დაფინანსებას. ამ პროექტის ფარგლებში გახსნეს პატარა მაღაზიები, აფთიაქები, სახელოსნოები.

გარდა ამისა, გვაქვს საგანმანათლებლო პროექტი - დუისის საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც მუშაობს ინგლისური, ქართული, რუსული, ჩეჩნური ენების შემსწავლელი კურსები. ასევე ვასწავლით საქართველოს ისტორიას, გეოგრაფიას, ზოგად უნარებში მიმდინარეობს მეცადინეობა. გვაქვს პროფესიული კურსი - თექა და ჭრა-კერვა.

აქტიურად ვმუშაობთ ქალებთან მათ სამართლებრივ უფლებებზე. იცით, რომ პანკისის ხეობაში მუსლიმები ცხოვრობენ და აქ უფრო ტრადიციული წესები და შარიათის კანონები მოქმედებს. ქალები რომ არ ჩავარდნენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, 2011 წლიდან უხუცეს ქალთა საბჭო შევქმენით, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს უხუცეს კაცებთან და მედიატორის როლს ასრულებს სხვადასხვა სასამართლოზე, როგორიცაა ბავშვის დაბრუნება დედასთან, ალიმენტის დაკისრება, ქონების დაკანონება და სხვა ოჯახური დავები.

-შარიათის კანონს ქალებთან მიმართებაში მოქმედი კანონმდებლობისგან რა განსხვავები აქვს?

- პანკისის ხეობიდან მოსახლეობა ოჯახურ დავებზე სასამართლოს არ მიმართავს. სულ რაღაც 1-2 ფაქტი შემიძლია გავიხსენო, როცა ქალმა თავის საკითხზე სასამართლოს მიმართა. ჩემი აზრით, ეს რაღაცით კარგია, რაღაცით ცუდია. ამიტომ დავიწყეთ ზუსტად ეს აქტივობები, რომ ქალებმა იცოდნენ, კანონით რა უფლებები აქვთ. მათ აქვთ უფლება, თუ არ ეთანხმებიან ტრადიციულ წესებს, სასამართლოს მიმართონ. კარგი რატომ ვთქვი, რაც უხუცეს კაცებთან ვთანამშრომლობთ, ძალიან ბევრი საქმე გადაწყდა დადებითად ანუ სასამართლოში სიარული ამ ქალებს აღარ დასჭირდათ. უხუცესმა კაცებმა გაითვალისწინეს იურიდიულად რა ნორმებიც არის და ქალის სასარგებლოდ გადაწყდა საკითხები.

-ბოლო 2 წლის განმავლობაში პანკისის ხეობის რამდენიმე მკვიდრი 18 წლის ბიჭებიც კი დაიღუპნენ სირიაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად. რა უწყობს ხელს ხეობიდან ახალგაზრდების გადინებას? როგორ ფიქრობთ, რა არის გასაკეთებელი, ისინი აქ რომ დამაგრდნენ და თავისი შესაძლებლობების რეალიზება შეძლონ?

- ძალიან კარგი კითხვაა, მაგრამ ძალიან რთულია ამაზე სრულყოფილი პასუხი გაგცეთ. ერთს ვიტყვი - დედაჩემის, ჩემი თაობა უფრო ინტეგრირებული იყო, უფრო კარგად მეტყველებდნენ, ვმეტყველებთ ქართულად და უფრო მეტი მეგობრობა და ურთიერთობა გვაქვს ქართველებთან. ახლანდელი თაობა, ძალიან განვიცდი და ვწუხვარ, ახმეტაშიც მოხდა ჩხუბის, დაპირისპირების ფაქტები, აქედან რომ ჩავიდნენ ახალგაზრდები მაგალითად ფეხბურთის სათამაშოდ. ჩაიკეტა საზოგადოება... ეს ახალგაზრდები რაღაცნაირად არიან პანკისის ხეობაში ჩაკეტილები. ჩვენ ერთი და ორი არასამთავრობო ორგანიზაცია აქ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, თუ სახელმწიფო არ ჩაერთო. ძალიან მიჭირს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ძალიან ბევრია გასაკეთებელი პანკისში.

-რამდენად შესაძლებელია, რომ ხეობაში კულტურულ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დაიწყოს, მაგრამ მასში მონაწილეობა არ მიიღონ ან დაბალი ინტერესი იყოს? როგორც ცნობილია, ბოლო წლებში ხეობაში მომძლავრებული ე.წ ვაჰაბიზმის მიმდევრების შვილები გარკვეულ აქტივობებში ჩართვაზე უარს ამბობენ.

- მართალია უჭირთ, მაგრამ არჩევენ. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ჭრა-კერვის კურსი და იქ დადიან ასეთი ბავშვები... მაგრამ უჭირთ კულტურულ ღონისძიებებში ჩართვა. ძალიან სამწუხაროა, რომ არ მონაწილეობენ.

-არ გიცდიათ მათ მშობლებთან გასაუბრება, ალბათ გექნებათ მშობლებთან კონტაქტი?

- არაერთხელ ვთხოვე მათ, რომ ბავშვმა მიიღოს მონაწილეობა ღონისძიებებში, მაგრამ ისინი ამბობენ, ჩვენ ვერ დავავალდებულებთ, ბავშვებს თვითონ უნდათ ასე.

-ბევრ ბავშვს ახურავს ჰიჯაბი?

- კი, ახურავთ, ბავშვებსაც. თქვენ ალბათ არ შესულხართ სკოლაში. შედით სკოლაში და ნახავთ.

-ახალგაზრდა ბიჭები რამდენად აქტიურად არიან ჩართულები თქვენს აქტივობებში და სხვადასხვა ღონისძიებებში?

- 4 წლის წინ რაც ხდებოდა ამ ცენტრში, სრულიად სხვა სურათია დღეს. ჩვენ აქ სილამაზის კონკურსიც ჩავატარეთ... ახლა ეს გამორიცხულია, ეს აღარ იქნება, ეს იყო... ახლა სილამაზის კონკურსზე ვერცერთ გოგოს ვერ გამოვიყვანთ...

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა