პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული მედია - ფოთის პორტის ნავთობტერმინალი, ასევე "გალფის" ავტოგასამართი სადგურების ნაწილი "როსნეფტის" მფლობელობაში გადავა
რუსული მედია - ფოთის პორტის ნავთობტერმინალი, ასევე "გალფის" ავტოგასამართი სადგურების ნაწილი "როსნეფტის" მფლობელობაში გადავა

რუ­სუ­ლი ენერ­გო­კომ­პა­ნია "როს­ნეფ­ტი" ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის, და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი "პეტ­რო­კას ენერ­ჯის" აქ­ცი­ე­ბის 49%-ს შე­ი­ძენს.

"როს­ნეფ­ტის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნი­ამ უკვე მო­ა­წე­რა ხელი დო­კუ­მენ­ტებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ასე­ვე იგეგ­მე­ბა ერ­თობ­ლი­ვი კომ­პა­ნი­ე­ბის შექ­მნა ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში "როს­ნეფ­ტის" პრო­ექ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით.

"ამ გა­რი­გე­ბით "როს­ნეფ­ტი" საგ­რძნობ­ლად გა­ა­ფარ­თო­ებს სა­კუ­თარ არ­სე­ბო­ბას ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში, გაზ­რდის საქ­მი­ა­ნო­ბის გე­ოგ­რა­ფი­ას", - ნათ­ქვა­მია "როს­ნეფ­ტის" გან­ცხა­დე­ბა­ში. "როს­ნეფ­ტის" ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დის მი­ხედ­ვით, და­ვით ია­კო­ბაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს გა­რი­გე­ბა "პეტ­რო­კა­სის" წარ­მა­ტე­ბის კი­დევ ერთი დას­ტუ­რია.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "როს­ნეფ­ტის" მფლო­ბე­ლო­ბა­ში გა­და­ვა ფო­თის პორ­ტის ნავ­თო­ბტერ­მი­ნა­ლი, ასე­ვე "გალ­ფის" ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის ნა­წი­ლი, თუმ­ცა აქ­ცი­ა­თა სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტი კვლავ და­ვით ია­კო­ბაშ­ვილს რჩე­ბა. ამ დრომ­დე უც­ნო­ბია გა­რი­გე­ბის მო­ცუ­ლო­ბა.

და­ვით ია­კო­ბაშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი Petrocas Energy Group ნავ­თო­ბი­სა და ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ვაჭ­რო­ბი­თა და გა­და­ზიდ­ვე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში, სომ­ხეთ­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და ყა­ზა­ხეთ­ში 140-მდე ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გურს, ფოთ­ში კი ორ ნავ­თო­ბტერ­მი­ნალს გა­ნა­გებს.

რუსული მედია - ფოთის პორტის ნავთობტერმინალი, ასევე "გალფის" ავტოგასამართი სადგურების ნაწილი "როსნეფტის" მფლობელობაში გადავა

რუსული მედია - ფოთის პორტის ნავთობტერმინალი, ასევე "გალფის" ავტოგასამართი სადგურების ნაწილი "როსნეფტის" მფლობელობაში გადავა

რუსული ენერგოკომპანია "როსნეფტი" ქართველი ბიზნესმენის, დავით იაკობაშვილის კუთვნილი "პეტროკას ენერჯის" აქციების 49%-ს შეიძენს.

"როსნეფტის" ინფორმაციით, კომპანიამ უკვე მოაწერა ხელი დოკუმენტებს, რომლის თანახმადაც, ასევე იგეგმება ერთობლივი კომპანიების შექმნა ამიერკავკასიაში "როსნეფტის" პროექტების რეალიზაციის მიზნით.

"ამ გარიგებით "როსნეფტი" საგრძნობლად გააფართოებს საკუთარ არსებობას ამიერკავკასიაში, გაზრდის საქმიანობის გეოგრაფიას", - ნათქვამია "როსნეფტის" განცხადებაში. "როსნეფტის" ოფიციალურ ვებგვერდის მიხედვით, დავით იაკობაშვილმა განაცხადა, რომ ეს გარიგება "პეტროკასის" წარმატების კიდევ ერთი დასტურია.

რუსული მედიის ინფორმაციით, "როსნეფტის" მფლობელობაში გადავა ფოთის პორტის ნავთობტერმინალი, ასევე "გალფის" ავტოგასამართი სადგურების ნაწილი, თუმცა აქციათა საკონტროლო პაკეტი კვლავ დავით იაკობაშვილს რჩება. ამ დრომდე უცნობია გარიგების მოცულობა.

დავით იაკობაშვილის კუთვნილი Petrocas Energy Group ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობითა და გადაზიდვებით არის დაკავებული. კომპანია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში 140-მდე ავტოგასამართ სადგურს, ფოთში კი ორ ნავთობტერმინალს განაგებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია