ნიჭიერის" ნახევარფინალში, სცენაზე პირდაპირ ცეცხლი დაანთო ინდირა ჯგერნაიამ, რომელმაც this is a man's world შეასრულა. მისი გამოსვლით აღტაცებული ჟიური ინდირას ფეხზე წამოუდგა. ნიკა გვარამიამ მას "საოცარი ხმის ტემბრის გოგო" უწოდა და ფინალში გადასვლა უწინასწარმეტყველა. რაც შეეხება ჭოლას, მან ინდირა ჯგერნაიას დრამატიზმი და შინაგანი ძალა მოუწონა, სამაგიეროდ, საკუთარი ვოკალური მონაცემებით გართობა დაუწუნა.
ჟიურის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმა კონკურსანტის მიმართ ქების სიტყვები არ დაიშურეს და დეპრესიის საბოლოოდ დამარცხება უსურვეს."ნეტავ თუ იცი შენი თავის ფასი? შენ კარგად რომ აფასებდე იმას, რაც გაქვს, არ იზარმაცებდი და გაცილებით შორს იქნებოდი დღეს", - მიმართა ნანუკა ჟორჟოლიანმა.