შვილიშვილმა მძინარე ბაბუას პირში საახალწლო ასაფეთქებელი აუფეთქა. ბაბუა დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა ის ამ დროისთვის გაწერილია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, ბაბუას ეძინა, როცა მცირეწლოვანმა შვილიშვილმა პირში საახალწლო ასაფეთქებელი აუფეთქა. მისივე თქმით, ბაბუამ მცირედი დამწვრობა მიიღო და მას მკურნალობა სახლის პირობებში დაენიშნა.