პალიტრა TV -ს გადაცემა "შუადღის ამბებით განო და კოტე", ნომინაციაში "საზოგადოების ხმა" დაჯილდოვდა

პალიტრა TV -ს გადაცემა "შუადღის ამბებით განო და კოტე", ნომინაციაში "საზოგადოების ხმა" დაჯილდოვდა

ახალგაზრდა ადვოკატებმა 2014 წლის საქმიანობა შეაჯამეს და განხორციელებული აქტივობები, წლის გამოცემები და კორესპონდენციის სტატისტიკა სპეციალური წლიური ანგარიშის სახით წარადგინეს.

წლის ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ მედია სფეროს წარმომადგენლებიც: "პალიტრა ტვ-ის" გადაცემა ,,შუადღე განოსთან და კოტესთან ერთად" და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი რადიო დასახელდნენ ნომინაციაში ,,საზოგადოების ხმა".

"წლის ღია საზოგადოების მხარდამჭერი" - პრეს-კლუბი ,,რეპორტიორი"; ჟურნალისტები თამარ ბატიაშვილი, ნათია გოგიტიძე, მარიამ ზედგინიძე და თამარ ლეფსვერიძე გამოვლინდნენ ნომინაციაში ,,თავისუფალი სიტყვის დამცველები"; საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახური დაჯილდოვდა დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის.

ორგანიზაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საჯარო უწყებების წარმომადგენლები, ექსპერტები, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელები, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, "ახალგაზრდა ადვოკატების" მეგობრები და პარტნიორები.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები