ქართველი გოგონა სოფო სალუქვაძე 30 წლის, საჯარო მოხელეა. ყავს მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი ვაჟი. ერთი შეხედვით მისი ცხოვრება არაფრით განსხვავდება საშუალო სტატისტიკური ქართველის ოჯახისგან, თუმცა მან ის ოცნება აიხდინა რაც ბევრისთვის სიცოცხლის ბოლომდე მიუღწეველი რჩება.
სოფო სალუქვაძემ იტალიაში "პორშე 911" მოიგო. "მარტინის" მიერ გამოცხადებული სუპერ ფინალის ფარგლებში, კონკურსანტებს უნდა დაემტკიცებინათ თუ რატომ იმსახურებდნენ პორშე 911-ის მოგებას. სოფომ ჟიურის აღფრთოვანება არაჩვეულებრივი სიმღერით შეძლო და დაუმტკიცა ჟიურის, რომ სწორედ ის იმსახურებდა პორშე 911-ს.
28 დეკემბერს ოთხ თვიანი ლოდინის შემდეგ სოფო სალუქვაძეს მარტინის ოფიციალურმა წარმომადგენელმა "გდ ალკომ" ავტომობილი თბილისში ჩამოიყვანა და გასაღები საზეიმოდ გადასცა. მარტინის მიერ ორგანიზებულ ღონისძიება წყნარ, თუმცა ემოციურ ვითარებაში ჩაიარა.
თავად სოფო სალუქვაძე ემოციურად საკმაოდ დატვირთული იყო, თუმცა შეძლო და გაიხსენა ის დეტალები, რამაც მოულოდნელი გამარჯვება მოუტანა.
სოფო სალუქვაძე-კონკურსის გამარჯვებული":
აპლიკაცია სოციალური ქსელის მეშვეობით ფესბუქზე ვნახე. იქიდან გამომდინარე, რომ იყო ჩემი ოცნების მანქანა გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. გადავიღე სურათი და ავტვირთე მარტინის გვერდზე. სურათმა მოწონება დაიმსახურა და საქართველოში გაიმარჯვა. ამის შემდეგ მე იტალიაში, მილანში ჩავედი. იტალიაში გამარჯვება საკმაოდ რთული იყო, მოგვცეს სხვადასხვა დავალებები _ უნდა აგვეტვირთა სხვადასხვა სურათები მარტინის თემასთან დაკავშირებით, ასევე იყო პორშეს სიმულატორი რომელიც უნდა გვეტარებინა. ბოლო ეტაპზე, როდესაც უნდა გვეთქვა თუ რატომ გვინდოდა პორშე 911 -ს ის მოგება, სტანდარტული ტექსტის ნაცვლად გადავწყვიტე მემღერა ბენ კოლინსთან ანუ იგივე სტიგთან ერთად. წარმოიდგინეთ მივდიოდით ტრეკზე 300 კმ/სთ სიჩქარით და ვმღეროდი. ამან ჟიურიზე დიდი გავლენა იქონია."
სოფო სალუქვაძეს სამომავლო გეგმებზე ჯერ ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მას მეგობრები ხშირად ურეკავენ და ახალი პორშეთი გასეირნებას სთხოვენ, რაზეც უარს არავის ეტყვის.
ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი მარტინის მოყვარული, სოფო რჩევასაც იძლევა და ამბობს, რომ ოცნებების აუცილებლად გვჯეროდეს, და რომ ისინი აუცილებლად ახდებიან.
რაც შეეხება "გდ ალკოს", იტალიური ბრენდის ქართული წარმომადგენლობა მომხმარებელს სამომავლოდაც ბევრ აქციას და ბევრ საჩუქრებს პირდება. მათ ვისაც სურვილი აქვს ახალ წელს შეხვდეს ორიგინაურად ან საყვარელ ადამიანს გაუკეთოს კრეატიული საჩუქარი, მარტინი სთავაზობს შუშხუნა ღვინო ასტი მარტინის, სპეციალური საახალწლო შეფუთვით. ბოთლს საჩუქრად მოყვება სპეციალური მარკერი, რაც საშუალებას იძლევა რომ პირდაპირ ბოთლზე დაიტანოს სასურველი მილოცვა, თავისი ხელით. ამასთან ასტი მარტინი, საახალწლო შეფუთვის შეძენა ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი, მაღაზიათა ქსელ ვისკის სახლებისა და ალკორიუმში მიმდინარე ფასდაკლების აქციის ფარგლებში 23,10 ლარი ღირს.
R