პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ დაუმალეს ვასილ ამაშუკელს ფირი აკაკის გადასაღებად
რატომ დაუმალეს ვასილ ამაშუკელს ფირი აკაკის გადასაღებად

ერთ დღეს ფო­ტო­სუ­რა­თი, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე კე­დელ­ზე უძ­რა­ვად ეკი­და, ან ალ­ბო­მებ­ში ინა­ხავ­დნენ, ამოძ­რავ­და. "გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი წა­მე­ბი" მა­ყუ­რე­ბელს პირ­ვე­ლად ძმებ­მა ოგი­უსტ და ლუი ლუ­მი­ე­რებ­მა წა­რუდ­გი­ნეს. პირ­ვე­ლი კი­ნოჩ­ვე­ნე­ბა მათ 1695 წლის 26 დე­კემ­ბერს პა­რიზ­ში, კა­პუ­ცი­ნე­ბის ბულ­ვარ­ზე მდე­ბა­რე "გრანდ კა­ფეს" ფე­შე­ნე­ბე­ლურ სა­ბი­ლი­არ­დო­ში გა­მარ­თეს და სე­ან­სი სულ 20 წუთს გაგ­რძელ­და. ამის შემ­დეგ მა­ყუ­რე­ბელ­მა ერთი-მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით იხი­ლა ძმე­ბის ფილ­მე­ბი: "კე­დე­ლი", "გა­წუ­წუ­ლი მე­ბა­ღე", "მუ­შე­ბის გა­მოს­ვლა ლუ­მი­ე­რე­ბის ფაბ­რი­კი­დან", "ბავ­შვის სა­უზ­მე"...

1898 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე თბი­ლის­ში, სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო თე­ატ­რში, "ლუ­მი­ე­რე­ბის სი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის" ჩვე­ნე­ბა გა­ი­მარ­თა. 1912 წელს კი უკვე ქარ­თუ­ლი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გვქონ­და, რომ­ლის ავ­ტო­რი გახ­ლდათ ვა­სილ ამა­შუ­კე­ლი. "ქარ­თვე­ლი მგოს­ნის აკა­კი წე­რეთ­ლის მოგ­ზა­უ­რო­ბა რაჭა-ლე­ჩხუმ­ში, 21 ივ­ლი­სი­დან 2 აგ­ვის­ტომ­დე, 1912 წელი" _ ასე­თია ფილ­მის სრუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბა...

ვა­სილ ამა­შუ­კე­ლი 1886 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ქუ­თა­ის­ში და­ი­ბა­და. და­წყე­ბით გა­ნათ­ლე­ბას სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო გიმ­ნა­ზი­ა­ში იღებ­და, სკო­ლი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ დროს ნაც­ნობ-მე­გობ­რე­ბის სა­ხე­ლოს­ნო­ებ­ში ატა­რებ­და, სა­დაც ჭე­დავ­და, კე­რავ­და და ხის მა­სა­ლა­ზე მუ­შა­ობ­და. ბავ­შვო­ბა­ში ხატ­ვა იტა­ცებ­და, ამ ხე­ლოვ­ნე­ბის და­სა­უფ­ლებ­ლად ვა­სილ ბა­ლან­ჩი­ვა­ძის სამ­ხატ­ვრო სას­წავ­ლე­ბელ­ში შე­ვი­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სწავ­ლა მოს­კოვ­ში, ერთ-ერთ სამ­ხატ­ვრო სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­ნაგ­რძო. მოს­კოვ­ში მარ­ტო­ხე­ლა ხელ­მოკ­ლე სტუ­დენ­ტის ცხოვ­რე­ბა რთუ­ლი გა­მოდ­გა და უფი­ნან­სო­ბის გამო, ვა­სილ ამა­შუ­კე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სწავ­ლის­თვის თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა. და იქვე, სა­არ­სე­ბო სა­შუ­ა­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად, მა­ნუ­ფაქ­ტუ­რის ფაბ­რი­კა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა.

ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნა დღი­თი დღე მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი ხდე­ბო­და. ვა­სილ ამა­შუ­კე­ლის ერ­თა­დერ­თი "გარ­თო­ბა" ის იყო, როცა სა­ღა­მო­ო­ბით "სუ­ხა­რე­ვის კოშკთან" მო­ხე­ტი­ა­ლე მსა­ხი­ო­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნა-სა­ნა­ხა­ო­ბებს ეს­წრე­ბო­და. ამ ად­გი­ლას მას ყვე­ლა­ზე მე­ტად "ჯა­დოს­ნუ­რი ფა­რა­ნი" იტა­ცებ­და. ის დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ვირ­დე­ბო­და მოძ­რავ სუ­რა­თებს და მათი ამოძ­რა­ვე­ბის გზებ­სა და სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე ფიქ­რობ­და. სულ მალე ვა­სილ ამა­შუ­კელ­მა ასე­თი სუ­რა­თე­ბი ეკ­რან­ზე "გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი" იხი­ლა, ეს კინო იყო და მას შემ­დეგ კი­ნო­თე­ატრ "კინო-ელექტრი­კის" მუდ­მი­ვი სტუ­მა­რი გახ­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რატომ დაუმალეს ვასილ ამაშუკელს ფირი აკაკის გადასაღებად

რატომ დაუმალეს ვასილ ამაშუკელს ფირი აკაკის გადასაღებად

ერთ დღეს ფოტოსურათი, რომელიც მანამდე კედელზე უძრავად ეკიდა, ან ალბომებში ინახავდნენ, ამოძრავდა. ''გაცოცხლებული წამები'' მაყურებელს პირველად ძმებმა ოგიუსტ და ლუი ლუმიერებმა წარუდგინეს. პირველი კინოჩვენება მათ 1695 წლის 26 დეკემბერს პარიზში, კაპუცინების ბულვარზე მდებარე ''გრანდ კაფეს'' ფეშენებელურ საბილიარდოში გამართეს და სეანსი სულ 20 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ მაყურებელმა ერთი-მეორის მიყოლებით იხილა ძმების ფილმები: ''კედელი'', ''გაწუწული მებაღე'', ''მუშების გამოსვლა ლუმიერების ფაბრიკიდან'', ''ბავშვის საუზმე''...

1898 წლის შემოდგომაზე თბილისში, სათავადაზნაურო თეატრში, ''ლუმიერების სინემატოგრაფის'' ჩვენება გაიმართა. 1912 წელს კი უკვე ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გვქონდა, რომლის ავტორი გახლდათ ვასილ ამაშუკელი. ''ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში, 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე, 1912 წელი'' _ ასეთია ფილმის სრული დასახელება...

ვასილ ამაშუკელი 1886 წლის გაზაფხულზე ქუთაისში დაიბადა. დაწყებით განათლებას სათავადაზნაურო გიმნაზიაში იღებდა, სკოლიდან დაბრუნების შემდეგ დროს ნაცნობ-მეგობრების სახელოსნოებში ატარებდა, სადაც ჭედავდა, კერავდა და ხის მასალაზე მუშაობდა. ბავშვობაში ხატვა იტაცებდა, ამ ხელოვნების დასაუფლებლად ვასილ ბალანჩივაძის სამხატვრო სასწავლებელში შევიდა, მოგვიანებით კი სწავლა მოსკოვში, ერთ-ერთ სამხატვრო სასწავლებელში განაგრძო. მოსკოვში მარტოხელა ხელმოკლე სტუდენტის ცხოვრება რთული გამოდგა და უფინანსობის გამო, ვასილ ამაშუკელი იძულებული გახდა, სწავლისთვის თავი დაენებებინა. და იქვე, საარსებო საშუალების მოსაპოვებლად, მანუფაქტურის ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა.

ყოველდღიური რუტინა დღითი დღე მომაბეზრებელი ხდებოდა. ვასილ ამაშუკელის ერთადერთი ''გართობა'' ის იყო, როცა საღამოობით ''სუხარევის კოშკთან'' მოხეტიალე მსახიობების წარმოდგენა-სანახაობებს ესწრებოდა. ამ ადგილას მას ყველაზე მეტად ''ჯადოსნური ფარანი'' იტაცებდა. ის დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა მოძრავ სურათებს და მათი ამოძრავების გზებსა და საშუალებებზე ფიქრობდა. სულ მალე ვასილ ამაშუკელმა ასეთი სურათები ეკრანზე ''გაცოცხლებული'' იხილა, ეს კინო იყო და მას შემდეგ კინოთეატრ ''კინო-ელექტრიკის'' მუდმივი სტუმარი გახდა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს