პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგანელიძე ივანიშვილისა და ხელისუფლების ფარული "რესტორნული" შეხვედრის გაუხმაურებელ დეტალებს ამხელს
საგანელიძე ივანიშვილისა და ხელისუფლების ფარული "რესტორნული" შეხვედრის გაუხმაურებელ დეტალებს ამხელს

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძე აცხა­დებს, რომ რეს­ტო­რან "ბაგ­რა­ტი­ონ­ში" ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა მისი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­ი­მარ­თა.

რო­გორც სა­გა­ნე­ლი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ამ ტი­პის შეხ­ვედ­რე­ბი ახა­ლი წლის წინ აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ცაა და ქარ­თუ­ლი ხა­სი­ა­თი­დან და ტრა­დი­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს.

"შეხ­ვედ­რა ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­ი­მარ­თა და ძა­ლი­ა­ნაც ვა­მა­ყობ, რომ ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო. ვთქვი, რომ მოდი, უმ­რავ­ლე­სო­ბა ახა­ლი წლის წინ შე­ვიკ­რი­ბოთ და ერ­თმა­ნეთს მხო­ლოდ კო­მი­ტე­ტე­ბის, ფრაქ­ცი­ის სხდო­მებ­ზე და პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში რომ ვხვდე­ბით, ერთხელ სუფ­რა­ზეც შევ­ხვდეთ და ერ­თმა­ნეთს მე­უღ­ლე­ე­ბი გა­ვაც­ნოთ. თა­ვა­დან იყო იდეა, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად შევ­კრე­ბი­ლი­ყა­ვით. შემ­დეგ ით­ქვა, რომ მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად შეკ­რე­ბა ძა­ლი­ან დიდი გა­მო­ვი­დი­და და ზო­გის მე­უღ­ლე წა­სუ­ლი იყო, ამი­ტომ ვთქვით, რომ მე­უღ­ლე­ე­ბი უფრო ვიწ­რო წრე­ში გაგ­ვეც­ნო ერ­თმა­ნე­თი­სათ­ვის და დაგ­ვე­პა­ტი­ჟე­ბი­ნა მთავ­რო­ბა. მა­ინც კო­ა­ლი­ცია ვართ და ერ­თად მო­ვე­დით. ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის მოს­ვლა მე­თხო­ვა.

მე თვი­თონ და­ვუ­რე­კე და ვუ­თხა­რი იდე­ის შე­სა­ხებ. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, როცა ბა­ტო­ნი ჩემს შე­თა­ვა­ზე­ბას დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით დას­თან­ხმდა. შე­ვიკ­რი­ბეთ დღის სამ სა­ათ­ზე, და­ვი­შა­ლეთ სა­ღა­მოს შვიდ­ზე. ეს იყო მე­გობ­რუ­ლი ვახ­შა­მი თუ სა­დი­ლი, რა­საც მოჰ­ყვა კე­თი­ლი სა­ა­ხალ­წლო სურ­ვი­ლე­ბი, ერ­თმა­ნე­თის და­ლოც­ვა. სუფ­რა­ზე შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებ­ზე ისა­უბ­რო, მოჰ­ყვე ანეგ­დო­ტი, იღა­დაო კი­დეც და ვი­ღა­ცამ ერ­თმა­ნეთ­თან ვახ­ტან­გუ­რიც და­ლი­ოს. იყო კარ­გი სიმ­ღე­რაც , რად­გან იყ­ვნენ "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. სუფ­რას სიმ­ღე­რა უხ­დე­ბა და მეც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვმღე­რო­დი", -გა­ნა­ცხა­და და­ვით სა­გა­ნე­ლი­ძემ.

კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის რამ­დე­ნი­მე წევ­რი ყო­ფილ პრე­მი­ერს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს რეს­ტო­რან "ბაგ­რა­ტი­ონ­ში" 27 დე­კემ­ბერს შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი, მი­ნის­ტრე­ბი და დე­პუ­ტა­ტე­ბი.

საგანელიძე ივანიშვილისა და ხელისუფლების ფარული "რესტორნული" შეხვედრის გაუხმაურებელ დეტალებს ამხელს

საგანელიძე ივანიშვილისა და ხელისუფლების ფარული "რესტორნული" შეხვედრის გაუხმაურებელ დეტალებს ამხელს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აცხადებს, რომ რესტორან "ბაგრატიონში" ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა მისი ინიციატივით გაიმართა.

როგორც საგანელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ამ ტიპის შეხვედრები ახალი წლის წინ აუცილებელიცაა და ქართული ხასიათიდან და ტრადიციებიდან გამომდინარეობს.

"შეხვედრა ჩემი ინიციატივით გაიმართა და ძალიანაც ვამაყობ, რომ ჩემი ინიციატივა იყო. ვთქვი, რომ მოდი, უმრავლესობა ახალი წლის წინ შევიკრიბოთ და ერთმანეთს მხოლოდ კომიტეტების, ფრაქციის სხდომებზე და პლენარულ სხდომათა დარბაზში რომ ვხვდებით, ერთხელ სუფრაზეც შევხვდეთ და ერთმანეთს მეუღლეები გავაცნოთ. თავადან იყო იდეა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მეუღლეებთან ერთად შევკრებილიყავით. შემდეგ ითქვა, რომ მეუღლეებთან ერთად შეკრება ძალიან დიდი გამოვიდიდა და ზოგის მეუღლე წასული იყო, ამიტომ ვთქვით, რომ მეუღლეები უფრო ვიწრო წრეში გაგვეცნო ერთმანეთისათვის და დაგვეპატიჟებინა მთავრობა. მაინც კოალიცია ვართ და ერთად მოვედით. ჩემი ინიციატივა იყო ბიძინა ივანიშვილისთვის მოსვლა მეთხოვა.

მე თვითონ დავურეკე და ვუთხარი იდეის შესახებ. ძალიან გამიხარდა, როცა ბატონი ჩემს შეთავაზებას დიდი სიამოვნებით დასთანხმდა. შევიკრიბეთ დღის სამ საათზე, დავიშალეთ საღამოს შვიდზე. ეს იყო მეგობრული ვახშამი თუ სადილი, რასაც მოჰყვა კეთილი საახალწლო სურვილები, ერთმანეთის დალოცვა. სუფრაზე შეიძლება პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრო, მოჰყვე ანეგდოტი, იღადაო კიდეც და ვიღაცამ ერთმანეთთან ვახტანგურიც დალიოს. იყო კარგი სიმღერაც , რადგან იყვნენ "ქართული ხმების" წარმომადგენლები. სუფრას სიმღერა უხდება და მეც სიამოვნებით ვმღეროდი", -განაცხადა დავით საგანელიძემ.

კოალიცია "ქართული ოცნების" და მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს რესტორან "ბაგრატიონში" 27 დეკემბერს შეხვდა. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მინისტრები და დეპუტატები.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა