საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საახალწლო მისალოცი ბარათი გაუგზავნა.
"გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ახალ 2015 წელს! დაე, ეს ახალი წელი იყოს წარმატებისა და სიკეთის მომტანი თქვენთვის, თქვენი ოჯახისა და სრულიად საქართველოსთვის!
საუკეთესო სურვილებით,
დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე", - წერია ბარათში.
აღნიშნული ბარათი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დღეს, 29 დეკემბერს მიიღეს.
ფაქტს დადებითად აფასების პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაჩიძე, რომელიც წერს, რომ ეს არის "სწორი და კარგი ნაბიჯი" პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან.