"დოვლათით ივსება ქართველთა ოჯახები" - რა იხილა ლელა კაკულიამ წინასაახალწლოდ

"დოვლათით ივსება ქართველთა ოჯახები" - რა იხილა ლელა კაკულიამ წინასაახალწლოდ

ნათელმხილველი ლელა კაკულია საქართველოს მოსახლეობას სოციალურ ქსელში დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს და გამამხნევებელ გზავნილს ავრცელებს:

"ქალბატონი ლელა კაკულია გილოცავთ შობა-ახალ წელს სრულიად საქართველოს.

ღმერთმა უშველოს ჩემს ქვეყანასა და ხალხს!

სიხარული, ბარაქა და დოვლათი დაებედოს მთელ საქართველოს!

კარი შეაღე, იღბალო, ყველა გაჭირვებულ ოჯახში და მოაშორე უიმედობა, ხვავითა და ბარაქით აავსე მშრომელი ხალხის ბეღლები, გაუთბე გაციებული კერა, აღუდგინე სარჩო-საბადებელი და დალოცე, უფალო, რათა ყველა მოესწროს გაბრწყინებული საქართველოს ხილვასა და ცხოვრებას მასში; დალოცე ყოველი ადამიანი – გაჭირვებულიც და დალხენილიც.

ქართველებო, არ დაკარგოთ რწმენა და იმედი მომავლისა! როცა კოსმოსი იცავს ჩვენ საყვარელ საქართველოს, როცა ჩვენი დროც მოვიდა, არ უნდა დავყაროთ ფარ-ხმალი, მტერი და მოღალატე არ უნდა გავახაროთ!

ვხედავ, ჩემი საყვარელი, გაჭირვებული ქართველების განაწამებ სახეებს როგორ დაუბრუნდებათ ღიმილი, როგორ მოწმენდს მათ უფალი სახიდან ცრემლებს. დოვლათით ივსება ქართველთა ოჯახები, ხვავსა და ბარაქას არ მოგაკლებთ უფალი!

მე ვხედავ საქართველოს გაბრწყინებულსა და გალაღებულს,

თავისუფალსა და გამარჯვებულს,

მუხლმოუდრეკელსა და განდიდებულს!

შენ, ჩემო საქართველოვ, უკვდავი ხარ, უკვდავი!

თუ არ იქნება საქართველო, აღარ იქნება ჯვარი!

თუ არ იქნება საქართველო, აღარ იქნება ტაძარი ღვთისა!!!

ეს ზღაპარია, ეს არ მოხდება!

ჩემი საქართველო მართლა უკვდავია!

ჩემი საქართველო ერთიანია!

ჩემი საქართველო თავისუფალია!!!

იწმინდება საქართველო!

ილოცება საქართველო!

იბადება საქართველო!

გიხაროდეს, საქართველოვ!

სიყვარულით,

ქართველი წინასწარმეტყველი

ლელა კაკულია".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს