პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჩი მეფარიძე 7 წლის შემდეგ: რატომ შეწყვიტა ბიზნესი რუსეთში და რა ამბიციური გეგმებით ბრუნდება მომღერალი
აჩი მეფარიძე 7 წლის შემდეგ: რატომ შეწყვიტა ბიზნესი რუსეთში და რა ამბიციური გეგმებით ბრუნდება მომღერალი

მომ­ღე­რა­ლი აჩი­კო მე­ფა­რი­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. ბოლო დროს ის სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა; ვის­ზეა გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი, რა­ტომ შე­წყვი­ტა ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა რუ­სეთ­ში და რის იმედ­ზე აპი­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში სიმ­ღე­რის გაგ­რძე­ლე­ბას, ამას ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

- ბოლო წლებ­ში იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბო­დით ეკ­რან­ზე, სად იყა­ვით?

- 7 წელი ვცხოვ­რობ­დი და ვმუ­შა­ობ­დი მოს­კოვ­ში. ახ­ლა­ხან დავ­ბრუნ­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში. იმე­დი მაქვს, ამი­ე­რი­დან ხში­რად გა­მოვ­ჩნდე­ბი ჩემი კონ­ცერ­ტე­ბით და ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბით.

- რას აკე­თებ­დით მოს­კოვ­ში, ბიზ­ნე­სით იყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი თუ მღე­რო­დით?

- რა თქმა უნდა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გეგ­მე­ბი მქონ­და. იქ უფრო ანა­ზღა­უ­რე­ბა­დია ჩვე­ნი პრო­ფე­სია, ვიდ­რე შე­მოქ­მე­დე­ბი­თად სა­ინ­ტე­რე­სო. ძი­რი­თა­დად კორ­პო­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ვმღე­რო­დი, რო­მე­ლიც ფი­ნან­სუ­რად სა­ინ­ტე­რე­სოა. ახლა აი­რია მდგო­მა­რე­ო­ბა რუ­სეთ­ში, ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, თან აქ და­ლაგ­და ყვე­ლა­ფე­რი. მინ­და შოუ-ბიზ­ნე­სი აღორ­ძინ­დეს და სა­კუ­თა­რი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო ამ საქ­მე­ში. იმ ეტაპ­ზე მა­ინც მინ­და მი­ვი­დეთ, სა­დაც გავ­ჩერ­დით.

- ყვე­ლა ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ ტარ­დე­ბა კონ­ცერ­ტე­ბი, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მომ­ღერ­ლე­ბიც კი აღარ გვყავს და ამის მი­უ­ხე­და­ვად გაქვთ შოუ-ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის იმე­დი?

- ბევრ მომ­ღე­რალს აქვს სურ­ვი­ლი გა­მო­ცო­ცხლდეს შოუ-ბიზ­ნე­სი. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მომ­ღერ­ლე­ბი გვყავს, რო­გორც უფ­რო­სი თა­ო­ბის, ასე­ვე ახალ­გაზ­რდე­ბი, ამი­ტომ სა­ცო­და­ო­ბაა, ეს ხალ­ხი არ მუ­შა­ობ­დეს.

- სა­ხელ­მწი­ფოს­თვის კულ­ტუ­რა არაა პრი­ო­რი­ტე­ტი, ბიზ­ნეს­მე­ნე­ბიც უარს ამ­ბო­ბენ მუ­სი­კა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე და რო­გორ აა­ღორ­ძი­ნებთ შოუ-ბიზ­ნესს?

- მა­ინც გა­მო­ვა საქ­მე. თუ ბიზ­ნე­სი გა­თა­ვი­სუფ­ლდა, შე­საძ­ლოა, უარი არ თქვან და­ფი­ნან­სე­ბა­ზე და ამან მის­ცეს ბიძ­გი შოუ-ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას. მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბა აღარ არის ამა თუ იმ მომ­ღერ­ლის მი­მართ და ეს უფრო მის­ცემს შოუ-ბიზ­ნესს გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

- სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს თქვენ არ იყა­ვით პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი?

- რა თქმა უნდა, არა, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მა­მა­ჩე­მის საქ­მეს, რო­მე­ლიც 2004 წლის თე­ბერ­ვალ­ში და­ა­კა­ვეს, ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რია, რომ მე არ ვი­ყა­ვი იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში პრი­ვი­ლე­გი­რე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი. ამან კვა­ლი და­ტო­ვა ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზეც.

- გინ­დათ თქვათ, რომ ე.წ. "შავ სი­ა­ში" თქვენც იყა­ვით?

- დიახ, მხო­ლოდ სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტებ­ზე ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- თუ "შავ სი­ა­ში" იყა­ვით, რო­გორ ახერ­ხებ­და კახა ცის­კა­რი­ძე და სტე­ფა­ნე თქვენს ჩას­მას სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტებ­ში? არი­ან მომ­ღერ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იყ­ვნენ ე.წ. "შავ სი­ა­ში" და ვე­რა­ვინ ახერ­ხებ­და მათ ჩას­მას სამ­თავ­რო­ბო კონ­ცერ­ტებ­ში...

- მე ვფიქ­რობ, თვი­თონ ჩემი შო­უ­ე­ბი იყო სა­ინ­ტე­რე­სო და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვხვდე­ბო­დი სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტში. მე არ მქონ­და შე­მო­სა­ვა­ლი ჩემი საქ­მი­დან და ამი­ტო­მაც წა­ვე­დი მოს­კოვ­ში.

- წელს მღე­რით სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტზე?

- კი, მცხე­თა­ში ვმღე­რი ახა­ლი წლის კონ­ცერ­ტზე.

- სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტში ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მის შემ­დეგ მი­გიწ­ვი­ეს, სა­დაც ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თეთ, თუ მა­ნამ­დე?

- გა­და­ცე­მამ­დე გა­ცი­ლე­ბით ადრე და­მი­რე­კეს. დიდი მად­ლო­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, ჩემს მი­მართ ყუ­რა­დღე­ბა ვიგ­რძე­ნი.

- ცნო­ბი­ლია, რომ ბიზ­ნე­სით ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი, მოს­კოვ­შიც ეწე­ო­დით ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბას?

- მოს­კოვ­ში მქონ­და სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კა. მდგო­მა­რე­ო­ბა რუ­სეთ­ში ძა­ლი­ან ცუ­დად არის, ამი­ტომ დავ­ხუ­რე ჩემი წილი სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ ბიზ­ნეს­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ მაქვს არა­ნა­ი­რი ბიზ­ნე­სი, მაგ­რამ ალ­ბათ რა­ღა­ცას ხელს მოვ­კი­დებ.

- რას გვე­ტყვით თქვენს როლ­ზე ფილმში "ახალ წელს და­კარ­გუ­ლე­ბი", რო­მე­ლიც მალე გა­მოჩ­ნდე­ბა კი­ნო­თე­ატ­რებ­ში. სა­ინ­ტე­რე­სო იყო ფილმზე მუ­შა­ო­ბა?

- პირ­ვე­ლად არ ვთა­მა­შობ ფილმში. სა­ინ­ტე­რე­სო სცე­ნა­რია, კარ­გი ჩა­ნა­ფიქ­რია. არის კო­მე­დი­უ­რი ჟან­რის, მომ­ღერ­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ყვე­ლა მღე­რის. მე­ო­რედ ვთა­მა­შობ ფილმში. მი­ჭირს სა­კუ­თარ თავ­ზე სა­უ­ბა­რი. სა­ი­დუმ­ლოს გა­ვამ­ხელ, სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით დათო ხუ­ჯა­ძეს ვა­პა­ტიმ­რებ, რო­მე­ლიც რა­ბა­თის ერთ-ერთ დამ­სვე­ნე­ბელს მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევს. გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცე­სიც კარ­გი იყო.

- ცნო­ბი­ლია, რომ გეგ­მავთ საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბას. რო­დის გა­ი­მარ­თე­ბა და ვის და­ეხ­მა­რე­ბით შე­მო­სუ­ლი თან­ხით?

- სა­გა­ზა­ფხუ­ლოდ ვა­პი­რებ კონ­ცერტს. მინ­და და­ვეხ­მა­რო მო­ხუ­ცებს და ბავ­შვებს, ექი­მი ვარ და მინ­და იმ ხალ­ხს და­ვეხ­მა­რო, ვინც ავად არის და დახ­მა­რე­ბა უნდა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

აჩი მეფარიძე 7 წლის შემდეგ: რატომ შეწყვიტა ბიზნესი რუსეთში და რა ამბიციური გეგმებით ბრუნდება მომღერალი

აჩი მეფარიძე 7 წლის შემდეგ: რატომ შეწყვიტა ბიზნესი რუსეთში და რა ამბიციური გეგმებით ბრუნდება მომღერალი

მომღერალი აჩიკო მეფარიძე საქართველოში დაბრუნდა. ბოლო დროს ის სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა; ვისზეა განაწყენებული, რატომ შეწყვიტა ბიზნესსაქმიანობა რუსეთში და რის იმედზე აპირებს საქართველოში სიმღერის გაგრძელებას, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ბოლო წლებში იშვიათად ჩნდებოდით ეკრანზე, სად იყავით?

- 7 წელი ვცხოვრობდი და ვმუშაობდი მოსკოვში. ახლახან დავბრუნდი საქართველოში. იმედი მაქვს, ამიერიდან ხშირად გამოვჩნდები ჩემი კონცერტებით და ახალი სიმღერებით.

- რას აკეთებდით მოსკოვში, ბიზნესით იყავით დაკავებული თუ მღეროდით?

- რა თქმა უნდა, შემოქმედებითი გეგმები მქონდა. იქ უფრო ანაზღაურებადია ჩვენი პროფესია, ვიდრე შემოქმედებითად საინტერესო. ძირითადად კორპორატიულ ღონისძიებებზე ვმღეროდი, რომელიც ფინანსურად საინტერესოა. ახლა აირია მდგომარეობა რუსეთში, ამიტომ საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე, თან აქ დალაგდა ყველაფერი. მინდა შოუ-ბიზნესი აღორძინდეს და საკუთარი წვლილი შევიტანო ამ საქმეში. იმ ეტაპზე მაინც მინდა მივიდეთ, სადაც გავჩერდით.

- ყველა ამბობს, რომ საქართველოში აღარ ტარდება კონცერტები, პრიორიტეტული მომღერლებიც კი აღარ გვყავს და ამის მიუხედავად გაქვთ შოუ-ბიზნესის განვითარების იმედი?

- ბევრ მომღერალს აქვს სურვილი გამოცოცხლდეს შოუ-ბიზნესი. არაჩვეულებრივი მომღერლები გვყავს, როგორც უფროსი თაობის, ასევე ახალგაზრდები, ამიტომ საცოდაობაა, ეს ხალხი არ მუშაობდეს.

- სახელმწიფოსთვის კულტურა არაა პრიორიტეტი, ბიზნესმენებიც უარს ამბობენ მუსიკალური ღონისძიებების დაფინანსებაზე და როგორ ააღორძინებთ შოუ-ბიზნესს?

- მაინც გამოვა საქმე. თუ ბიზნესი გათავისუფლდა, შესაძლოა, უარი არ თქვან დაფინანსებაზე და ამან მისცეს ბიძგი შოუ-ბიზნესის განვითარებას. მიკერძოებულობა აღარ არის ამა თუ იმ მომღერლის მიმართ და ეს უფრო მისცემს შოუ-ბიზნესს განვითარების საშუალებას.

- სააკაშვილის ხელისუფლების დროს თქვენ არ იყავით პრივილეგირებული მომღერალი?

- რა თქმა უნდა, არა, თუ გავითვალისწინებთ მამაჩემის საქმეს, რომელიც 2004 წლის თებერვალში დააკავეს, ადვილი მისახვედრია, რომ მე არ ვიყავი იმ ხელისუფლების პირობებში პრივილეგირებული მომღერალი. ამან კვალი დატოვა ჩემს საქმიანობაზეც.

- გინდათ თქვათ, რომ ე.წ. "შავ სიაში" თქვენც იყავით?

- დიახ, მხოლოდ საახალწლო კონცერტებზე ვიღებდი მონაწილეობას.

- თუ "შავ სიაში" იყავით, როგორ ახერხებდა კახა ცისკარიძე და სტეფანე თქვენს ჩასმას საახალწლო კონცერტებში? არიან მომღერლები, რომლებიც იყვნენ ე.წ. "შავ სიაში" და ვერავინ ახერხებდა მათ ჩასმას სამთავრობო კონცერტებში...

- მე ვფიქრობ, თვითონ ჩემი შოუები იყო საინტერესო და აქედან გამომდინარე, ვხვდებოდი საახალწლო კონცერტში. მე არ მქონდა შემოსავალი ჩემი საქმიდან და ამიტომაც წავედი მოსკოვში.

- წელს მღერით საახალწლო კონცერტზე?

- კი, მცხეთაში ვმღერი ახალი წლის კონცერტზე.

- საახალწლო კონცერტში ინგა გრიგოლიას გადაცემის შემდეგ მიგიწვიეს, სადაც ხმაურიანი განცხადებები გააკეთეთ, თუ მანამდე?

- გადაცემამდე გაცილებით ადრე დამირეკეს. დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს, ჩემს მიმართ ყურადღება ვიგრძენი.

- ცნობილია, რომ ბიზნესით ხართ დაკავებული, მოსკოვშიც ეწეოდით ბიზნესსაქმიანობას?

- მოსკოვში მქონდა სტომატოლოგიური კლინიკა. მდგომარეობა რუსეთში ძალიან ცუდად არის, ამიტომ დავხურე ჩემი წილი სტომატოლოგიურ ბიზნესში. საქართველოში ჯერ არ მაქვს არანაირი ბიზნესი, მაგრამ ალბათ რაღაცას ხელს მოვკიდებ.

- რას გვეტყვით თქვენს როლზე ფილმში ”ახალ წელს დაკარგულები", რომელიც მალე გამოჩნდება კინოთეატრებში. საინტერესო იყო ფილმზე მუშაობა?

- პირველად არ ვთამაშობ ფილმში. საინტერესო სცენარია, კარგი ჩანაფიქრია. არის კომედიური ჟანრის, მომღერლები მონაწილეობენ. ყველა მღერის. მეორედ ვთამაშობ ფილმში. მიჭირს საკუთარ თავზე საუბარი. საიდუმლოს გავამხელ, სიუჟეტის მიხედვით დათო ხუჯაძეს ვაპატიმრებ, რომელიც რაბათის ერთ-ერთ დამსვენებელს მოსვენებას არ აძლევს. გადაღებების პროცესიც კარგი იყო.

- ცნობილია, რომ გეგმავთ საქველმოქმედო კონცერტის ჩატარებას. როდის გაიმართება და ვის დაეხმარებით შემოსული თანხით?

- საგაზაფხულოდ ვაპირებ კონცერტს. მინდა დავეხმარო მოხუცებს და ბავშვებს, ექიმი ვარ და მინდა იმ ხალხს დავეხმარო, ვინც ავად არის და დახმარება უნდა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება