პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდება? - მთავარი პროკურორის პირველი ინტერვიუ
სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდება? - მთავარი პროკურორის პირველი ინტერვიუ

სა­ზო­გა­დო­ე­ბას მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ბევ­რი კი­თხვა და­უგ­როვ­და - და­წყე­ბუ­ლი "კა­ბე­ლე­ბის საქ­მით" და დამ­თავ­რე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი­სა თუ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბით. მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი გი­ორ­გი ბა­დაშ­ვი­ლი ინ­ტერ­ვი­უ­ზე დაგ­ვთან­ხმდა, თუმ­ცა, ჩვენ­თვის გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო არ­ჩია, ჟურ­ნა­ლის­ტთან პი­რის­პირ შეხ­ვედ­რის ნაც­ვლად კი­თხვებ­ზე წე­რი­ლო­ბი­თი პა­სუ­ხი გა­ე­ცა (რის შე­დე­გა­დაც ჩვენ არ მოგ­ვე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ყვე­ლა სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კითხს ჩავღრმა­ვე­ბო­დით. - რედ.). "კვი­რის პა­ლიტ­რამ" მი­ა­წო­და მთა­ვარ პრო­კუ­რორს კი­თხვე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა პრობ­ლე­მა­ტურ სა­კითხს, გახ­მა­უ­რე­ბულ თუ სკან­და­ლურ საქ­მე­ებს მო­ი­ცავ­და. წე­რი­ლო­ბი­თი პა­სუ­ხე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა ძა­ლი­ან ბევრ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მე­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მის­გან თავი შე­ი­კა­ვა. რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გვი­თხრეს, ამის მი­ზე­ზი გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი ყო­ფი­ლა.…

გი­ორ­გი ბა­დაშ­ვი­ლი, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი: - ნა­თე­ლია, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­თხოვ­ნა და მო­ლო­დი­ნი მა­ღა­ლია. ჩვენ ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ვი­წია, შეგ­ვე­მუ­შა­ვე­ბი­ნა რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ი­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მის მი­ხედ­ვით, გა­მოვ­ყა­ვით უწყე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი:

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა და სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა. ასე­ვე, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი დაც­ვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­თა შერ­ჩე­ვის წე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გაზ­რდა და პრო­კუ­რა­ტუ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი მო­დერ­ნი­ზა­ცია, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბი­სა და და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის პრო­ცეს­ში პრო­კუ­რა­ტუ­რის რო­ლის გაზ­რდა. სხვა­თა შო­რის, მიმ­დი­ნა­რე წელს პრო­კუ­რა­ტუ­რა აქ­ტი­უ­რად იყე­ნებ­და სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მე­ქა­ნიზ­მებს. არა­ერ­თი ბრალ­დე­ბუ­ლი გა­ნე­რი­და სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, სას­ჯელ­სა და ნა­სა­მარ­თლო­ბას. შე­იც­ვა­ლა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის დროს ჯა­რი­მის გა­დახ­დას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კა - აღარ არის ჯა­რი­მად არა­გო­ნივ­რუ­ლი ოდე­ნო­ბის თან­ხე­ბის, ათი და ასი­ა­თა­სო­ბით ლა­რის შე­ფარ­დე­ბა, რა­საც მოჰ­ყვე­ბო­და ბიზ­ნე­სი­სა თუ კერ­ძო სა­კუთ­რე­ბის დათ­მო­ბა თუ სხვაგ­ვა­რი მან­კი­ე­რი შე­დე­გე­ბი; დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან. გა­ტარ­და ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი წა­მე­ბი­სა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის, ასე­ვე, ტრე­ფი­კინ­გის ფაქ­ტებ­ზე ეფექ­ტუ­რი სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად; მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყეთ "პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვა­ზე.…

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნო, ხში­რად იყო ლა­პა­რა­კი კონ­კრე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის თა­ო­ბა­ზე, რომ პრო­კუ­რო­რე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის და­სა­ბუ­თე­ბუ­ლო­ბა­ში ხარ­ვე­ზე­ბი იყო და ეს გა­მოწ­ვე­ვაც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ იქნა. ჩვენს გვსურს, გა­ვი­გოთ, სად არ­სე­ბობს პრობ­ლე­ბა, რათა ის აღ­მოვ­ფხვრათ. ამ მხრივ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ვა­ტა­რეთ. ჩვე­ნი ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია: სის­ტე­მის ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია სის­ტე­მის კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ამ მიზ­ნით 2014 წელს პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მო­ცხად­და სტა­ჟი­რე­ბის კონ­კურ­სი, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და 1700-ზე მეტი პირი. ეს იყო უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბა ბოლო 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­მე­ტა­პი­ა­ნი კონ­კურ­სის შე­დე­გად შე­ირ­ჩა სტა­ჟი­ო­რო­ბის 60-მდე კან­დი­და­ტი, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბას და­ი­წყე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რის სხვა­დას­ხვა სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­ულ­ში და ერ­თწ­ლი­ა­ნი სტა­ჟი­რე­ბის წარ­მა­ტე­ბით გავ­ლის შემ­თხვე­ვა­ში, პრო­კუ­რო­რე­ბად და­ი­ნიშ­ნე­ბი­ან.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდება? - მთავარი პროკურორის პირველი ინტერვიუ

სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდება? - მთავარი პროკურორის პირველი ინტერვიუ

საზოგადოებას მთავარ პროკურატურასთან ბევრი კითხვა დაუგროვდა - დაწყებული "კაბელების საქმით" და დამთავრებული ყოფილი პრეზიდენტისა თუ მაღალჩინოსნებისთვის წაყენებული ბრალდებებით. მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი ინტერვიუზე დაგვთანხმდა, თუმცა, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო არჩია, ჟურნალისტთან პირისპირ შეხვედრის ნაცვლად კითხვებზე წერილობითი პასუხი გაეცა (რის შედეგადაც ჩვენ არ მოგვეცა საშუალება, ყველა საჭირბოროტო საკითხს ჩავღრმავებოდით. - რედ.). "კვირის პალიტრამ" მიაწოდა მთავარ პროკურორს კითხვები, რომლებიც ყველა პრობლემატურ საკითხს, გახმაურებულ თუ სკანდალურ საქმეებს მოიცავდა. წერილობითი პასუხების მიღების შემდეგ გაირკვა, რომ მთავარმა პროკურორმა ძალიან ბევრ გახმაურებულ საქმეზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა. როგორც პროკურატურაში გვითხრეს, ამის მიზეზი გამოძიების ინტერესები ყოფილა.…

გიორგი ბადაშვილი, მთავარი პროკურორი: - ნათელია, რომ პროკურატურის მუშაობასთან დაკავშირებული საზოგადოების მოთხოვნა და მოლოდინი მაღალია. ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოგვიწია, შეგვემუშავებინა რადიკალურად განსხვავებული სამოქმედო გეგმა. პროკურატურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიხედვით, გამოვყავით უწყების საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები:

დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ეფექტიანი გამოძიების ჩატარება და სისხლისსამართლებრივი დევნა. ასევე, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაცვის უზრუნველყოფა, პროკურატურის თანამშრომელთა შერჩევის წესის გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდა და პროკურატურის სტრუქტურული მოდერნიზაცია, საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და დანაშაულის პრევენციის პროცესში პროკურატურის როლის გაზრდა. სხვათა შორის, მიმდინარე წელს პროკურატურა აქტიურად იყენებდა სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიულ მექანიზმებს. არაერთი ბრალდებული განერიდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასჯელსა და ნასამართლობას. შეიცვალა სისხლის სამართლის საქმეში საპროცესო შეთანხმების დროს ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებული პოლიტიკა - აღარ არის ჯარიმად არაგონივრული ოდენობის თანხების, ათი და ასიათასობით ლარის შეფარდება, რასაც მოჰყვებოდა ბიზნესისა თუ კერძო საკუთრების დათმობა თუ სხვაგვარი მანკიერი შედეგები; დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურა მჭიდროდ თანამშრომლობს ადამიანის უფლებადამცველ ორგანიზაციებთან. გატარდა ღონისძიებები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე, ტრეფიკინგის ფაქტებზე ეფექტური სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად; მუშაობა დავიწყეთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისი სტანდარტების დანერგვაზე.…

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ხშირად იყო ლაპარაკი კონკრეტული პრობლემების თაობაზე, რომ პროკურორების შუამდგომლობის დასაბუთებულობაში ხარვეზები იყო და ეს გამოწვევაც იდენტიფიცირებულ იქნა. ჩვენს გვსურს, გავიგოთ, სად არსებობს პრობლება, რათა ის აღმოვფხვრათ. ამ მხრივ ფართომასშტაბიანი სამუშაოები ჩავატარეთ. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია: სისტემის ეფექტურად მუშაობისათვის აუცილებელია სისტემის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა. ამ მიზნით 2014 წელს პროკურატურაში გამოცხადდა სტაჟირების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობდა 1700-ზე მეტი პირი. ეს იყო უპრეცედენტო რაოდენობა ბოლო 7 წლის განმავლობაში. სამეტაპიანი კონკურსის შედეგად შეირჩა სტაჟიორობის 60-მდე კანდიდატი, რომლებიც მუშაობას დაიწყებენ პროკურატურის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში და ერთწლიანი სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, პროკურორებად დაინიშნებიან.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა