მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალექსი პეტრიაშვილი - თავდაცვის მაღალჩინოსნები ოპერაციის "მძევლების აყვანა" ფარგლებში დააკავეს
ალექსი პეტრიაშვილი - თავდაცვის მაღალჩინოსნები ოპერაციის "მძევლების აყვანა" ფარგლებში დააკავეს

"თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და­გეგ­მი­ლი ოპე­რა­ცი­ის "მძევ­ლე­ბის აყ­ვა­ნა" ფარ­გლებ­ში და­ა­კა­ვეს. ოპე­რა­ცია კი, პეტ­რი­აშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას და­შან­ტა­ჟე­ბის მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და და ად­გი­ლი ჰქონ­და მის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მარ­თულ პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლას. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა პეტ­რი­აშ­ვილ­მა "იმე­დის კვი­რა­ში" გა­ა­კე­თა.

მი­სი­ვე თქმით, არას­წო­რია ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა იმის თა­ო­ბა­ზე, თით­ქოს კომ­პა­ნია "დელ­ტა­კო­მი" შსს-ს მომ­სა­ხუ­რე­ბას უფა­სოდ უწევს. პეტ­რი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ "დელ­ტა­კო­მის" საქ­მი­ა­ნო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია, რად­გან მისი მეშ­ვე­ო­ბით ად­გი­ლი ჰქონ­და სქე­მას, რაც მიზ­ნად ალა­სა­ნი­ას ჩა­მო­შო­რე­ბას ისა­ხავ­და.

"დელ­ტა­კო­მი" არის კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი იყო ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან და იმ­დრო­ინ­დელ ოპე­რა­ტი­ულ-ტექ­ნი­კურ სამ­სა­ხურ­თან, მოს­მე­ნებ­თან და მთელ იმ უბე­დუ­რე­ბას­თან, რაც იყო. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პა­ნია "დელ­ტა­კო­მი" გა­ყურ­სუ­ლი, გატ­რუ­ნუ­ლი იყო. რო­გორც ჩანს, შემ­დგომ უკვე "დელ­ტა­კომ­მაც" აღ­მო­ა­ჩი­ნა შსს-ში მა­ღა­ლი რან­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი, რო­მელ­თა ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით და მფარ­ვე­ლო­ბი­თაც ეს სქე­მა და­ი­გეგ­მა. და­ი­მახ­სოვ­რეთ გვა­რი კო­ტა­რია, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის დროს "ოტოს" უფ­რო­სი იყო. კომ­პა­ნი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ახალ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან ჰქონ­და ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ის, რა­საც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­უბ­რობ­და... ალ­ბათ არ იყო სრუ­ლად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობ­და, რომ კომ­პა­ნია უფა­სოდ ემ­სა­ხუ­რე­ბო­და შსს-ს. ად­ვო­კა­ტებ­მა მო­ი­თხო­ვეს მა­სა­ლა შს სა­მი­ნის­ტრო­დან, თუ რას უხ­დი­და მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში "დელ­ტა­კო­მს" 2014 წელს. ეს არის ასე­უ­ლო­ბით ათა­სი ლარი. 2013 წლამ­დე მარ­თლაც იყო მი­ზე­რულ, სიმ­ბო­ლურ თან­ხა­ზე სა­უ­ბა­რი. ახლა რო­გორც ვიცი, ასო­ბით ათა­სო­ბით ლა­რია თვე­ში. შსს-ში ამ კომ­პა­ნი­ას კონ­კრე­ტულ მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი აქვს კონ­კრე­ტუ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა ყო­ველ­თვი­უ­რად. და­დოს სა­მი­ნის­ტრომ ინ­ფორ­მა­ცია", - გა­ნა­ცხა­და პეტ­რი­აშ­ვილ­მა. მი­სი­ვე თქმით, "დელ­ტა­კო­მს" არ ჰქონ­და პი­რო­ბე­ბი, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს "სილ­ქნეტ­მა" შეს­თა­ვა­ზა, იყო უფრო ძვი­რი­ა­ნი პი­რო­ბე­ბი.

"დელ­ტა­კო­მს ჰქონ­და სა­ჩი­ვა­რი, მი­ვიდ­ნენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და და­ა­კა­ვეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ მათ და­ე­დოთ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას­თვის ხელი. ახლა არის ოდი­ო­ზუ­რი ვი­თა­რე­ბა, რად­გან ის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტი­კო­სი და რე­ი­ტინ­გის მქო­ნე არის გა­რეთ და პრო­კუ­რა­ტუ­რა არის ჩიხ­ში. პრო­კუ­რა­ტუ­ი­რას მო­უ­წევს თა­ვე­ბის და­დე­ბა. ამის რე­ფორ­მებ­ში გაბ­ლან­დვა არ გა­მო­ვა", - გა­ნა­ცხა­და პეტ­რი­აშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს საქ­მე­ზე მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის "თა­ვის და­დე­ბას" არ გა­მო­რი­ცხავს. პეტ­რი­აშ­ვილ­მა გა­და­ცე­მა "იმე­დის კვი­რა­ში" ისიც გა­ნა­ცხა­და, რომ კომ­პა­ნია "დელ­ტა­კომ­თან" შს მი­ნისტრს ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძეს საქ­მე არა აქვს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ალექსი პეტრიაშვილი - თავდაცვის მაღალჩინოსნები ოპერაციის "მძევლების აყვანა" ფარგლებში დააკავეს

ალექსი პეტრიაშვილი - თავდაცვის მაღალჩინოსნები ოპერაციის "მძევლების აყვანა" ფარგლებში დააკავეს

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დაგეგმილი ოპერაციის "მძევლების აყვანა" ფარგლებში დააკავეს. ოპერაცია კი, პეტრიაშვილის შეფასებით, ირაკლი ალასანიას დაშანტაჟების მიზანს ემსახურებოდა და ადგილი ჰქონდა მის წინააღმდეგ წარმართულ პოლიტიკურ ბრძოლას. აღნიშნული განცხადება პეტრიაშვილმა "იმედის კვირაში" გააკეთა.

მისივე თქმით, არასწორია ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, თითქოს კომპანია "დელტაკომი" შსს-ს მომსახურებას უფასოდ უწევს. პეტრიაშვილი ამბობს, რომ "დელტაკომის" საქმიანობა აუცილებლად გამოსაძიებელია, რადგან მისი მეშვეობით ადგილი ჰქონდა სქემას, რაც მიზნად ალასანიას ჩამოშორებას ისახავდა.

"დელტაკომი" არის კომპანია, რომელიც გაიგივებული იყო ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და იმდროინდელ ოპერატიულ-ტექნიკურ სამსახურთან, მოსმენებთან და მთელ იმ უბედურებასთან, რაც იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კომპანია "დელტაკომი" გაყურსული, გატრუნული იყო. როგორც ჩანს, შემდგომ უკვე "დელტაკომმაც" აღმოაჩინა შსს-ში მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირები, რომელთა ზედამხედველობით და მფარველობითაც ეს სქემა დაიგეგმა. დაიმახსოვრეთ გვარი კოტარია, რომელიც კომპანიის ხელმძღვანელი იყო, ვანო მერაბიშვილის დროს "ოტოს" უფროსი იყო. კომპანიას შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობასთან ჰქონდა ძალიან სერიოზული ურთიერთობები. ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი საუბრობდა... ალბათ არ იყო სრულად ინფორმირებული. ივანიშვილი ამბობდა, რომ კომპანია უფასოდ ემსახურებოდა შსს-ს. ადვოკატებმა მოითხოვეს მასალა შს სამინისტროდან, თუ რას უხდიდა მომსახურებაში "დელტაკომს" 2014 წელს. ეს არის ასეულობით ათასი ლარი. 2013 წლამდე მართლაც იყო მიზერულ, სიმბოლურ თანხაზე საუბარი. ახლა როგორც ვიცი, ასობით ათასობით ლარია თვეში. შსს-ში ამ კომპანიას კონკრეტულ მომსახურებაში მიღებული აქვს კონკრეტული ანაზღაურება ყოველთვიურად. დადოს სამინისტრომ ინფორმაცია", - განაცხადა პეტრიაშვილმა. მისივე თქმით, "დელტაკომს" არ ჰქონდა პირობები, რომელიც თავდაცვის სამინისტროს "სილქნეტმა" შესთავაზა, იყო უფრო ძვირიანი პირობები.

"დელტაკომს ჰქონდა საჩივარი, მივიდნენ პროკურატურაში და დააკავეს ადამიანები, რომ მათ დაედოთ ირაკლი ალასანიასთვის ხელი. ახლა არის ოდიოზური ვითარება, რადგან ის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი და რეიტინგის მქონე არის გარეთ და პროკურატურა არის ჩიხში. პროკურატუირას მოუწევს თავების დადება. ამის რეფორმებში გაბლანდვა არ გამოვა", - განაცხადა პეტრიაშვილმა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს საქმეზე მთავარი პროკურორის "თავის დადებას" არ გამორიცხავს. პეტრიაშვილმა გადაცემა "იმედის კვირაში" ისიც განაცხადა, რომ კომპანია "დელტაკომთან" შს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს საქმე არა აქვს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა