სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავარი პროკურორი - გირგვლიანის საქმეზე საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღდგენა გართულებულია
მთავარი პროკურორი - გირგვლიანის საქმეზე საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღდგენა გართულებულია

გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე ნამ­დვი­ლად გარ­თუ­ლე­ბუ­ლია საქ­მის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის აღ­დგე­ნა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი ბა­დაშ­ვილ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად სპობ­დნენ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის კვალს.

"გა­მო­ძი­ე­ბა ჩიხ­ში არ შე­სუ­ლა. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ექ­ვსი წლის შემ­დეგ გა­ნახ­ლდა და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად სპობ­დნენ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის კვალს და აყალ­ბებ­დნენ თუ ანად­გუ­რებ­დნენ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს, ნამ­დვი­ლად გარ­თუ­ლე­ბუ­ლია საქ­მის ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბის აღ­დგე­ნა და შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბა. ამას თან ერ­თვის ისიც, რომ საქ­მის მთა­ვა­რი მოქ­მე­დი პი­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იმ­ყო­ფე­ბი­ან, ისი­ნი თავს არი­დე­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და ბა­დაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად მის მიერ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა, გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში არის სი­ახ­ლე­ე­ბიც.

"გა­მო­ძი­ე­ბა თან­მიმ­დევ­რუ­ლად და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად იკ­ვლევს საქ­მის ფაქ­ტობ­რივ გა­რე­მო­ე­ბებს, რათა აღარ დარ­ჩეს არც ერთი პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვა და ამ სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი არც ერთი პირი არ დარ­ჩეს და­უს­ჯე­ლი, რისი მა­გა­ლი­თი­ცაა მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და ახა­ლა­ი­ას­თვის გა­მო­ტა­ნი­ლი გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნიც", - აღ­ნიშ­ნა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა.

იხი­ლეთ ბმუ­ლი: სა­ა­კაშ­ვილ­ზე წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნა გა­მო­ცხად­დე­ბა? - მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

მთავარი პროკურორი - გირგვლიანის საქმეზე საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღდგენა გართულებულია

მთავარი პროკურორი - გირგვლიანის საქმეზე საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღდგენა გართულებულია

გირგვლიანის საქმეზე ნამდვილად გართულებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღდგენა, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები მიზანმიმართულად სპობდნენ ჩადენილი დანაშაულის კვალს.

"გამოძიება ჩიხში არ შესულა. იმის გათვალისწინებით, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოძიება ექვსი წლის შემდეგ განახლდა და ამ ხნის განმავლობაში მიზანმიმართულად სპობდნენ ჩადენილი დანაშაულის კვალს და აყალბებდნენ თუ ანადგურებდნენ მტკიცებულებებს, ნამდვილად გართულებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების აღდგენა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება. ამას თან ერთვის ისიც, რომ საქმის მთავარი მოქმედი პირები საქართველოში არ იმყოფებიან, ისინი თავს არიდებენ გამოძიებასთან თანამშრომლობას", - განაცხადა ბადაშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად მის მიერ დასახელებული პრობლემებისა, გამოძიების პროცესში არის სიახლეებიც.

"გამოძიება თანმიმდევრულად და საფუძვლიანად იკვლევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რათა აღარ დარჩეს არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა და ამ საზარელი დანაშაულის ჩამდენი არც ერთი პირი არ დარჩეს დაუსჯელი, რისი მაგალითიცაა მერაბიშვილისა და ახალაიასთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენიც", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.

იხილეთ ბმული: სააკაშვილზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდება? - მთავარი პროკურორის პირველი ინტერვიუ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ