მალაიზიური ავიალაინერის, Air Asia QZ8501-ის ძებნა გამთენიისას განახლდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს. ინდონეზიის ხელისუფლების განცხადებით, სავარაუდოდ თვითმფრინავი ზღვის ფსკერზე უნდა იყოს. თუმცა, ამ დროისთვის რაიმე კონკრეტული ნიშნები არ არსებობს."ეს წინასწარი ეჭვია, რომელიც შეიძლება ჩვენი ძიების შედეგების შედეგად შეიცვალოს", - განაცხადა საძიებო ოპერაციის ხელმძღვანელმა ბამბანგა სოელისტიომ.
Air Asia-ს კუთვნილი აერობუსი A320-200 კვირას დილით, აეროპორტ "სურაბიადან" აფრენიდან 42 წუთის შემდეგ გაუჩინარდა. თვითმფრინავში 162 ადამიანი იმყოფებოდა."ბიბისის" ცნობით, თვითმფრინავის ძებნაში ჩართულია რამდენიმე ქვეყანა, 12 ხომალდი, ხუთი თვითმფრინავი, სამი ვერტმფრენი და რამდენიმე სამხედრო ხომალდი.