პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ინტერპრესნიუსის" და რადიო "პალიტრის" ჟურნალისტი ხათუნა გაგნიძე შსს-ს კონკურსის გამარჯვებული გახდა
"ინტერპრესნიუსის" და რადიო "პალიტრის" ჟურნალისტი ხათუნა გაგნიძე შსს-ს კონკურსის გამარჯვებული გახდა

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძემ ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­ა­ჯილ­დო­ვა. ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" და რა­დიო "პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლის­ტი ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძე გახ­და.

მი­ნის­ტრმა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს მად­ლო­ბის სი­გე­ლე­ბი და­უ­რი­გა, შსს-სგან და გა­ე­რო-ს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცია "UN WOMAN"-ის­გან სა­ჩუქ­რად ნო­უთ­ბუ­ქე­ბი გა­დას­ცა და გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მოვ­ლინ­დნენ: სა­უ­კე­თე­სო ტე­ლე­სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რი "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ლო­მე ქო­ქი­აშ­ვი­ლი გახ­და; სა­უ­კე­თე­სო სტა­ტი­ის ავ­ტო­რად ჟურ­ნა­ლის­ტი თა­მუ­ნა ლეფსვე­რი­ძე და­სა­ხელ­და; სა­უ­კე­თე­სო რა­დი­ო­სი­უ­ჟე­ტის­თვის პრი­ზი რა­დიო "პა­ლიტ­რის" ჟურ­ნა­ლისტ ხა­თუ­ნა გაგ­ნი­ძეს გა­და­ე­ცა.

ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნი­ის მხარ­და­ჭე­რის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" თოქ-შოუ "რე­აქ­ცი­ის" წამ­ყვან ინგა გრი­გო­ლი­ას, "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" გა­და­ცე­მა "პირ­ვე­ლი სტუ­დი­ის" წამ­ყვან ეკა მიშ­ვე­ლა­ძეს და ტე­ლე­კომ­პა­ნია "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" გა­და­ცე­მა "სა­მო­თხის ვაშ­ლე­ბის" წამ­ყვან ნინო ზა­უ­ტაშ­ვილს გა­და­ე­ცათ. კონ­კურ­სის ჟი­უ­რის რჩე­უ­ლე­ბი გახ­დნენ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჟურ­ნა­ლის­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბის ორი ჯგუ­ფი კონ­კურ­სის­თვის შექ­მნი­ლი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის­თვის: "ნუ შე­ნიღ­ბავ ძა­ლა­დო­ბას!" და "სო­ლი­და­რო­ბა დაგ­ვი­ცავს ჩვენ!".

ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი შე­ა­ფა­სა სპე­ცი­ა­ლურ­მა ჟი­უ­რიმ, რომ­ლის წევ­რე­ბი არი­ან: შსს-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, შსს-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის პრო­ექ­ტე­ბის მარ­თვის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი მაკა ფე­რა­ძე, შსს-ს აკა­დე­მი­ის პრო­ფე­სი­უ­ლი მომ­ზა­დე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ფა­კულ­ტე­ტის უფ­რო­სი ნო­დარ სა­ა­კაშ­ვი­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ძა­ლა­დო­ბის­გან დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ქსე­ლის" თავ­მჯდო­მა­რე ნატო შავ­ლა­ყა­ძე, გა­ე­რო-ს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გვან­ცა ასა­თი­ა­ნი, ფსი­ქო­ლო­გი თეა გო­გო­ტიშ­ვი­ლი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ირაკ­ლი ჩიხ­ლა­ძე.

მი­ნის­ტრმა ასე­ვე და­ა­ჯილ­დო­ვა კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც "ფე­ის­ბუქ­ზე" ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით გა­მოვ­ლინ­დნენ. სა­უ­კე­თე­სო ფო­ტოს ავ­ტო­რი ალე­კო აბა­ლა­კი გახ­და, სა­უ­კე­თე­სო დი­ზა­ი­ნის ავ­ტო­რად ანა მა­ჭა­რაშ­ვი­ლი და­სა­ხელ­და, სა­უ­კე­თე­სო სლო­გა­ნის ავ­ტო­რი კი ანა ყვა­ვა­ძე გახ­და. კონ­კურ­სის ჟი­უ­რის სიმ­პა­თია და­იმ­სა­ხუ­რეს სლო­გა­ნის ავ­ტორ­მა თა­მარ ტვილ­დი­ან­მა და ფო­ტოს ავ­ტორ­მა თი­ნა­თინ მა­ხა­თა­ძემ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რით ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სო­ცი­ა­ლუ­რი კამ­პა­ნია - "არა ძა­ლა­დო­ბას!" 25 ნო­ემ­ბერს და­ი­წყო.

"ინტერპრესნიუსის" და რადიო "პალიტრის" ჟურნალისტი ხათუნა გაგნიძე შსს-ს კონკურსის გამარჯვებული გახდა

"ინტერპრესნიუსის" და რადიო "პალიტრის" ჟურნალისტი ხათუნა გაგნიძე შსს-ს კონკურსის გამარჯვებული გახდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული ჟურნალისტები და მოქალაქეები დააჯილდოვა. ერთ-ერთი გამარჯვებული "ინტერპრესნიუსის" და რადიო "პალიტრის" ჟურნალისტი ხათუნა გაგნიძე გახდა.

მინისტრმა გამარჯვებულებს მადლობის სიგელები დაურიგა, შსს-სგან და გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია "UN WOMAN"-ისგან საჩუქრად ნოუთბუქები გადასცა და გამარჯვება მიულოცა. გამარჯვებული ჟურნალისტები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ: საუკეთესო ტელესიუჟეტის ავტორი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი გახდა; საუკეთესო სტატიის ავტორად ჟურნალისტი თამუნა ლეფსვერიძე დასახელდა; საუკეთესო რადიოსიუჟეტისთვის პრიზი რადიო "პალიტრის" ჟურნალისტ ხათუნა გაგნიძეს გადაეცა.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის მხარდაჭერისთვის სპეციალური პრიზი ტელეკომპანია "იმედის" თოქ-შოუ "რეაქციის" წამყვან ინგა გრიგოლიას, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა "პირველი სტუდიის" წამყვან ეკა მიშველაძეს და ტელეკომპანია "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემა "სამოთხის ვაშლების" წამყვან ნინო ზაუტაშვილს გადაეცათ. კონკურსის ჟიურის რჩეულები გახდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების ორი ჯგუფი კონკურსისთვის შექმნილი ვიდეორგოლებისთვის: "ნუ შენიღბავ ძალადობას!" და "სოლიდარობა დაგვიცავს ჩვენ!".

ჟურნალისტური ნამუშევრები შეაფასა სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის წევრები არიან: შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსი მაკა ფერაძე, შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის" თავმჯდომარე ნატო შავლაყაძე, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი გვანცა ასათიანი, ფსიქოლოგი თეა გოგოტიშვილი, ტელეწამყვანი ირაკლი ჩიხლაძე.

მინისტრმა ასევე დააჯილდოვა კონკურსში გამარჯვებული მოქალაქეები, რომლებიც "ფეისბუქზე" ხმების რაოდენობით გამოვლინდნენ. საუკეთესო ფოტოს ავტორი ალეკო აბალაკი გახდა, საუკეთესო დიზაინის ავტორად ანა მაჭარაშვილი დასახელდა, საუკეთესო სლოგანის ავტორი კი ანა ყვავაძე გახდა. კონკურსის ჟიურის სიმპათია დაიმსახურეს სლოგანის ავტორმა თამარ ტვილდიანმა და ფოტოს ავტორმა თინათინ მახათაძემ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია - "არა ძალადობას!" 25 ნოემბერს დაიწყო.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები