სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პანკისის ხეობაში პირველი კლასიდან ბავშვებს უკვე ჰიჯაბი ახურავთ - ინტერვიუ პედაგოგთან
პანკისის ხეობაში პირველი კლასიდან ბავშვებს უკვე ჰიჯაბი ახურავთ - ინტერვიუ პედაგოგთან

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ეთ­ნი­კუ­რი ქის­ტე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე, პან­კი­სი­დან ახალ­გაზ­რდე­ბის სი­რი­ა­ში სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, სო­ფელ ბირ­კი­ა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი მზია ბე­ქა­უ­რი კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრთან სა­უბ­რობს.

"ერთ-ერთი ბა­რი­ე­რი, რო­მე­ლიც პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ხელს უშ­ლის ეთ­ნი­კუ­რი ქის­ტე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ას, ეს არის ვა­ჰა­ბიზ­მი. მე არ ვიცი ვა­ჰა­ბი­ტე­ბი რას ქა­და­გე­ბენ, მე ვიცი რამ­დე­ნად ამუხ­რუ­ჭებს ეს ყვე­ლა­ფე­რი სკო­ლა­ში ბავ­შვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. მა­გა­ლი­თად, მათ ეკ­რძა­ლე­ბათ გარ­კვე­უ­ლი საგ­ნე­ბის, ცხო­ვე­ლე­ბის, ფრინ­ვე­ლე­ბის, ადა­მი­ა­ნე­ბის ხატ­ვა. რო­გორც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, ცეკ­ვაც არ შე­იძ­ლე­ბა.

სკო­ლა­ში ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე ხელი გვეშ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, სა­ა­ხალ­წლოდ ასე­თი ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ისე­თი ძმე­ბის დები არი­ან ან ისე­თი მა­მის შვი­ლე­ბი, ვინც ვა­ჰა­ბიზმს მის­დევს, ჩავ­თვა­ლოთ რომ არ არ­სე­ბო­ბენ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის. რომ ჰკი­თხო, არა­ვინ არა­ვის არ აი­ძუ­ლებს. არ­ცერ­თი ბავ­შვი არ იტყვის იმას, რომ მე მა­ი­ძუ­ლე­ბენ ან მა­ვა­ლე­ბენ. სა­კუ­თა­რი ნე­ბით ვა­კე­თებ­თო, მაგ­რამ მე ყო­ველ­დღი­უ­რად მაქვს ამ ბავ­შვებ­თან შე­ხე­ბა. უნ­დათ იმ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა და არა­ფერს ამ­ბო­ბენ. აინ­ტე­რე­სებთ, მაგ­რამ ვერ ჩა­ერ­თვე­ბი­ან, მე ამას ვა­ტყობ", - ამ­ბობს პე­და­გო­გი.

- რამ გა­მო­იწ­ვია ხე­ო­ბა­ში ვა­ჰა­ბიზ­მის მომძლავ­რე­ბა?

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, როცა შე­მო­ვიდ­ნენ ლტოლ­ვი­ლე­ბი ჩეჩ­ნე­თი­დან, ამათ მოჰ­ყვა, აქ დახ­ვდათ თუ რა­ღაც­ნა­ი­რად აღ­მო­ცენ­და, გან­ვი­თარ­და. იმ პე­რი­ოდ­ში რამ­დე­ნი­მე წელი იყო და­ცე­მის, გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბის, სიბ­ნე­ლის, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით უშუ­ქო­ბის ხანა, სა­დაც არც სწავ­ლობ­დნენ. ამ ნი­ა­დაგ­ზე ძა­ლი­ან ად­ვი­ლად აღ­მო­ცენ­და მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­გო­რიც არის ვა­ჰა­ბიზ­მი, ძა­ლი­ან გა­იდ­გა ფეს­ვე­ბი და გავ­რცელ­და. გან­გა­ში უნდა იყოს, ზა­რებს უნდა ვრე­კავ­დეთ, მაგ­რამ არ ვი­ცით, რა გზით.

- რა უნდა გა­ა­კე­თოს სა­ხელ­მწი­ფომ ეთ­ნი­კუ­რი ქის­ტე­ბის სი­რი­ა­ში გა­დი­ნე­ბა რომ შე­წყდეს და აქ და­მაგრდნენ?

- ბევ­რი კი მი­ფიქ­რია, ვი­ტყო­დი რომ და­ა­საქ­მოს ახალ­გაზ­რდო­ბა, მაგ­რამ მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი. მა­ინ­ცდა­მა­ინც პან­კის­ში რომ აი­ღოს და და­ა­საქ­მოს, ან რა­ნა­ი­რად მო­ა­ხერ­ხოს ეს, არ ვიცი. მა­ინც მგო­ნია, რომ გა­ნათ­ლე­ბის დონე უნდა იყოს მა­ღა­ლი.

მა­გა­ლი­თად, სკო­ლა­ში თუ ის­წავ­ლე­ბა ისე­თი სა­გა­ნი, რო­გო­რიც არის სპორ­ტი, ასე­თი ფორ­მა, რაც ბავ­შვებს აც­ვი­ათ, სრუ­ლი­ად გა­მო­უ­სა­დე­გა­რია. ჰი­ჯა­ბი და გრძე­ლი კაბა - ასე­თი ფორ­მით წარ­მო­იდ­გი­ნეთ ფი­ზკულ­ტუ­რის გაკ­ვე­თილ­ზე ბავ­შვე­ბი. არ­ცერთ ბავ­შვს ფი­ზკულ­ტუ­რა­ზე ფი­ზკულ­ტუ­რის ფორ­მა არ აც­ვია. ცოტა მსუ­ბუ­ქად, რომ ან გა­დახ­ტეს, ან გა­იქ­ცეს, ან ვი­ღა­ცას შე­ე­ჯიბ­როს, ან ბურ­თი აი­ღოს. მოხ­ვე­უ­ლი თავ­საფ­რე­ბით, გრძე­ლი კა­ბე­ბით, ფეხი ფეხ­ზე ეხ­ლარ­თე­ბათ... რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ნა­ი­რი სწავ­ლე­ბაა ეს სპორ­ტის?

-რო­მე­ლი კლა­სი­დან და­დი­ან ბავ­შვე­ბი სკო­ლებ­ში ჰი­ჯა­ბით?

- პირ­ვე­ლი კლა­სი­დან ში­გა­და­შიგ ბავ­შვებს უკვე ახუ­რავთ, რად­გან ალ­ბათ მშობ­ლე­ბი ჰყავთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის. მშობ­ლებ­საც აც­ვი­ათ ასე. ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰი­ჯა­ბით და­დი­ან, სწავ­ლის ინ­ტე­რესს სა­ერ­თოდ კარ­გა­ვენ. რო­გორც ონ­კა­ნი გა­და­კე­ტო, ასე იკე­ტე­ბი­ან. ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­დი­ოდ­ნენ მეშ­ვი­დე, მერ­ვე, მე­ცხრე კლა­სამ­დე ნორ­მა­ლუ­რი, მა­ღა­ლი ნიშ­ნე­ბით, ამ დროს, როცა მო­დი­ან ასე ჩაც­მუ­ლე­ბი მათ სწავ­ლის ინ­ტე­რე­სი აღარ აქვთ. მერე უკვე იცხრი­ლე­ბი­ან სკო­ლი­დან. წარ­მო­იდ­გი­ნეთ მე­ცხრე, მე­ა­თე, მე­თერ­თმე­ტე კლას­ში წყვე­ტენ სწავ­ლას. არ ამ­ბო­ბენ, რომ სწავ­ლა აღარ უნ­დათ, არ მო­დი­ან სკო­ლა­ში და სკო­ლაც მოს­წავ­ლის სტა­ტუსს უუქ­მებს.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

პანკისის ხეობაში პირველი კლასიდან ბავშვებს უკვე ჰიჯაბი ახურავთ - ინტერვიუ პედაგოგთან

პანკისის ხეობაში პირველი კლასიდან ბავშვებს უკვე ჰიჯაბი ახურავთ - ინტერვიუ პედაგოგთან

პანკისის ხეობაში ეთნიკური ქისტების ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, პანკისიდან ახალგაზრდების სირიაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე, სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლის პედაგოგი მზია ბექაური კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბრობს.

"ერთ-ერთი ბარიერი, რომელიც პანკისის ხეობაში ხელს უშლის ეთნიკური ქისტების ინტეგრაციას, ეს არის ვაჰაბიზმი. მე არ ვიცი ვაჰაბიტები რას ქადაგებენ, მე ვიცი რამდენად ამუხრუჭებს ეს ყველაფერი სკოლაში ბავშვების განვითარებას. მაგალითად, მათ ეკრძალებათ გარკვეული საგნების, ცხოველების, ფრინველების, ადამიანების ხატვა. როგორც ისინი ამბობენ, ცეკვაც არ შეიძლება.

სკოლაში ღონისძიებებზე ხელი გვეშლება. მაგალითად, საახალწლოდ ასეთი ბავშვები, რომლებიც ისეთი ძმების დები არიან ან ისეთი მამის შვილები, ვინც ვაჰაბიზმს მისდევს, ჩავთვალოთ რომ არ არსებობენ ამ ღონისძიებებისთვის. რომ ჰკითხო, არავინ არავის არ აიძულებს. არცერთი ბავშვი არ იტყვის იმას, რომ მე მაიძულებენ ან მავალებენ. საკუთარი ნებით ვაკეთებთო, მაგრამ მე ყოველდღიურად მაქვს ამ ბავშვებთან შეხება. უნდათ იმ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება და არაფერს ამბობენ. აინტერესებთ, მაგრამ ვერ ჩაერთვებიან, მე ამას ვატყობ", - ამბობს პედაგოგი.

- რამ გამოიწვია ხეობაში ვაჰაბიზმის მომძლავრება?

- რამდენიმე წლის წინ, როცა შემოვიდნენ ლტოლვილები ჩეჩნეთიდან, ამათ მოჰყვა, აქ დახვდათ თუ რაღაცნაირად აღმოცენდა, განვითარდა. იმ პერიოდში რამდენიმე წელი იყო დაცემის, გაუნათლებლობის, სიბნელის, პირდაპირი მნიშვნელობით უშუქობის ხანა, სადაც არც სწავლობდნენ. ამ ნიადაგზე ძალიან ადვილად აღმოცენდა მიმართულება, როგორიც არის ვაჰაბიზმი, ძალიან გაიდგა ფესვები და გავრცელდა. განგაში უნდა იყოს, ზარებს უნდა ვრეკავდეთ, მაგრამ არ ვიცით, რა გზით.

- რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ეთნიკური ქისტების სირიაში გადინება რომ შეწყდეს და აქ დამაგრდნენ?

- ბევრი კი მიფიქრია, ვიტყოდი რომ დაასაქმოს ახალგაზრდობა, მაგრამ მთელ საქართველოში არ არიან დასაქმებულები. მაინცდამაინც პანკისში რომ აიღოს და დაასაქმოს, ან რანაირად მოახერხოს ეს, არ ვიცი. მაინც მგონია, რომ განათლების დონე უნდა იყოს მაღალი.

მაგალითად, სკოლაში თუ ისწავლება ისეთი საგანი, როგორიც არის სპორტი, ასეთი ფორმა, რაც ბავშვებს აცვიათ, სრულიად გამოუსადეგარია. ჰიჯაბი და გრძელი კაბა - ასეთი ფორმით წარმოიდგინეთ ფიზკულტურის გაკვეთილზე ბავშვები. არცერთ ბავშვს ფიზკულტურაზე ფიზკულტურის ფორმა არ აცვია. ცოტა მსუბუქად, რომ ან გადახტეს, ან გაიქცეს, ან ვიღაცას შეეჯიბროს, ან ბურთი აიღოს. მოხვეული თავსაფრებით, გრძელი კაბებით, ფეხი ფეხზე ეხლართებათ... როგორ ფიქრობთ, რანაირი სწავლებაა ეს სპორტის?

-რომელი კლასიდან დადიან ბავშვები სკოლებში ჰიჯაბით?

- პირველი კლასიდან შიგადაშიგ ბავშვებს უკვე ახურავთ, რადგან ალბათ მშობლები ჰყავთ ამ მიმართულების. მშობლებსაც აცვიათ ასე. ბავშვები, რომლებიც ჰიჯაბით დადიან, სწავლის ინტერესს საერთოდ კარგავენ. როგორც ონკანი გადაკეტო, ასე იკეტებიან. ბავშვები, რომლებიც მოდიოდნენ მეშვიდე, მერვე, მეცხრე კლასამდე ნორმალური, მაღალი ნიშნებით, ამ დროს, როცა მოდიან ასე ჩაცმულები მათ სწავლის ინტერესი აღარ აქვთ. მერე უკვე იცხრილებიან სკოლიდან. წარმოიდგინეთ მეცხრე, მეათე, მეთერთმეტე კლასში წყვეტენ სწავლას. არ ამბობენ, რომ სწავლა აღარ უნდათ, არ მოდიან სკოლაში და სკოლაც მოსწავლის სტატუსს უუქმებს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა