საზოგადოება

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საუკეთესო სადღესასწაულო ფილმები
საუკეთესო სადღესასწაულო ფილმები

სა­ა­ხალ­წლო ეთე­რის ერთ-ერთი მთა­ვა­რი, აუ­ცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტი ბევრ სხვა რა­მეს­თან ერ­თად, ფილ­მე­ბია, რომ­ლე­ბიც შო­ბა­ზე ან ახალ წელ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან გვიყ­ვარს. დღეს რამ­დე­ნი­მე მათ­განს გა­გახ­სე­ნებთ.

"მარ­ტო სახ­ლში" - 1990 წ.

1990 წლის შემ­დეგ "მარ­ტო სახ­ლის" კი­დევ ერთი სე­რია გა­მო­ვი­და, თუმ­ცა პირ­ვე­ლი­ვემ და­ი­პყრო მა­ყუ­რე­ბელ­თა უდი­დე­სი რა­ო­დე­ნო­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში და მა­კო­ლეი კალ­კი­ნი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ბავ­შვი გა­ხა­და. სამ­წუ­ხა­როდ, მისი კა­რი­ე­რა ძა­ლი­ან ცუ­დად გან­ვი­თარ­და და "მარ­ტო სახ­ლის" გარ­და, სა­კუ­თარ ფილ­მოგ­რა­ფი­ა­ში ვე­რაფ­რით და­იკ­ვეხ­ნის, თუმ­ცა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად 90-ია­ნე­ბის თა­ო­ბის­თვის, ის ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი გახ­ლდათ. პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნას ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც მრა­ვალ­სუ­ლი­ან ოჯახ­ში მარ­ტო­სუ­ლად გრძნობს თავს და შო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე შემ­თხვე­ვით მარ­ტო დარ­ჩე­ბა, დღემ­დე რჩე­ბა სა­დღე­სას­წა­უ­ლო დღე­ე­ბის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ამ­ბად.

"რო­გორ მო­ი­პა­რა გრინჩმა შობა" - 2000 წ.

ჯიმ კე­რის კი­დევ ერთი და­უ­ვი­წყა­რი როლი, რომ­ლის­თვი­საც ის "ნიღ­ბის" შემ­დეგ, კვლავ გა­მო­ე­წყო მწვა­ნე კოს­ტი­უმ­ში. იგი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს არ­სე­ბას, რო­მელ­საც შო­ბის დღე­სას­წა­უ­ლი არ უყ­ვარს და მის მო­პარ­ვას გა­და­წყვეტს. ფილ­მი დოქ­ტორ სე­უ­სის ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის მო­თხრო­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც პა­ტა­რე­ბის­თვის და­ი­წე­რა, თუმ­ცა კი­ნოს­ტუ­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს მო­უხ­დათ გარ­კვე­უ­ლი ეპი­ზო­დე­ბის და­მა­ტე­ბა, რომ სრულ­მეტ­რა­ჟი­ან ფილ­მად ექ­ცი­ათ. სა­ნამ გრინ­ჩის როლ­ზე ჯიმ კე­რის და­ამ­ტკი­ცებ­დნენ, ედი მერ­ფი­სა და ჯეკ ნი­კოლ­სო­ნის კან­დი­და­ტუ­რე­ბიც კი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და.

"პო­ლა­რუ­ლი ექ­სპრე­სი" - 2004 წ.

ბი­ჭუ­ნა ის-ის არის, და­ი­ჯე­რებს, რომ თოვ­ლის ბა­ბუა არ არ­სე­ბობს, რომ შო­ბის ღა­მეს მის სახ­ლთან უც­ნა­უ­რი მა­ტა­რე­ბე­ლი გა­ჩერ­დე­ბა და კლა­უ­სის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად ჩრდი­ლო­ეთ პო­ლუს­ზე ეპა­ტი­ჟე­ბა. მთე­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა სა­ოც­რე­ბე­ბი­თაა აღ­სავ­სე. ამ ფილ­მის ნახ­ვი­სას მცი­რე ხნით ბავ­შვო­ბა­ში დაბ­რუნ­დე­ბით და აუ­ცი­ლებ­ლად მო­გინ­დე­ბათ და­ი­ჯე­როთ, რომ სან­ტა ჩრდი­ლო­ეთ პო­ლუს­ზე საქ­მი­ა­ნობს და თქვენ­თვი­საც ამ­ზა­დებს სა­ჩუ­ქარს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

საუკეთესო სადღესასწაულო ფილმები

საუკეთესო სადღესასწაულო ფილმები

საახალწლო ეთერის ერთ-ერთი მთავარი, აუცილებელი ატრიბუტი ბევრ სხვა რამესთან ერთად, ფილმებია, რომლებიც შობაზე ან ახალ წელზეა გადაღებული და ძალიან გვიყვარს. დღეს რამდენიმე მათგანს გაგახსენებთ.

''მარტო სახლში'' - 1990 წ.

1990 წლის შემდეგ ''მარტო სახლის'' კიდევ ერთი სერია გამოვიდა, თუმცა პირველივემ დაიპყრო მაყურებელთა უდიდესი რაოდენობა მთელ მსოფლიოში და მაკოლეი კალკინი ყველაზე ცნობილი ბავშვი გახადა. სამწუხაროდ, მისი კარიერა ძალიან ცუდად განვითარდა და ''მარტო სახლის'' გარდა, საკუთარ ფილმოგრაფიაში ვერაფრით დაიკვეხნის, თუმცა, განსაკუთრებულად 90-იანების თაობისთვის, ის ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟი გახლდათ. პატარა ბიჭუნას ამბავი, რომელიც მრავალსულიან ოჯახში მარტოსულად გრძნობს თავს და შობის დღესასწაულზე შემთხვევით მარტო დარჩება, დღემდე რჩება სადღესასწაულო დღეების ერთ-ერთ საუკეთესო ამბად.

''როგორ მოიპარა გრინჩმა შობა'' - 2000 წ.

ჯიმ კერის კიდევ ერთი დაუვიწყარი როლი, რომლისთვისაც ის ''ნიღბის'' შემდეგ, კვლავ გამოეწყო მწვანე კოსტიუმში. იგი განასახიერებს არსებას, რომელსაც შობის დღესასწაული არ უყვარს და მის მოპარვას გადაწყვეტს. ფილმი დოქტორ სეუსის ამავე სახელწოდების მოთხრობაზეა დაფუძნებული, რომელიც პატარებისთვის დაიწერა, თუმცა კინოსტუდიის წარმომადგენლებს მოუხდათ გარკვეული ეპიზოდების დამატება, რომ სრულმეტრაჟიან ფილმად ექციათ. სანამ გრინჩის როლზე ჯიმ კერის დაამტკიცებდნენ, ედი მერფისა და ჯეკ ნიკოლსონის კანდიდატურებიც კი განიხილებოდა.

''პოლარული ექსპრესი'' - 2004 წ.

ბიჭუნა ის-ის არის, დაიჯერებს, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, რომ შობის ღამეს მის სახლთან უცნაური მატარებელი გაჩერდება და კლაუსის მოსანახულებლად ჩრდილოეთ პოლუსზე ეპატიჟება. მთელი მოგზაურობა საოცრებებითაა აღსავსე. ამ ფილმის ნახვისას მცირე ხნით ბავშვობაში დაბრუნდებით და აუცილებლად მოგინდებათ დაიჯეროთ, რომ სანტა ჩრდილოეთ პოლუსზე საქმიანობს და თქვენთვისაც ამზადებს საჩუქარს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება