ბათუმში, ღამის კლუბ "ლეგასში" მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ გიორგი კიკაბიძემ განუცხადა, ღამის 02:00 საათზე საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ოთხი დაჭრილი და ერთი გარდაცვლილი მიიყვანა. გიორგი კიკაბიძის განმარტებით, თურქეთის ორ მოქალაქეს ქვედა კიდურებზე ჰქონდა სხვადასხვა სახის ჭრილობები, ხოლო საქართველოს ორ მოქალაქეს ჭრილობები ჰქონდა მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღით.
გიორგი კიკაბიძე აცხადებს, რომ დაჭრილებს შესაბამისი დახმარება გაეწიათ და გაეწერნენ ამბოლატორულ მკურნალობაზე.
გუშინ, გვიან ღამით, ღამის კლუბ "ლეგასში" მომხდარი სროლის შედეგად პოლიციის თანამშრომელი გარდაიცვალა.
იხილეთ ასევე: "არიან დაჭრილები, მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა" - ბათუმის ღამის კლუბში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები