"არიან დაჭრილები, მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა" - ბათუმის ღამის კლუბში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

"არიან დაჭრილები, მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა" - ბათუმის ღამის კლუბში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

ბოლო განახლება: ბათუმში ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა

ბათუმში ღამის კლუბში "ლეგასში" მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. როგორც კლუბის დირექტორმა ემზარ მანველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"კლუბი ფუნქციონირებს აგვისტოდან, მსგავსი შემთხვევა აქამდე არ ყოფილა. წუხელ 01:30 საათის შემდეგ მოხდა შემთხვევა. არიან დაჭრილები, არის სამწუხაროდ გარდაცვლილიც. არ ვიყავი ადგილზე და როცა მოვედი, უკვე სამართალდამცველები მუშაობდნენ. ვიდეოკამერები არის კლუბში, ამოღებულია მასალა და მიმდინარეობს გამოძიება. კლუბის პერსონალი დაკითხვაზეა", - აღნიშნა ემზარ მანველიძემ.

კლუბში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაჭრილია თურქეთის ორი მოქალაქე.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დღეს შსს-მ განცხადება გაავრცელა, რომელშინ ნათქვამია, რომ შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული რამაზ დ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროს-ინსპექტორის განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ 27 დეკემბერს, ღამის საათებში, ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეშვიდე განყოფილების უმცროს ინსპექტორს, 1992 წელს დაბადებულ თარაშ მ-ს, რომელიც არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.

მათივე ინფორმაციით, თარაშ მ. მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რამაზ დ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს. სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი და მასრები ნივთმტკიცების სახით შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ