მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იმუნიტეტის ასამაღლებელი პროდუქტების ტოპ-ათეული
იმუნიტეტის ასამაღლებელი პროდუქტების ტოპ-ათეული

ადა­მი­ან­მა მთე­ლი სი­ცო­ცხლე უნდა იზ­რუ­ნოს იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე. ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მო­საძ­ლი­ე­რე­ბელ უამ­რავ პრე­პა­რატს გვთა­ვა­ზო­ბენ, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ქი­მი­ურ პრე­პა­რა­ტებს ბუ­ნე­ბა­ში ისე­თი ანა­ლო­გე­ბიც მო­ე­ძებ­ნე­ბა, რო­მელ­თა ეფექ­ტუ­რო­ბა წამ­ლე­ბი­სას უტოლ­დე­ბა და ხში­რად აღე­მა­ტე­ბა კი­დეც. ევ­რო­პელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა შე­ად­გი­ნეს იმ მცე­ნა­რე­ე­ბის ტოპ-ათე­უ­ლი, რომ­ლე­ბიც იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის მოძ­ლი­ე­რე­ბას უწყობს ხელს.

10. ტყი­სა და ბაღ-ბოსტნის კენკრა

ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რელ კენკრას - ხენ­დროს, ჟო­ლოს, მო­ცხარს, მოცვს და სხვებს - იმუ­ნი­ტე­ტის შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბი აქვს. სა­სარ­გებ­ლოა არა მარ­ტო ცო­ცხა­ლი ნა­ყო­ფი, არა­მედ წვე­ნი და მუ­რა­ბაც. ეს უკა­ნას­კნე­ლი ის შე­უც­ვლე­ლი ტკბი­ლე­უ­ლია, რო­მე­ლიც ზამ­თარ­ში ორ­გა­ნიზმს ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და უნი­კა­ლუ­რი მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბის ნა­ზა­ვით კვე­ბავს.

9. წი­თე­ლი ჭარ­ხა­ლი

ეს ბოსტნე­უ­ლი, იმუ­ნი­ტე­ტის მო­მა­ტე­ბას­თან ერ­თად, აუმ­ჯო­ბე­სებს მა­დას, თა­ვი­დან გვა­ცი­ლებს ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს სის­ხლზე (მაღ­ლა სწევს ჰე­მოგ­ლო­ბინს) და ნერ­ვულ სის­ტე­მა­ზე (ამაგ­რებს მას).

8. კოჭა (ჯან­ჯა­ფი­ლი)

კო­ჭას ახა­ლი, და­კონ­სერ­ვე­ბუ­ლი თუ დაფ­ქუ­ლი ფეს­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა რო­გორც ცალ­კე, ისე სხვა პრო­დუქ­ტებ­თან ერ­თად, გარ­და იმი­სა, რომ აძ­ლი­ე­რებს იმუ­ნურ სის­ტე­მას, ინ­ფექ­ცი­ე­ბით გა­მოწ­ვე­ულ პრობ­ლე­მებ­საც გვა­ცი­ლებს თა­ვი­დან. ის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი სა­კაზ­მია, რო­მე­ლიც თით­ქმის ყო­ველ კერძს უხ­დე­ბა: წვნი­ანს, ფა­ფას, ხორცს... ჯან­ჯა­ფი­ლი­ა­ნი ჩაი ან ყავა ათ­ბობს ორ­გა­ნიზმს, აუმ­ჯო­ბე­სებს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას და წარ­მა­ტე­ბით ებ­რძვის სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცი­ას.

7. სტა­ფი­ლო

სტა­ფი­ლო და მისი ახალ­გა­მო­წუ­რუ­ლი წვე­ნი სა­სარ­გებ­ლოა რო­გორც ბავ­შვე­ბის­თვის, ისე მოზ­რდი­ლე­ბის­თვი­საც. მას­ში შე­მა­ვა­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბი, კა­რო­ტი­ნი (ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მში ა ვი­ტა­მი­ნად გარ­და­იქ­მნე­ბა), მი­ნე­რა­ლე­ბი და ეთერ­ზე­თე­ბი ორ­გა­ნიზ­მზე და­დე­ბით ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს. სტა­ფი­ლოს ახალ­გა­მო­წუ­რუ­ლი წვე­ნი აუმ­ჯო­ბე­სებს მხედ­ვე­ლო­ბას, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას და ადა­მი­ანს სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის­გან იცავს.

6. ციტ­რუ­სე­ბი

ლი­მო­ნი, ფორ­თო­ხა­ლი და ყვე­ლა სხვა ციტ­რუ­სი ც ვი­ტა­მი­ნის მთა­ვა­რი წყა­როა და მისი მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ის წყა­ლო­ბით შე­სა­ნიშ­ნა­ვად აძ­ლი­ე­რებს იმუ­ნურ სის­ტე­მას. ეს პრო­დუქ­ტე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­დი­ო­დეს ადა­მი­ა­ნის რა­ცი­ონ­ში.

5. მდი­ნა­რე­ე­ბის, ზღვე­ბი­სა და ოკე­ა­ნე­ე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი

ზღვის კომ­ბოს­ტო, თევ­ზე­უ­ლი, მო­ლუს­კე­ბი უხ­ვად შე­ი­ცავს იმ ვი­ტა­მი­ნებ­სა და მი­ნე­რა­ლებს, რომ­ლე­ბიც აღად­გენს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ებს, ამა­რა­გებს მას იო­დი­თა და თუ­თი­ით. შე­გახ­სე­ნებთ: სწო­რედ ეს ჯირ­კვა­ლი გა­ნა­გებს ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში სის­ხლის ჟანგბა­დით მო­მა­რა­გე­ბას და ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის სწორ ფუნ­ქცი­ო­ბას.

4. რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტე­ბი

მა­წო­ნი, კე­ფი­რი, იო­გურ­ტი, ხაჭო ორ­გა­ნიზ­მის დამ­ცავ და იმუ­ნი­ტე­ტის შე­მა­ნარ­ჩუ­ნე­ბელ სა­სარ­გებ­ლო ბაქ­ტე­რი­ებს შე­ი­ცავს. ყვე­ლა ექი­მი გირ­ჩევთ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ხის რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტი მი­ი­ღოთ.

3. ნა­ტუ­რა­ლუ­რი თაფ­ლი

ბავ­შვო­ბი­დან­ვე ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი თაფ­ლი, შავი ქლი­ა­ვით, კაკ­ლით თუ ქიშ­მი­შით შე­ზა­ვე­ბუ­ლი, მაღ­ლა სწევს ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის დო­ნეს, ებ­რძვის სტრესს, აძ­ლი­ე­რებს იმუ­ნი­ტეტს, და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვა­ზე. რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მისი ჩა­ის­თვის და­მა­ტე­ბა შაქ­რის ნაც­ვლად - ეს ზრდის ჩაის და­დე­ბით ეფექტს.

2. ნი­ო­რი

ნი­ო­რი ის სა­უ­კე­თე­სო პრო­ბი­ო­ტი­კია, რო­მე­ლიც ას­ტი­მუ­ლი­რებს იმუ­ნურ სის­ტე­მას და იცავს ორ­გა­ნიზმს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან. თუ ადა­მი­ა­ნი ავად გა­ხდა, ეს პრო­დუქ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ი­ტა­ნოს რა­ცი­ონ­ში.

1. მწვა­ნე და შავი ჩაი

უამ­რა­ვი ვი­ტა­მი­ნის, ეთერ­ზე­თი­სა და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტის შემ­ცვე­ლი ჩაი ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ის არა მარ­ტო იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბას უწყობს ხელს, არა­მედ ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბის უხვი შემ­ცვე­ლო­ბის წყა­ლო­ბით და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს გა­რეგ­ნო­ბა­ზეც, ამაღ­ლებს გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბი­ლე­ბას და ხელს უწყობს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

იმუნიტეტის ასამაღლებელი პროდუქტების ტოპ-ათეული

იმუნიტეტის ასამაღლებელი პროდუქტების ტოპ-ათეული

ადამიანმა მთელი სიცოცხლე უნდა იზრუნოს იმუნურ სისტემაზე. ფარმაცევტული კომპანიები იმუნური სისტემის მოსაძლიერებელ უამრავ პრეპარატს გვთავაზობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ქიმიურ პრეპარატებს ბუნებაში ისეთი ანალოგებიც მოეძებნება, რომელთა ეფექტურობა წამლებისას უტოლდება და ხშირად აღემატება კიდეც. ევროპელმა მეცნიერებმა შეადგინეს იმ მცენარეების ტოპ-ათეული, რომლებიც იმუნური სისტემის მოძლიერებას უწყობს ხელს.

10. ტყისა და ბაღ-ბოსტნის კენკრა

ყველასათვის საყვარელ კენკრას - ხენდროს, ჟოლოს, მოცხარს, მოცვს და სხვებს - იმუნიტეტის შემანარჩუნებელი თვისებები აქვს. სასარგებლოა არა მარტო ცოცხალი ნაყოფი, არამედ წვენი და მურაბაც. ეს უკანასკნელი ის შეუცვლელი ტკბილეულია, რომელიც ზამთარში ორგანიზმს ვიტამინებისა და უნიკალური მიკროელემენტების ნაზავით კვებავს.

9. წითელი ჭარხალი

ეს ბოსტნეული, იმუნიტეტის მომატებასთან ერთად, აუმჯობესებს მადას, თავიდან გვაცილებს ანთებითი პროცესების განვითარებას, დადებითად მოქმედებს სისხლზე (მაღლა სწევს ჰემოგლობინს) და ნერვულ სისტემაზე (ამაგრებს მას).

8. კოჭა (ჯანჯაფილი)

კოჭას ახალი, დაკონსერვებული თუ დაფქული ფესვის გამოყენება როგორც ცალკე, ისე სხვა პროდუქტებთან ერთად, გარდა იმისა, რომ აძლიერებს იმუნურ სისტემას, ინფექციებით გამოწვეულ პრობლემებსაც გვაცილებს თავიდან. ის არაჩვეულებრივი საკაზმია, რომელიც თითქმის ყოველ კერძს უხდება: წვნიანს, ფაფას, ხორცს... ჯანჯაფილიანი ჩაი ან ყავა ათბობს ორგანიზმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და წარმატებით ებრძვის სხვადასხვა ინფექციას.

7. სტაფილო

სტაფილო და მისი ახალგამოწურული წვენი სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვისაც. მასში შემავალი ვიტამინები, კაროტინი (ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში ა ვიტამინად გარდაიქმნება), მინერალები და ეთერზეთები ორგანიზმზე დადებით ზემოქმედებას ახდენს. სტაფილოს ახალგამოწურული წვენი აუმჯობესებს მხედველობას, ნივთიერებათა ცვლას და ადამიანს სხვადასხვა დაავადებისგან იცავს.

6. ციტრუსები

ლიმონი, ფორთოხალი და ყველა სხვა ციტრუსი ც ვიტამინის მთავარი წყაროა და მისი მაღალი კონცენტრაციის წყალობით შესანიშნავად აძლიერებს იმუნურ სისტემას. ეს პროდუქტები აუცილებლად უნდა შედიოდეს ადამიანის რაციონში.

5. მდინარეების, ზღვებისა და ოკეანეების პროდუქტები

ზღვის კომბოსტო, თევზეული, მოლუსკები უხვად შეიცავს იმ ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც აღადგენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციებს, ამარაგებს მას იოდითა და თუთიით. შეგახსენებთ: სწორედ ეს ჯირკვალი განაგებს ადამიანის ორგანიზმში სისხლის ჟანგბადით მომარაგებას და ნივთიერებათა ცვლის სწორ ფუნქციობას.

4. რძემჟავა პროდუქტები

მაწონი, კეფირი, იოგურტი, ხაჭო ორგანიზმის დამცავ და იმუნიტეტის შემანარჩუნებელ სასარგებლო ბაქტერიებს შეიცავს. ყველა ექიმი გირჩევთ, დღის განმავლობაში რამდენიმე სახის რძემჟავა პროდუქტი მიიღოთ.

3. ნატურალური თაფლი

ბავშვობიდანვე ყველასათვის ცნობილი თაფლი, შავი ქლიავით, კაკლით თუ ქიშმიშით შეზავებული, მაღლა სწევს ჰემოგლობინის დონეს, ებრძვის სტრესს, აძლიერებს იმუნიტეტს, დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე. რეკომენდებულია მისი ჩაისთვის დამატება შაქრის ნაცვლად - ეს ზრდის ჩაის დადებით ეფექტს.

2. ნიორი

ნიორი ის საუკეთესო პრობიოტიკია, რომელიც ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და იცავს ორგანიზმს ინფექციური დაავადებებისგან. თუ ადამიანი ავად გახდა, ეს პროდუქტი აუცილებლად უნდა შეიტანოს რაციონში.

1. მწვანე და შავი ჩაი

უამრავი ვიტამინის, ეთერზეთისა და მიკროელემენტის შემცველი ჩაი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია. ის არა მარტო იმუნიტეტის ამაღლებას უწყობს ხელს, არამედ ანტიოქსიდანტების უხვი შემცველობის წყალობით დადებითად მოქმედებს გარეგნობაზეც, ამაღლებს გუნება-განწყობილებას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.

ბათუმში, ზღვის სანაპიროზე პირველი დამსვენებლები გამოჩდნენ - ტურისტული სეზონი დაიწყო (ფოტოები)

ღალატი და წლების შემდეგ გამჟღავნებული ძალადობის ფაქტები...  - ცნობილი ქართველი წყვილები, რომლებიც სკანდალურად დაშორდნენ

"ითხოვე და მოგეცემა" - წყვილი, რომელიც წლების წინ წაჩხურუს მთავარანგელოზის ტაძარში უფალს შვილის მიცემას ევედრებოდა, წელს იმავე ტაძარში შვილთან ერთად მივიდა (ფოტო)