საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ბიჭს დანა ათჯერ დაარტყეს" - რას ითხოვს ხაშურში მოკლული გიგი ხვედელიძის დედა
"ჩემს ბიჭს დანა ათჯერ დაარტყეს" - რას ითხოვს ხაშურში მოკლული გიგი ხვედელიძის დედა

შვილმკვდა­რი ოჯა­ხი ერთი წე­ლია სა­მარ­თალს ეძებს. ტრა­გე­დია გა­სუ­ლი წლის 30 ნო­ემ­ბერს, ხა­შურ­ში მოხ­და. იმ ღა­მით მე­ზო­ბელ­მა, 19 წლის იური ნო­ზა­ძემ 21 წლის გიგი ხვე­დე­ლი­ძეს და­ნით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა სა­კუ­თარ ეზო­ში მი­ა­ყე­ნა, ამის შემ­დეგ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. ძა­ლოვ­ნებ­მა იური ნო­ზა­ძე კა­ხეთ­ში და­ა­კა­ვეს. ნო­ზა­ძე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ სცნობ­და. ამ­ბობ­და, რომ გი­გის­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, რად­გან ადრე ფული ასეს­ხა, მაგ­რამ ამ თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბა ვერ შეძ­ლო. თა­ნაც გიგი პერ­მა­ნენ­ტუ­ლად აი­ძუ­ლებ­და, რომ მის­თვის ფული ან სხვა ფა­სე­უ­ლო­ბა გა­და­ე­ცა. იმ დღე­საც გი­გიმ სი­გა­რე­ტის მი­ტა­ნა სთხო­ვა. მის ზარს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცია, მაგ­რამ ის მა­ინც აგ­რძე­ლებ­და რეკ­ვას. გა­და­წყვი­ტა მი­სუ­ლი­ყო და სი­გა­რე­ტის კო­ლო­ფი მი­ე­ცა, კო­ლოფ­ში რამ­დე­ნი­მე ღერი სი­გა­რე­ტი იდო. "მი­ვე­დი გი­გის სახ­ლთან, მი­ვე­ცი სი­გა­რე­ტი და მოვტრი­ალ­დი, მან მი­თხრა, შენ­თვის წას­ვლის ნება არ მო­მი­ცი­აო და შე­მა­გი­ნა. ამის გამო ხვე­დე­ლი­ძეს ხელი და­ვარ­ტყი, მან ამ დროს დანა მო­მიქ­ნია. შევ­ძე­ლი მის­თვის დანა წა­მერ­თმია, ამ დროს გა­ვი­ჭე­რი მარ­ჯვე­ნა ხე­ლის ორი თითი. ამის შემ­დეგ გი­ორ­გიმ და­მი­წყო მუშ­ტე­ბის რტყმა. მო­გე­რი­ე­ბის მიზ­ნით ორი­ვე ხელს ვიქ­ნებ­დი, მათ შო­რის იმ ხელს, რო­მელ­შიც დანა მე­ჭი­რა. მას შემ­დეგ გავ­ჩერ­დი, რაც გა­ვი­გო­ნე გი­გის ხმა, - რა ქენი ბიჭო, დამ­ჭე­რი?... და­ვი­ნა­ხე სახ­ლში შე­ვი­და, მე იქი­დან წა­მო­ვე­დი. და­ვუ­კავ­შირ­დი ჩემს მე­გობ­რებს გი­ორ­გი გე­ლაშ­ვილს და ნო­დარ თე­დი­აშ­ვილს. რომ მოვ­რი­დე­ბო­დი და­ზა­რა­ლე­ბულს, იმა­ვე ღა­მით ჩემი მან­ქა­ნით თბი­ლის­ში წა­მო­ვე­დით. გზა­ში დანა გა­და­ვაგ­დე. მერე კი წა­ვე­დი კა­ხეთ­ში, იქ და­მა­კა­ვეს". - ამო­ნა­რი­დი ბრალ­დე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბი­დან. ნო­ზა­ძის ად­ვო­კა­ტი პრო­ცეს­ზე ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ იური ნო­ზა­ძემ და­ნა­შა­უ­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ი­დი­ნა და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა­ში მის გა­მარ­თლე­ბას ითხოვ­და, რა­საც არ და­ე­თან­ხმა პრო­კუ­რა­ტუ­რა და არც სა­სა­მარ­თლო. მო­სა­მარ­თლე­მაც მი­იჩ­ნია, რომ იური ნო­ზა­ძემ მკვლე­ლო­ბა გან­ზრახ ჩა­ი­დი­ნა. გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ნო­ზა­ძეს 10 წელი მი­უ­სა­ჯა, ეს გა­ნა­ჩე­ნი მის­მა ად­ვო­კატ­მა სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა, შე­დე­გად მო­სა­მარ­თლე მაია თეთ­რა­ულ­მა 2 წელი მო­აკ­ლო, სა­ბო­ლო­ოდ ნო­ზა­ძეს 8 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და, სწო­რედ ასეთ პა­ტა­რა სას­ჯელს აპ­რო­ტეს­ტებს შვილმკვდა­რი ოჯა­ხი.

რე­დაქ­ცი­ა­ში გიგი ხვე­დე­ლი­ძის თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი დედა ხა­თუ­ნა დევ­და­რი­ა­ნი გვეწ­ვია, აი, რას მოგ­ვიყ­ვა ქალ­ბა­ტო­ნი ხა­თუ­ნა:

- თბი­ლის­ში ვი­ყა­ვი, ღა­მის 2 სა­ათ­ზე და­მი­რე­კეს, გიგი ცუ­დად არი­სო, ხა­შურ­ში ჩა­სულს, შვი­ლი სა­დის­ტუ­რად მოკ­ლუ­ლი დამ­ხდა. მე­ო­რე დღეს გა­ვი­გე

მკვლე­ლი პა­რა­ლე­ლურ ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რე­ბი იური ნო­ზა­ძე რომ იყო. ბავ­შვო­ბი­დან იც­ნობ­დნენ ერ­თმა­ნეთს. კარ­გი შვი­ლი მყავ­და. 19 წლი­დან მუ­შა­ობ­და. მკვლელ­მა თავი რომ ემარ­თლე­ბი­ნა გი­გის ცილი დას­წა­მა. სა­სა­მარ­თლო­ზე თქვა, მა­ვიწ­რო­ვებ­დაო. ეს ტყუ­ი­ლია. მო­მიყ­ვა­ნონ ერთი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ფული და­ა­წე­რა გი­გიმ და თუ უნ­დათ მკვლე­ლი გა­მო­უშ­ვან. ჩემი შვი­ლი ტან­საც­მელს იხ­დი­და და სხვას აც­მევ­და. კარ­გი ხელ­ფა­სი ჰქონ­და. ყვე­ლას გვერ­დში ედგა. იმ ღა­მით ბი­ძაშ­ვი­ლი ჰყავ­და სტუმ­რად. თურ­მე სი­გა­რე­ტი გა­მო­ე­ლია, მა­ღა­ზია და­კე­ტი­ლი იყო. მან­ქა­ნა იური ნო­ზა­ძეს ჰყავ­და, თან იქვე, ახ­ლოს ცხოვ­რო­ბენ. მის­თვის და­უ­რე­კავს, მა­ღა­ზი­ე­ბი და­კე­ტი­ლია, თუ მან­ქა­ნით ხარ, სამი ღერი სი­გა­რე­ტი შე­მო­მა­წო­დეო. ცოტა ხან­ში თურ­მე და­უ­რე­კა ნო­ზა­ძემ, გა­რეთ გა­მო­დი, სი­გა­რე­ტი მო­გი­ტა­ნეო. გა­რეთ ოთა­ხის ჩუს­ტე­ბით გა­ვი­და.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"ჩემს ბიჭს დანა ათჯერ დაარტყეს" - რას ითხოვს ხაშურში მოკლული გიგი ხვედელიძის დედა

"ჩემს ბიჭს დანა ათჯერ დაარტყეს" - რას ითხოვს ხაშურში მოკლული გიგი ხვედელიძის დედა

შვილმკვდარი ოჯახი ერთი წელია სამართალს ეძებს. ტრაგედია გასული წლის 30 ნოემბერს, ხაშურში მოხდა. იმ ღამით მეზობელმა, 19 წლის იური ნოზაძემ 21 წლის გიგი ხვედელიძეს დანით რამდენიმე ჭრილობა საკუთარ ეზოში მიაყენა, ამის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ძალოვნებმა იური ნოზაძე კახეთში დააკავეს. ნოზაძე განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობდა. ამბობდა, რომ გიგისთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რადგან ადრე ფული ასესხა, მაგრამ ამ თანხის უკან დაბრუნება ვერ შეძლო. თანაც გიგი პერმანენტულად აიძულებდა, რომ მისთვის ფული ან სხვა ფასეულობა გადაეცა. იმ დღესაც გიგიმ სიგარეტის მიტანა სთხოვა. მის ზარს ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ის მაინც აგრძელებდა რეკვას. გადაწყვიტა მისულიყო და სიგარეტის კოლოფი მიეცა, კოლოფში რამდენიმე ღერი სიგარეტი იდო. "მივედი გიგის სახლთან, მივეცი სიგარეტი და მოვტრიალდი, მან მითხრა, შენთვის წასვლის ნება არ მომიციაო და შემაგინა. ამის გამო ხვედელიძეს ხელი დავარტყი, მან ამ დროს დანა მომიქნია. შევძელი მისთვის დანა წამერთმია, ამ დროს გავიჭერი მარჯვენა ხელის ორი თითი. ამის შემდეგ გიორგიმ დამიწყო მუშტების რტყმა. მოგერიების მიზნით ორივე ხელს ვიქნებდი, მათ შორის იმ ხელს, რომელშიც დანა მეჭირა. მას შემდეგ გავჩერდი, რაც გავიგონე გიგის ხმა, - რა ქენი ბიჭო, დამჭერი?... დავინახე სახლში შევიდა, მე იქიდან წამოვედი. დავუკავშირდი ჩემს მეგობრებს გიორგი გელაშვილს და ნოდარ თედიაშვილს. რომ მოვრიდებოდი დაზარალებულს, იმავე ღამით ჩემი მანქანით თბილისში წამოვედით. გზაში დანა გადავაგდე. მერე კი წავედი კახეთში, იქ დამაკავეს". - ამონარიდი ბრალდებულის ჩვენებიდან. ნოზაძის ადვოკატი პროცესზე ირწმუნებოდა, რომ იური ნოზაძემ დანაშაული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩაიდინა და განზრახ მკვლელობის ბრალდებაში მის გამართლებას ითხოვდა, რასაც არ დაეთანხმა პროკურატურა და არც სასამართლო. მოსამართლემაც მიიჩნია, რომ იური ნოზაძემ მკვლელობა განზრახ ჩაიდინა. გორის რაიონულმა სასამართლომ ნოზაძეს 10 წელი მიუსაჯა, ეს განაჩენი მისმა ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, შედეგად მოსამართლე მაია თეთრაულმა 2 წელი მოაკლო, საბოლოოდ ნოზაძეს 8 წლიანი პატიმრობა შეეფარდა, სწორედ ასეთ პატარა სასჯელს აპროტესტებს შვილმკვდარი ოჯახი.

რედაქციაში გიგი ხვედელიძის თვალცრემლიანი დედა ხათუნა დევდარიანი გვეწვია, აი, რას მოგვიყვა ქალბატონი ხათუნა:

- თბილისში ვიყავი, ღამის 2 საათზე დამირეკეს, გიგი ცუდად არისო, ხაშურში ჩასულს, შვილი სადისტურად მოკლული დამხდა. მეორე დღეს გავიგე

მკვლელი პარალელურ ქუჩაზე მცხოვრები იური ნოზაძე რომ იყო. ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს. კარგი შვილი მყავდა. 19 წლიდან მუშაობდა. მკვლელმა თავი რომ ემართლებინა გიგის ცილი დასწამა. სასამართლოზე თქვა, მავიწროვებდაო. ეს ტყუილია. მომიყვანონ ერთი ადამიანი, ვისაც ფული დააწერა გიგიმ და თუ უნდათ მკვლელი გამოუშვან. ჩემი შვილი ტანსაცმელს იხდიდა და სხვას აცმევდა. კარგი ხელფასი ჰქონდა. ყველას გვერდში ედგა. იმ ღამით ბიძაშვილი ჰყავდა სტუმრად. თურმე სიგარეტი გამოელია, მაღაზია დაკეტილი იყო. მანქანა იური ნოზაძეს ჰყავდა, თან იქვე, ახლოს ცხოვრობენ. მისთვის დაურეკავს, მაღაზიები დაკეტილია, თუ მანქანით ხარ, სამი ღერი სიგარეტი შემომაწოდეო. ცოტა ხანში თურმე დაურეკა ნოზაძემ, გარეთ გამოდი, სიგარეტი მოგიტანეო. გარეთ ოთახის ჩუსტებით გავიდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ