ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დავით ნარმანიას ფეხმძიმე მეუღლის თიკა თინიკაშვილის ფოტო გავრცელდა. დავით ნარმანიას მეუღლე იანვარში მესამე შვილს ელოდება. ფოტოები კიკალა სტუდიაშია გადაღებული. ამავე გვერდზე ვნახეთ პარლამენტარ ანი მიროტაძის ფოტოებიც. დავინტერესდით, რამ გააერთიანა ეს ქალბატონები და ანი მიროტაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.
ანი მიროტაძე:
- ჩვენ გავერთიანდით აქციაში, რომელიც ძუძუს კიბოთი დაავადებულ ადამიანებს დაეხმარება. ამავე აქციაში ჩართულები არიან ნინო სურგულაძე, ნატო მეტონიძე, თიკო მაღალაშვილი, თამთა დემურიშვილი და ბევრი სხვა ცნობილი ქალბატონი. მე რომ შემომთავაზეს მონაწილეობა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. კიკალა სტუდიაში გადაღებული ფოტოები დიდ ბანერებზე გამოიფინება და ერთხელ კიდევ დააფიქრებს ხალხს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს დაავადება აწუხებთ, საზოგადოების გვერდით დგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ.