Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინი ადამიანია" - არის თუ არა პუტინი მტერი პაატა ზაქარეიშვილისთვის
"პუტინი ადამიანია" - არის თუ არა პუტინი მტერი პაატა ზაქარეიშვილისთვის

არის თუ არა პუ­ტი­ნი მტე­რი, ამ კი­თხვას აბ­სურ­დულს უწო­დებს პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი.

სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი ადა­მი­ა­ნია, სა­ხელ­მწი­ფოს მტე­რი კი შე­იძ­ლე­ბა იყოს მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო.

"პუ­ტი­ნი მტე­რი? რას ნიშ­ნავს? პუ­ტი­ნი ადა­მი­ა­ნია და რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნი იყოს სა­ხელ­მწი­ფოს მტე­რი? ადა­მი­ა­ნი ვერ იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მტე­რი, გინ­და პუ­ტი­ნი იყოს და ვინც გინ­და ის იყოს. მტე­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ხელ­მწი­ფო. რუ­სეთ­მა 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა აგ­რე­სია, ის იყო მტრუ­ლი გან­ზრახ­ვით. მო­ახ­დი­ნა ამ ტე­რი­ტო­რი­ის ოკუ­პა­ცია, "არ­სე­ბობს კა­ნო­ნი ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ" და სა­ქარ­თვე­ლოს არა აქვს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთ­თან ," - აცხა­დებს პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ჟურ­ნა­ლის­ტმა და­უს­ვა კი­თხვა "არის თუ არა პუ­ტი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის სა­ერ­თო მტე­რი?", რა­ზეც პრე­მი­ერ­მა პა­სუ­ხი არ გას­ცა.

პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბით, ეს არის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი კი­თხვა და პირ­და­პი­რი პა­სუ­ხის ნაც­ვლად, მან გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი მტე­რი არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. მი­სი­ვე თქმით, ეს კი­თხვა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­აზ­რე­ბე­ლი, ისე­ვე რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და მათი გუნ­დის ქმე­დე­ბე­ბი.

წყა­რო: "რუს­თა­ვი 2"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"პუტინი ადამიანია" - არის თუ არა პუტინი მტერი პაატა ზაქარეიშვილისთვის

"პუტინი ადამიანია" - არის თუ არა პუტინი მტერი პაატა ზაქარეიშვილისთვის

არის თუ არა პუტინი მტერი, ამ კითხვას აბსურდულს უწოდებს პაატა ზაქარეიშვილი.

სახელმწიფო მინისტრი "რუსთავი 2"-თან საუბრისას აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი ადამიანია, სახელმწიფოს მტერი კი შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფო.

"პუტინი მტერი? რას ნიშნავს? პუტინი ადამიანია და როგორ შეიძლება, ადამიანი იყოს სახელმწიფოს მტერი? ადამიანი ვერ იქნება სახელმწიფოს მტერი, გინდა პუტინი იყოს და ვინც გინდა ის იყოს. მტერი შეიძლება იყოს სახელმწიფო. რუსეთმა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა აგრესია, ის იყო მტრული განზრახვით. მოახდინა ამ ტერიტორიის ოკუპაცია, "არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ" და საქართველოს არა აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან ," - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა "არის თუ არა პუტინი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი?", რაზეც პრემიერმა პასუხი არ გასცა.

პრემიერის განცხადებით, ეს არის პროვოკაციული კითხვა და პირდაპირი პასუხის ნაცვლად, მან განაცხადა, რომ საქართველოს მთავარი მტერი არის მიხეილ სააკაშვილი. მისივე თქმით, ეს კითხვა არის აბსოლუტურად გაუაზრებელი, ისევე როგორც "ნაციონალური მოძრაობის" და მათი გუნდის ქმედებები.

წყარო: "რუსთავი 2"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა