მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ბეწვი კურორტზეც და ქალაქშიც ძალიან უხდება ახალ წელს''
''ბეწვი კურორტზეც და ქალაქშიც ძალიან უხდება ახალ წელს''

სა­მო­სის შერ­ჩე­ვა ახა­ლი წლის ღა­მის­თვის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია. ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის რჩე­ვე­ბი ამ კუ­თხით არას­დროს არის ზედ­მე­ტი, ამი­ტო­მაც გთა­ვა­ზობთ დი­ზა­ი­ნერ აკა ნა­ნი­ტაშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბებს, რისი მორ­გე­ბაა სა­სურ­ვე­ლი 31 დე­კემ­ბრის ღა­მეს. "გრძე­ლი ფე­რა­დი, ფრი­ა­ლა კაბა, კლა­სი­კუ­რი ფეხ­საც­მე­ლი, წვრი­ლი ქუს­ლი­თა და ცხვი­რით, ბეწ­ვის ქურ­ქი, სა­დღე­სას­წა­უ­ლო ჩან­თა და თუ კაბა მო­ი­თხოვს, აქ­სე­სუ­ა­რი"- ასე­თია, აკას აზ­რით, იდე­ა­ლუ­რი "ლუქი" ახა­ლი წლის ღა­მეს.

- ქალ­ბა­ტო­ნებს ვურ­ჩევ, სა­დღე­სას­წა­უ­ლო გან­წყო­ბი­სა­მებრ იყ­ვნენ ჩაც­მუ­ლი. ჩემ­თვის ახალ წელ­თან ცოტა ბრჭყვი­ა­ლა და ხას­ხა­სა ფე­რე­ბი ასო­ცირ­დე­ბა. თუ ზამ­თრის კუ­რორტზე ხართ, თბი­ლად უნდა გეც­ვათ, მა­გა­ლი­თად, თუნ­დაც ნაქ­სო­ვი, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დე­ტა­ლით გა­ვა­ფორ­მოთ, ან თმის სა­მაგ­რით, ან წინ­დე­ბით, რაც ჩაც­მუ­ლო­ბას გა­მორ­ჩე­ულ იერ­სა­ხეს მის­ცემს.

- რა ფე­რის სა­მო­სის მორ­გე­ბა იქ­ნე­ბა უპ­რი­ა­ნი ამ დღეს?

- ნა­თე­ლი ფე­რე­ბი, ვერ­ცხლის­ფე­რი, ლურ­ჯი. წლე­ვან­დელ ტენ­დენ­ცი­ებს თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ წლე­ვან­დე­ლი ზამ­თა­რი ძა­ლი­ან ფე­რა­დია.

- რო­გორ უნდა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს ქალი, თუ ის ახალ წელს გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გი­ლას ხვდე­ბა?

- გა­აჩ­ნია ქა­ლის ფი­გუ­რას და სტილს, მაგ­რამ ამ დღის­თვის კაბა უფრო მი­სა­ღე­ბია, რად­გან ქალი ბევ­რად გა­მორ­ჩე­უ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა კა­ბა­ში, ვიდ­რე შარ­ვალ­ში. სი­ლუ­ე­ტი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად უნდა შე­ირ­ჩეს, მაგ­რამ უფრო სა­დღე­სას­წა­უ­ლოა აბ­რე­შუ­მის ან ში­ფო­ნის გრძე­ლი, ფრი­ა­ლა კაბა, ან თუნ­დაც გა­ბე­რი­ლი "პა­ჩკა", ან კლა­სი­კუ­რი სწო­რი ქვე­და­ბო­ლო. ძა­ლი­ან მომ­წონს გა­მოყ­ვა­ნი­ლი კა­ბე­ბი, მაგ­რამ თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლი უფრო ჩე­მია, გამ­ხდარ­საც და წო­ნი­ან ქალ­ბა­ტონ­საც მარ­ტი­ვად ერ­გე­ბა და ლა­მა­ზა­დაც გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

''ბეწვი კურორტზეც და ქალაქშიც ძალიან უხდება ახალ წელს''

''ბეწვი კურორტზეც და ქალაქშიც ძალიან უხდება ახალ წელს''

სამოსის შერჩევა ახალი წლის ღამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ქალბატონებისთვის რჩევები ამ კუთხით არასდროს არის ზედმეტი, ამიტომაც გთავაზობთ დიზაინერ აკა ნანიტაშვილის მოსაზრებებს, რისი მორგებაა სასურველი 31 დეკემბრის ღამეს. ''გრძელი ფერადი, ფრიალა კაბა, კლასიკური ფეხსაცმელი, წვრილი ქუსლითა და ცხვირით, ბეწვის ქურქი, სადღესასწაულო ჩანთა და თუ კაბა მოითხოვს, აქსესუარი''- ასეთია, აკას აზრით, იდეალური ''ლუქი'' ახალი წლის ღამეს.

- ქალბატონებს ვურჩევ, სადღესასწაულო განწყობისამებრ იყვნენ ჩაცმული. ჩემთვის ახალ წელთან ცოტა ბრჭყვიალა და ხასხასა ფერები ასოცირდება. თუ ზამთრის კურორტზე ხართ, თბილად უნდა გეცვათ, მაგალითად, თუნდაც ნაქსოვი, მაგრამ შეიძლება, განსაკუთრებული დეტალით გავაფორმოთ, ან თმის სამაგრით, ან წინდებით, რაც ჩაცმულობას გამორჩეულ იერსახეს მისცემს.

- რა ფერის სამოსის მორგება იქნება უპრიანი ამ დღეს?

- ნათელი ფერები, ვერცხლისფერი, ლურჯი. წლევანდელ ტენდენციებს თუ გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლევანდელი ზამთარი ძალიან ფერადია.

- როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი, თუ ის ახალ წელს განსაკუთრებულ ადგილას ხვდება?

- გააჩნია ქალის ფიგურას და სტილს, მაგრამ ამ დღისთვის კაბა უფრო მისაღებია, რადგან ქალი ბევრად გამორჩეულად გამოიყურება კაბაში, ვიდრე შარვალში. სილუეტი ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, მაგრამ უფრო სადღესასწაულოა აბრეშუმის ან შიფონის გრძელი, ფრიალა კაბა, ან თუნდაც გაბერილი ''პაჩკა'', ან კლასიკური სწორი ქვედაბოლო. ძალიან მომწონს გამოყვანილი კაბები, მაგრამ თავისუფალი სტილი უფრო ჩემია, გამხდარსაც და წონიან ქალბატონსაც მარტივად ერგება და ლამაზადაც გამოიყურება.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს