პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სამართალი
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - პარლამენტში მომხდარი ინციდენტი შესწავლილი იქნება და ყველა ზომა და სანქცია იქნება გამოყენებული
დავით უსუფაშვილი - პარლამენტში მომხდარი ინციდენტი შესწავლილი იქნება და ყველა ზომა და სანქცია იქნება გამოყენებული

პარ­ლა­მენ­ტში დღეს მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი შეს­წავ­ლი­ლი იქ­ნე­ბა და მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა ზომა და სან­ქცია იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა რიგ­გა­რე­შე სხდო­მის გა­ნახ­ლე­ბი­სას და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა. და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მყოფ კო­ლე­გებს მი­მარ­თა, რომ არა­ვის მის­ცენ სა­შუ­ა­ლე­ბა იმი­სა, რომ პარ­ლა­მენ­ტი მწყობ­რი­დან გა­მო­იყ­ვა­ნოს, რად­გან "მწყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლი პარ­ლა­მენ­ტი, არის მწყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლი ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო".

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, ამომ­რჩე­ველ­მა მათ ქვეყ­ნის ბედი ანდო, რა­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი სჭირ­დე­ბა, მათ შო­რის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და პრო­ვო­კა­ცი­ულ მოქ­მე­დე­ბებ­ზე.

"რაც პარ­ლა­მენ­ტში მოხ­და და რაც მო­სახ­ლე­ო­ბამ იხი­ლა, ამა­ზე ყვე­ლას ერ­თად გვაქვს სა­ფიქ­რა­ლი. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, ჩვე­ნი ამომ­რჩე­ვე­ლი ნამ­დვი­ლად არ იმ­სა­ხუ­რებს იმას, როცა პარ­ლა­მენ­ტის სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მსგავს ინ­ცი­დენ­ტებს ხე­დავ­დეს. ამის­თვის არ ვართ აქ. ამი­ტომ დღე­ვან­დე­ლი ინ­ცინ­დენ­ტი სრულ­ფა­სო­ვა­ნად გა­ირ­კვე­ვა - ყვე­ლა ზო­მის, უმ­კაც­რე­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რაც გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია რეგ­ლა­მენ­ტით და კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, სრუ­ლი­ად აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ამი­ტომ ეს მოხ­დე­ბა. ჩვენ გავ­ხდით მოწ­მე იმი­სა, რომ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხზე მსჯე­ლო­ბის დროს, არ ვიცი რა მო­ტი­ვით და რა მიზ­ნით, მოხ­და ის, რაც მოხ­და. შემ­დგო­მი რე­აქ­ცი­ე­ბი უკვე ჯაჭ­ვუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბით წა­ვი­და", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

უმ­ცი­რე­სო­ბის და უმ­რავ­ლე­ო­ბის წევ­რებს შო­რის ფი­ზი­კურ და სი­ტყვი­ერ და­პი­რის­პი­რე­ბას ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ა­ში კვო­ტე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ზე და პრო­ცე­დუ­რულ სა­კი­თხებ­ზე და­წყე­ბუ­ლი კა­მა­თი უძღვო­და წინ. პრო­ცე­დუ­რულ სა­კი­თხებ­ზე და­წყე­ბუ­ლი კა­მა­თი პო­ლი­ტი­კურ ბრალ­დე­ბებ­ში გა­და­ი­ზარ­და, რა­საც სა­ბო­ლო­ოდ ხელ­ჩარ­თუ­ლი ჩხუ­ბი მოჰ­ყვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

დავით უსუფაშვილი - პარლამენტში მომხდარი ინციდენტი შესწავლილი იქნება და ყველა ზომა და სანქცია იქნება გამოყენებული

დავით უსუფაშვილი - პარლამენტში მომხდარი ინციდენტი შესწავლილი იქნება და ყველა ზომა და სანქცია იქნება გამოყენებული

პარლამენტში დღეს მომხდარი ინციდენტი შესწავლილი იქნება და მომხდართან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა ზომა და სანქცია იქნება გამოყენებული. შესაბამისი განცხადება რიგგარეშე სხდომის განახლებისას დავით უსუფაშვილმა გააკეთა. დავით უსუფაშვილმა სხდომათა დარბაზში მყოფ კოლეგებს მიმართა, რომ არავის მისცენ საშუალება იმისა, რომ პარლამენტი მწყობრიდან გამოიყვანოს, რადგან "მწყობრიდან გამოსული პარლამენტი, არის მწყობრიდან გამოსული ქართული სახელმწიფო".

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამომრჩეველმა მათ ქვეყნის ბედი ანდო, რასაც განსაკუთრებული უნარ-ჩვევები სჭირდება, მათ შორის უპასუხისმგებლო და პროვოკაციულ მოქმედებებზე.

"რაც პარლამენტში მოხდა და რაც მოსახლეობამ იხილა, ამაზე ყველას ერთად გვაქვს საფიქრალი. ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ამომრჩეველი ნამდვილად არ იმსახურებს იმას, როცა პარლამენტის სხდომათა დარბაზში მსგავს ინციდენტებს ხედავდეს. ამისთვის არ ვართ აქ. ამიტომ დღევანდელი ინცინდენტი სრულფასოვანად გაირკვევა - ყველა ზომის, უმკაცრესი საშუალებების გამოყენება, რაც გათვალისწინებულია რეგლამენტით და კანონმდებლობით, სრულიად აუცილებელია. ამიტომ ეს მოხდება. ჩვენ გავხდით მოწმე იმისა, რომ კონკრეტულ საკითხზე მსჯელობის დროს, არ ვიცი რა მოტივით და რა მიზნით, მოხდა ის, რაც მოხდა. შემდგომი რეაქციები უკვე ჯაჭვური რეაქციებით წავიდა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უმცირესობის და უმრავლეობის წევრებს შორის ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში კვოტების გადანაწილებაზე და პროცედურულ საკითხებზე დაწყებული კამათი უძღვოდა წინ. პროცედურულ საკითხებზე დაწყებული კამათი პოლიტიკურ ბრალდებებში გადაიზარდა, რასაც საბოლოოდ ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა