სამართალი
პოლიტიკა
მეცნიერება
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლებამ აღიარა მონოპოლიის და კარტელური შეთანხმების გაგრძელება დღესაც" - შალვა ოგბაიძე
"ხელისუფლებამ აღიარა მონოპოლიის და კარტელური შეთანხმების გაგრძელება დღესაც" - შალვა ოგბაიძე

თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მსოფ­ლი­ო­ში საწ­ვავ­ზე ფა­სე­ბის კლე­ბის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"დღეს და­ი­წყო საწ­ვა­ვის ფა­სე­ბის რამ­დე­ნად­მე კლე­ბამ.

შე­ვარ­ცხვი­ნე ისე­თი ბიზ­ნეს-გა­რე­მო, რო­დე­საც ფას­წარ­მოქ­მნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ტა­ტა­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ხოლო ფა­სის და­წე­ვა პირ­და­პირ "აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბაა" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის. მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ფაქ­ტობ­რი­ვად აღი­ა­რა სა­ა­კაშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­ში მო­ნო­პო­ლი­ის და კარ­ტე­ლუ­რი შე­თან­ხმე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა დღე­საც.

აბა რას უნდა მი­ვა­წე­როთ ფა­სე­ბის დაკ­ლე­ბა?

სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე ად­რეც კლე­ბუ­ლობ­და ფა­სე­ბი, მაგ­რამ ქარ­თულ ბა­ზარ­ზე არ იკ­ლებ­და.

დღეს კი მათ "თა­მა­შის" წესს ღიად და­ე­მუქ­რა პრე­მი­ე­რი (რაც უდა­ვოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლია), მაგ­რამ კარ­გი იქ­ნე­ბო­და ეს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ებ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო.

ჰო, მარ­თლა:

საწ­ვა­ვის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი რო­დის აღ­დგე­ბა?

"სო­კა­რის" გო­გირ­დის შემ­ცველ­მა დი­ზე­ლის საწ­ვავ­მა კი­დევ რამ­დე­ნი ხანი უნდა გვწამ­ლოს?", - წერს ოგ­ბა­ი­ძე.

"არა­ნორ­მა­ლუ­რია ის, რომ მსოფ­ლი­ო­ში საწ­ვავ­ზე ფა­სე­ბის კლე­ბა ხდე­ბა თან­მიმ­დევ­რუ­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი დაგ­ვი­ა­ნე­ბით", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "ექ­სპო-ჯორ­ჯი­ა­ში" წლის შე­მა­ჯა­მე­ბელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, გარ­კვე­ვას სა­ჭი­რო­ებს, ხომ არ აქვს ად­გი­ლი მო­ნო­პო­ლი­ას ან რა­ი­მე კარ­ტე­ლურ შე­თან­ხმე­ბას.

"საწ­ვა­ვის ფასი მარ­თლაც მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხია პი­რა­დად ჩემ­თვის, რად­გან ვიცი, რომ მო­სახ­ლე­ო­ბას აწუ­ხებს. მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ის დღი­თი­დღე კლე­ბუ­ლობს, თუმ­ცა არ ხდე­ბა ამის ადეკ­ვა­ტუ­რი ასახ­ვა ქარ­თულ ბა­ზარ­ზე. ეს არის ჩემ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი. კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტო მუ­შა­ობს ამ სა­კი­თხზე და რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ას­რუ­ლებს პირ­ვე­ლად შეს­წავ­ლას - მას კო­მუ­ნი­კა­ცია აქვს იმ­პორ­ტი­ო­რებ­თან. რა თქმა უნდა, მე ვი­სურ­ვებ­დი, რომ კი­დევ უფრო მოხ­დეს საწ­ვა­ვის ფა­სის კლე­ბა. ასეც უნდა იყოს და ასეც იქ­ნე­ბა ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რად­გან არ შე­იძ­ლე­ბა სხვა­ნა­ი­რად იყოს. ჩვენ ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბით ამ პრო­ცესს, ვაკ­ვირ­დე­ბით თუ რო­გორ და­აკ­ლე­ბენ ფა­სებს იმ­პორ­ტი­ო­რე­ბი. ეს უნდა იყოს ადეკ­ვა­ტუ­რი. რა თქმა უნდა, არა­ნორ­მა­ლუ­რია ის, რომ მთელ მსოფ­ლი­ო­ში ხდე­ბა ფა­სე­ბის კლე­ბა თან­მიმ­დევ­რუ­ლად, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი - დაგ­ვი­ა­ნე­ბით. სა­ჭი­როა გარ­კვე­ვა, ხომ არ აქვს ად­გი­ლი რა­ი­მე კარ­ტე­ლურ შე­თან­ხმე­ბას და საქ­მე ხომ არ გვაქვს მო­ნო­პო­ლი­ებ­თან. ამას მალე გა­ვარ­კვევთ და ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა ექ­ნე­ბა ყვე­ლა­ფერს", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

"ხელისუფლებამ აღიარა მონოპოლიის და კარტელური შეთანხმების გაგრძელება დღესაც" - შალვა ოგბაიძე

"ხელისუფლებამ აღიარა მონოპოლიის და კარტელური შეთანხმების გაგრძელება დღესაც" - შალვა ოგბაიძე

თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე მსოფლიოში საწვავზე ფასების კლების შესახებ პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

"დღეს დაიწყო საწვავის ფასების რამდენადმე კლებამ.

შევარცხვინე ისეთი ბიზნეს-გარემო, როდესაც ფასწარმოქმნა ხელისუფლების დატატანებაზეა დამოკიდებული, ხოლო ფასის დაწევა პირდაპირ "აღიარებითი ჩვენებაა" ხელისუფლების. მხედველობაში მაქვს ის, რომ ხელისუფლებამ ფაქტობრივად აღიარა სააკაშვილის პერიოდში მონოპოლიის და კარტელური შეთანხმების გაგრძელება დღესაც.

აბა რას უნდა მივაწეროთ ფასების დაკლება?

საერთაშორისო ბაზარზე ადრეც კლებულობდა ფასები, მაგრამ ქართულ ბაზარზე არ იკლებდა.

დღეს კი მათ "თამაშის" წესს ღიად დაემუქრა პრემიერი (რაც უდავოდ მისასალმებელია), მაგრამ კარგი იქნებოდა ეს ახალი ხელისუფლების მუშაობის დაწყების პირველივე დღეებში გაკეთებულიყო.

ჰო, მართლა:

საწვავის ხარისხის კონტროლი როდის აღდგება?

"სოკარის" გოგირდის შემცველმა დიზელის საწვავმა კიდევ რამდენი ხანი უნდა გვწამლოს?", - წერს ოგბაიძე.

"არანორმალურია ის, რომ მსოფლიოში საწვავზე ფასების კლება ხდება თანმიმდევრულად, საქართველოში კი დაგვიანებით", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპო-ჯორჯიაში" წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, გარკვევას საჭიროებს, ხომ არ აქვს ადგილი მონოპოლიას ან რაიმე კარტელურ შეთანხმებას.

"საწვავის ფასი მართლაც მტკივნეული საკითხია პირადად ჩემთვის, რადგან ვიცი, რომ მოსახლეობას აწუხებს. მსოფლიო ბაზარზე ის დღითიდღე კლებულობს, თუმცა არ ხდება ამის ადეკვატური ასახვა ქართულ ბაზარზე. ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი. კონკურენციის სააგენტო მუშაობს ამ საკითხზე და რამდენიმე დღეში დაასრულებს პირველად შესწავლას - მას კომუნიკაცია აქვს იმპორტიორებთან. რა თქმა უნდა, მე ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მოხდეს საწვავის ფასის კლება. ასეც უნდა იყოს და ასეც იქნება ჩემი ინფორმაციით, რადგან არ შეიძლება სხვანაირად იყოს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს, ვაკვირდებით თუ როგორ დააკლებენ ფასებს იმპორტიორები. ეს უნდა იყოს ადეკვატური. რა თქმა უნდა, არანორმალურია ის, რომ მთელ მსოფლიოში ხდება ფასების კლება თანმიმდევრულად, საქართველოში კი - დაგვიანებით. საჭიროა გარკვევა, ხომ არ აქვს ადგილი რაიმე კარტელურ შეთანხმებას და საქმე ხომ არ გვაქვს მონოპოლიებთან. ამას მალე გავარკვევთ და ადეკვატური რეაგირება ექნება ყველაფერს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს