რატომ სცემეს რესტორანში "ნიჭიერის" მონაწილე გოჩა ჭაბუკაიძეს

რატომ სცემეს რესტორანში "ნიჭიერის" მონაწილე გოჩა ჭაბუკაიძეს

''ნიჭიერის''მესამე ნახევარფინალში გოჩა ჭაბუკაიძე ხალხის რჩეული გახდა. მუსიკოსი, მედავითნე, მომღერალი და ინსტუმენტალისტი ხალხმა პირველივე ტურიდან შეიყვარა და ფინალში გადაიყავანა.

დღეს ბატონი, გოჩა ჩვენი სტუმარია.

- დედაჩემს უნდოდა ექიმი გამოვსულიყავი. ამიტომ უფრო სწავლისკენ მიბიძგებდა. ცუდად არ ვსაწლობდი. წარმატებით დავამთავრე საშუალო სკოლა, შემდეგ პროფტექნიკუმი, მაგრამ ღვთის განგებით ვერ ჩავირიცხე სამედიცინო ინსტიტუტში. გულგატეხილიც ვიყავი ამის გამო. ერთმა ნათესავმა მითხრა, გული არ გაიტეხო, მუსიკალურზე სცადე, იქნებ ეს არის შენი გზაო. მეუღლეც იმავეს მირჩევდა და მამშვიდებდა. დავამთავრე მუსიკალური ხუთწლედი ოკარდეონის განხრით. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ჩავირიცხე თბილის მეორე საესრტადო სასწავლებელში და ფორტეპიანოს განხრით ვისწვალე. იქ შევხდი მაშინდელი როკჯგუფის ''მძიმე ჯვარის''სოლისტს, თეიმურაზ ბოჯგუას, რომელმაც ჯგუფში მიმიწვია, კლავიშზე დასაკრავად. იმ პერიოდიდან ჩემი მუსიკალური გემოვნება შეიცვალა. მანამდე თუ კლასიკას ვუსმენდი, ახლა ჰარდროკით დავინტერესდი. ვუსმენდი ''ფარფლებს", ''ქვინებს".

- თქვენი მუსიკალური ნიჭი გენეტიკურია?

- ალბათ, ჩვენს ოჯახში მღეროდა მამაც და პაპაც. თუში კაცი ვარ, სოფელი დართლოდან გახლავარ.

- კიდევ რა ინსტრუმენტზე უკრავთ?

- ოკარდეონზე, ფორტეპიანოზე, გიტარაზე.

- სიმღერით ოჯახის რჩენა ალბათ რთულია...

- როგორი პროფესიაც არ უნდა გქონდეს ადამიანს, თუ გულითა და სიყვარულით აკეთებ შენ საქმეს, ყველანაირ სირთულეს დაძლევ. ამას გვასწავლის უფალიც... ჯგუფი რომ დაიშალა, რესტორანსა და კომერციულ მუსიკას შევაფარე თავი. რეპერტუარიც თავისთავად შეიცვალა. მოქეიფე ადმიანების რეპერტუარზე გადავედი. მაგრამ ვცდილობდი, იქაც შემენარჩუნებინა ეთიკა, რაც მუსიკოსს სჭირდება. ვმღეროდი ცაბაძის, ლაღიძის სიმღერებს.

- დღეს რას იტყვით რესტორნის მომხმარებლის კულტურაზე?

- ჩემი მეგობრები ხშირად აღნიშნავენ, რომ ზედმეტად ემოციური ვარ. როცა სცენაზე გავდივარ და ბოლომდე ვიხარჯები მათგანაც იმავეს მოველი თითქოს. სითბოს ველი და როცა ვხედავ, რომ ისინი მხოლოდ ჭამაზე არიან გადასაული, მაღიზიანებს.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება