"ის რომ დამნაშავე ყოფილიყო, ჩვენ საქართველოში წავიდოდით" - ეთერ ბერიაშვილი მეუღლის დაკავებაზე

"ის რომ დამნაშავე ყოფილიყო, ჩვენ საქართველოში წავიდოდით" - ეთერ ბერიაშვილი მეუღლის დაკავებაზე

რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე პროექტ Voice-ის ქართველი მონაწილე, ეთერ ბერიაშვილი მეუღლის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:

"პოლიციას ჩემი ქმრის დანაშაულის მტკიცებულება არ გააჩნია. ერთადერთი არგუმენტი მაღაზიის სათვალთვალო კამერიდან ამოღებული ვიდეოა, სადაც ორი სილუეტი ჩანს და ერთ-ერთი ჩემს ქმარს ჰგავს. იმის ნაცვლად, რომ დამნაშავეები იპოვონ, პირველი ვინც მოხვდათ ხელში, ის დააკავეს. საქმე იმაშია, რომ დაკავებამდე ერთი კვირით ადრე ძიძასთან, რომელიც ჩვენს ბავშვთან ერთად იყო, პოლიციელი მოვიდა და რაღაც ფოტო უჩვენა უცნობი მამაკაცის. ბადრიმ იცოდა, რომ პოლიციელები ვიღაც მამაკაცს ეძებდნენ. თქვენ როგორ გგონიათ, ის რომ დამნაშავე იყოს, დაკავებას დაელოდებოდა? ის რომ დამნაშავე ყოფილიყო, ჩვენ საქართველოში წავიდოდით".

შეგახსენებთ, მოსკოვის პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც, გამოცემა "რეინბოუს" ინფორმაციით, საიუველირო სალონებზე სერიულ ყაჩაღურ თავდასხმებში არიან ეჭვმიტანილები. ერთ-ერთი დაკავებული რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე პროექტ Voice-ის ქართველი მონაწილის, ეთერ ბერიაშვილის მეუღლე ბადრი ბებიჭაძეა.

დაკავებულის ბინის ჩხრეკისას მოსკოვში ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა მილიონ რუბლზე მეტი თანხა, ტელეფონები და ნიღბები ამოიღეს, რომლებითაც თავდასხმებს ახორციელებდნენ. გამოძიების ინფორმაციით, მხოლოდ წელს ბებიჭაძემ 23 მილიონი იშოვა.

იხილეთ ვიდეო

ის რომ დამნაშავე ყოფილიყო, ჩვენ საქართველოში წავიდოდით"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება