პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს ღარიბაშვილი ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა პუტინი უკრაინისა და საქართველოს მტერი
რას პასუხობს ღარიბაშვილი ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა პუტინი უკრაინისა და საქართველოს მტერი

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი" უწო­და კი­თხვას, არის თუ არა ვლდი­მერ პუ­ტი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის სა­ერ­თო მტე­რი.

რო­გორც მან დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტა­ბუ­ლას" პა­სუ­ხად გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ მტრუ­ლად და მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვად ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მოქ­მე­დებს, რო­მე­ლიც შე­ი­ა­ღა­რე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში ჩარ­თვი­სა­კენ მო­უ­წო­დებს.

"ჩვენ ვართ პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი მთავ­რო­ბა - პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ჩვე­ნი ხალ­ხის წი­ნა­შე. ჩვენ უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ არ მო­ვიქ­ცე­ვით. ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, რუ­სუ­ლი ჯარი დგას ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, არის ურ­თუ­ლე­სი ვი­თა­რე­ბა რე­გი­ონ­ში, უკ­რა­ი­ნა ცე­ცხლის ალ­შია გახ­ვე­უ­ლი და თქვენს ფა­ვო­რიტ სა­ა­კაშ­ვილს ერ­თა­დერ­თი საზ­რუ­ნა­ვი აქვს – მოხ­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ფლიქ­ტი, არე­უ­ლო­ბა და სა­ქარ­თვე­ლო კი­დევ ერთხელ შე­ვი­დეს შე­ი­რა­ღე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში რუ­სეთ­თან. აი ეს არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ხალ­ხის მტრო­ბა, რა­საც ჩვენ არ და­ვუშ­ვებთ. მთე­ლი ფი­ლო­სო­ფია იმა­ში კი არ არის, ვინ უფრო გა­ბე­დუ­ლად იტყვის, რომ მტე­რია თუ არა, შე­ა­გი­ნებს თუ არა. საქ­მე იმა­შია, რომ უნდა ვი­ყოთ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ჩვენს თი­თო­ე­ულ გან­ცხა­დე­ბა­ზე. მე ვარ მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რი და უნდა გა­ვა­კე­თო გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა სი­კე­თის მომ­ტა­ნი ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის, ხალ­ხი­სათ­ვის და არა ის, რაც ქვე­ყა­ნას და­ა­ზი­ა­ნებს. ამ გან­ცხა­დე­ბით გინ­დათ გა­სი­ა­მოვ­ნოთ თქვენ და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" 20-კა­ცი­ა­ნი სექ­ტა. მე ამას არ და­ვუშ­ვებ, რად­გან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მაქვს ხალ­ხის და ქვეყ­ნის წი­ნა­შე", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რას პასუხობს ღარიბაშვილი ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა პუტინი უკრაინისა და საქართველოს მტერი

რას პასუხობს ღარიბაშვილი ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა პუტინი უკრაინისა და საქართველოს მტერი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "პროვოკაციული" უწოდა კითხვას, არის თუ არა ვლდიმერ პუტინი საქართველოსა და უკრაინის საერთო მტერი.

როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია "ტაბულას" პასუხად განაცხადა, საქართველოს მიმართ მტრულად და მოღალატეობრივად ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქმედებს, რომელიც შეიაღარებული ძალების წარმომადგენლებს უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისაკენ მოუწოდებს.

"ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა - პასუხისმგებლიანი ჩვენი ხალხის წინაშე. ჩვენ უპასუხისმგებლოდ არ მოვიქცევით. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რუსული ჯარი დგას ჩვენს ტერიტორიაზე, არის ურთულესი ვითარება რეგიონში, უკრაინა ცეცხლის ალშია გახვეული და თქვენს ფავორიტ სააკაშვილს ერთადერთი საზრუნავი აქვს – მოხდეს საქართველოში კონფლიქტი, არეულობა და საქართველო კიდევ ერთხელ შევიდეს შეირაღებულ დაპირისპირებაში რუსეთთან. აი ეს არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის მტრობა, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. მთელი ფილოსოფია იმაში კი არ არის, ვინ უფრო გაბედულად იტყვის, რომ მტერია თუ არა, შეაგინებს თუ არა. საქმე იმაშია, რომ უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი ჩვენს თითოეულ განცხადებაზე. მე ვარ მთავრობის მეთაური და უნდა გავაკეთო განცხადება, რომელიც იქნება სიკეთის მომტანი ჩვენი ქვეყნისათვის, ხალხისათვის და არა ის, რაც ქვეყანას დააზიანებს. ამ განცხადებით გინდათ გასიამოვნოთ თქვენ და "ნაციონალური მოძრაობის" 20-კაციანი სექტა. მე ამას არ დავუშვებ, რადგან პასუხისმგებლობა მაქვს ხალხის და ქვეყნის წინაშე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა