სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი კონკურსანტი სიმართლის დასამტკიცებლად შიმშილობის დაწყებას აპირებს
ყოფილი კონკურსანტი სიმართლის დასამტკიცებლად შიმშილობის დაწყებას აპირებს

ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის მო­ხე­ლე­თა შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი გუ­შინ დას­რულ­და. სა­კონ­კურ­სო/სა­ა­ტეს­ტა­ციო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­სა­ნიშნ კან­დი­და­ტუ­რებს უყა­რეს კენ­ჭი. კო­მი­სია ოფი­ცი­ა­ლურ სიას არ ასა­ჯა­რო­ებს იმ მო­ტი­ვით, რომ ჯერ შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი კონ­კურ­სან­ტებს უნდა და­ეგ­ზავ­ნოთ. თუმ­ცა, კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე პრე­ტენ­ზი­ე­ბი უკვე ის­მის.

"სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ის წევ­რი, თეა უჯ­მა­ჯუ­რი­ძე წუ­ხელ თა­ვის და­ქა­ლებს ურე­კავ­და და ატყო­ბი­ნებ­და, და­ი­ნიშ­ნე­თო. რა­ტომ­ღაც მე არ ჩამ­თვა­ლეს ღირ­სად, პა­სუ­ხი მა­ინც ეთ­ქვათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, და­ვუ­რე­კე უჯ­მა­ჯუ­რი­ძეს და გა­ვარ­კვიე, რომ არ­სად დამ­ნიშ­ნეს. იმ ად­გილ­ზე, სა­დაც მე მქონ­და გა­ნა­ცხა­დი გა­კე­თე­ბუ­ლი, სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის მე­ზო­ბე­ლი, ზუ­რაბ კოტ­რი­კა­ძე და­ნიშ­ნეს, რო­მე­ლიც სამი დღით ადრე, ჯერ კი­დევ კონ­კურ­სის და­ნიშ­ვნამ­დე ზე­ი­მობ­და ახალ თა­ნამ­დე­ბო­ბას" , - ამ­ბობს ერთ-ერთი კონ­კურ­სან­ტი, ლია ჩი­გო­გი­ძე.

ჩი­გო­გი­ძე სა­კუ­თა­რი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბის­თვის ბრძო­ლას აპი­რებს.

"გა­დავ­წყვი­ტე წა­ვი­დე პარ­ლა­მენ­ტის წინ და ჩემს შვი­ლებ­თან ერ­თად ვი­შიმ­ში­ლო. ვი­ნა­ი­დან ჩემი ქმა­რი მე­ო­რე ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დია, წა­ვი­ღებ ინ­ვა­ლი­დის ჯოხს. დღეს ოფი­ცი­ა­ლურ შე­დეგს და­ვე­ლო­დე­ბი და ხვა­ლი­დან შიმ­ში­ლო­ბას და­ვი­წყებ", - ამ­ბობს ჩი­გო­გი­ძე.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ყოფილი კონკურსანტი სიმართლის დასამტკიცებლად შიმშილობის დაწყებას აპირებს

ყოფილი კონკურსანტი სიმართლის დასამტკიცებლად შიმშილობის დაწყებას აპირებს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსი გუშინ დასრულდა. საკონკურსო/საატესტაციო კომისიის სხდომაზე თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურებს უყარეს კენჭი. კომისია ოფიციალურ სიას არ ასაჯაროებს იმ მოტივით, რომ ჯერ შეტყობინებები კონკურსანტებს უნდა დაეგზავნოთ. თუმცა, კომისიის გადაწყვეტილებებზე პრეტენზიები უკვე ისმის.

"საკონკურსო კომისიის წევრი, თეა უჯმაჯურიძე წუხელ თავის დაქალებს ურეკავდა და ატყობინებდა, დაინიშნეთო. რატომღაც მე არ ჩამთვალეს ღირსად, პასუხი მაინც ეთქვათ. მოგვიანებით, დავურეკე უჯმაჯურიძეს და გავარკვიე, რომ არსად დამნიშნეს. იმ ადგილზე, სადაც მე მქონდა განაცხადი გაკეთებული, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მეზობელი, ზურაბ კოტრიკაძე დანიშნეს, რომელიც სამი დღით ადრე, ჯერ კიდევ კონკურსის დანიშვნამდე ზეიმობდა ახალ თანამდებობას" , - ამბობს ერთ-ერთი კონკურსანტი, ლია ჩიგოგიძე.

ჩიგოგიძე საკუთარი სიმართლის დამტკიცებისთვის ბრძოლას აპირებს.

"გადავწყვიტე წავიდე პარლამენტის წინ და ჩემს შვილებთან ერთად ვიშიმშილო. ვინაიდან ჩემი ქმარი მეორე ჯგუფის ინვალიდია, წავიღებ ინვალიდის ჯოხს. დღეს ოფიციალურ შედეგს დაველოდები და ხვალიდან შიმშილობას დავიწყებ", - ამბობს ჩიგოგიძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა