ავსტრალიაში მომხდარი საზარელი ტრაგედიის დეტალები თანდათან ცხადი ხდება. სამართალდამცველი ორგანოები თავიანთ ეჭვს უკვე პრესასაც უზიარებენ. კერნსში სასტიკად მოკლული შვიდი და-ძმისა და მათი ბიძაშვილის მკვლელობაში პატარების დედაა ეჭვმიტანილი – 37 წლის მერსანე უორიამ თავის შვილებთან ძმიშვილიც მოკლა, რომელიც იმ დღეს მათთან იმყოფებოდა. შემდეგ კი თავი დაიჭრა. გვამები და დაზარალებული დედა ეჭვმიტანილის 20 წლის უფროსმა ვაჟმა იპოვა და მანვე გამოიძახა პოლიცია.
ბავშვებს შორის ყველაზე უმცროსი წლი-ნახევრისაა, უფროსი – 15 წლის. სახლში მრავალი დანა იპოვეს – სწორედ დანებით აქვთ მათ მიყენებული ჭრილობები.