სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მახარაძე: ''ყველაფრით ბედნიერი ვარ, რაც გამაჩნია და ვინც გამაჩნია''
გიორგი მახარაძე: ''ყველაფრით ბედნიერი ვარ, რაც გამაჩნია და ვინც გამაჩნია''

მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი მა­ხა­რა­ძე რამ­დე­ნი­მე წლის წინ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მა­შინ გა­იც­ნო, რო­დე­საც მა­რი­ამ რო­ი­ნიშ­ვილ­ზე და­ქორ­წინ­და. წყვილს ერთი შვი­ლი, ელე­ნე ჰყავს, თუმ­ცა და­შორ­დნენ. გი­ორ­გიმ რამ­დე­ნი­მე ფილმში სა­ინ­ტე­რე­სო გმი­რის როლი მო­ირ­გო, თუმ­ცა მას­თან ინ­ტერ­ვი­უს დროს ყო­ველ­თვის პი­რა­დი ამ­ბე­ბით ვინ­ტე­რეს­დე­ბით ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბარს კი გი­ორ­გი აღარ აპი­რებს. არ უნდა, მის ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლამ ხე­ლე­ბი აფა­თუ­როს.

- გი­ორ­გი, სე­რი­ალ"ტიფ­ლის­ში" მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის ჟურ­ნა­ლისტს თა­მა­შობ. შენს გმირ­ზე რისი თქმა შე­გიძ­ლია?

- ახალ­გაზ­რდა ჟურ­ნა­ლისტსა და ნი­ჭი­ერ მწე­რალს ვთა­მა­შობ. მისი სტა­ტი­ე­ბი მოს­წონთ, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის წე­რის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ეძ­ლე­ვა. საბა სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე წერს, იმ რე­ა­ლო­ბის­გან შორ­საა, რო­მელ­შიც ცხოვ­რობს. მაგ­რამ როცა და­ი­ნა­ხავს, მის ქა­ლაქ­ში რაც ხდე­ბა, სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბა, რა­საც ხე­დავს, ფურ­ცელ­ზე გა­და­ი­ტა­ნოს.

- მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნე­ში ცხოვ­რე­ბის სურ­ვი­ლი ხომ არ გა­გიჩ­ნდა?

- კი, ძა­ლი­ან მა­გა­რია. გა­და­ღე­ბე­ბიც ძა­ლი­ან მა­გა­რია. მომ­წონს კოს­ტი­უ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც გვაც­ვია. ნე­ბის­მი­ე­რი მსა­ხი­ო­ბის­თვის კარ­გია, როცა სხვა ეპო­ქას თა­მა­შობს."ტიფ­ლისს" ზოგი აკ­რი­ტი­კებს კი­დეც, მაგ­რამ ეს ბუ­ნებ­რი­ვია. ამ­ბო­ბენ, რომ იმ ეპო­ქა­ში იმ სი­ტყვებს არ ხმა­რობ­დნენ და ისე არ იგი­ნე­ბოდ­ნენ, რო­გორც სე­რი­ალ­ში. ამ კრი­ტი­კას ნა­წი­ლობ­რივ ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ ეს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი თბი­ლი­სია და არა ზუს­ტად იმ დრო­ის ასახ­ვა. რომ არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დე, ამ სე­რი­ალს ისე­დაც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვუ­ყუ­რებ­დი.

- სხვა რა პრო­ექ­ტებ­ში ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- ოთარ ეგა­ძე"ჭირ­ვე­უ­ლის მორ­ჯუ­ლე­ბას" დგამს. დღე და ღამე რე­პე­ტი­ცი­ე­ბი გვაქვს. პა­რა­ლე­ლუ­რად სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობს. ცოტა რთუ­ლი რე­ჟი­მი მაქვს, მაგ­რამ კარ­გია, ჩემი საქ­მით რომ ვიღ­ლე­ბი. ასე­ვე იგეგ­მე­ბა"პა­რა­დოქ­სის" გაგ­რძე­ლე­ბა. სე­რი­ა­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი ჩვენ­მა მე­ზო­ბელ­მა და მე­გო­ბარ­მა ქვე­ყა­ნამ, უკ­რა­ი­ნამ იყი­და. ერთ-ერთ არხზე გა­დის და მო­ი­თხო­ვეს მე­ო­რე სე­ზო­ნი. სა­ვა­რა­უ­დოდ, თე­ბერ­ვლი­დან გან­ვა­ახ­ლებთ გა­და­ღე­ბებს.

- თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გრჩე­ბა?

- ძა­ლი­ან ცოტა დრო მაქვს და სულ ვცდი­ლობ, შვილ­თან უფრო ბევ­რი დრო გა­ვა­ტა­რო. სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო პე­რი­ო­დი ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ და ყო­ველ­დღი­უ­რად მის ნახ­ვას ვერ ვა­ხერ­ხებ.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, მა­რი­ა­მის და­ბა­დე­ბის დღე იყო. მი­უ­ლო­ცე?

- იმ დღეს ბევ­რი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღეა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მახ­სოვ­და მა­რი­ა­მის და­ბა­დე­ბის დღე და მი­ვუ­ლო­ცე.

- ელე­ნე, რო­გორც ამ­ბო­ბენ, კარ­გად ცეკ­ვავს.

- ელე­ნეს ბევ­რი ნიჭი აქვს. კარ­გად ცეკ­ვავს და მგო­ნია, რომ კარ­გი სამ­სა­ხი­ო­ბო მო­ნა­ცე­მე­ბი აქვს. თვი­თონ­ვე იგო­ნებს რო­ლებს და თა­მა­შობს. ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გა­მოს­დის. დღეს მგო­ნია, რომ მისი ნიჭი ხე­ლოვ­ნე­ბის მხრივ გან­ვი­თარ­დე­ბა. მშობ­ლე­ბი ვურ­ჩევთ, მაგ­რამ თვი­თონ რა­საც აირ­ჩევს, სა­ბო­ლო­ოდ ის გა­მო­ვა.

- მა­რი­ა­მი მოგ­წონ­და პრო­ექტ"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" და გულ­შე­მატ­კივ­რობ­დი?

- ამ თე­მა­ზე სა­ერ­თოდ არ მინ­და ლა­პა­რა­კი. იმი­ტომ არა, რომ არ მომ­წონს მისი ცეკ­ვა. უბ­რა­ლოდ, არის პი­რა­დი თე­მე­ბი, რა­ზეც აღარ მინ­და ხმა­მაღ­ლა ლა­პა­რა­კი. არ მსი­ა­მოვ­ნებს, ჩემი ცხოვ­რე­ბა გან­ხილ­ვის თემა რომ ხდე­ბა. რო­გო­რი ცნო­ბი­ლიც უნდა გავ­ხდე, ყო­ველ­თვის ვეც­დე­ბი, ჩემი პი­რა­დი ამ­ბე­ბი ყვე­ლას გან­სა­ხილ­ვე­ლად არ გა­მო­ვი­ტა­ნო. ზოგს მოს­წონს ეს ყვე­ლა­ფე­რი და ლა­პა­რა­კობს, მე არ ვამ­ბობ, რომ ეს ცუ­დია. უბ­რა­ლოდ, ჩემი პი­რა­დი გად­მო­სა­ხე­დი­დან არაა სა­სი­ა­მოვ­ნო, როცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ნი­ხი­ლავს, ვის­თან რა ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

გიორგი მახარაძე: ''ყველაფრით ბედნიერი ვარ, რაც გამაჩნია და ვინც გამაჩნია''

გიორგი მახარაძე: ''ყველაფრით ბედნიერი ვარ, რაც გამაჩნია და ვინც გამაჩნია''

მსახიობი გიორგი მახარაძე რამდენიმე წლის წინ საზოგადოებამ მაშინ გაიცნო, როდესაც მარიამ როინიშვილზე დაქორწინდა. წყვილს ერთი შვილი, ელენე ჰყავს, თუმცა დაშორდნენ. გიორგიმ რამდენიმე ფილმში საინტერესო გმირის როლი მოირგო, თუმცა მასთან ინტერვიუს დროს ყოველთვის პირადი ამბებით ვინტერესდებით ჟურნალისტები. პირად ცხოვრებაზე საუბარს კი გიორგი აღარ აპირებს. არ უნდა, მის ცხოვრებაში ყველამ ხელები აფათუროს.

- გიორგი, სერიალ''ტიფლისში'' მეცხრამეტე საუკუნის ჟურნალისტს თამაშობ. შენს გმირზე რისი თქმა შეგიძლია?

- ახალგაზრდა ჟურნალისტსა და ნიჭიერ მწერალს ვთამაშობ. მისი სტატიები მოსწონთ, მაგრამ ყველაფრის წერის საშუალება არ ეძლევა. საბა სოციალურ საკითხებზე წერს, იმ რეალობისგან შორსაა, რომელშიც ცხოვრობს. მაგრამ როცა დაინახავს, მის ქალაქში რაც ხდება, სურვილი უჩნდება, რასაც ხედავს, ფურცელზე გადაიტანოს.

- მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრების სურვილი ხომ არ გაგიჩნდა?

- კი, ძალიან მაგარია. გადაღებებიც ძალიან მაგარია. მომწონს კოსტიუმები, რომლებიც გვაცვია. ნებისმიერი მსახიობისთვის კარგია, როცა სხვა ეპოქას თამაშობს.''ტიფლისს'' ზოგი აკრიტიკებს კიდეც, მაგრამ ეს ბუნებრივია. ამბობენ, რომ იმ ეპოქაში იმ სიტყვებს არ ხმარობდნენ და ისე არ იგინებოდნენ, როგორც სერიალში. ამ კრიტიკას ნაწილობრივ ვეთანხმები, მაგრამ ეს ალტერნატიული თბილისია და არა ზუსტად იმ დროის ასახვა. რომ არ ვმონაწილეობდე, ამ სერიალს ისედაც დიდი სიამოვნებით ვუყურებდი.

- სხვა რა პროექტებში ხარ დაკავებული?

- ოთარ ეგაძე''ჭირვეულის მორჯულებას'' დგამს. დღე და ღამე რეპეტიციები გვაქვს. პარალელურად სერიალის გადაღებებიც მიმდინარეობს. ცოტა რთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ კარგია, ჩემი საქმით რომ ვიღლები. ასევე იგეგმება''პარადოქსის'' გაგრძელება. სერიალის პირველი ნაწილი ჩვენმა მეზობელმა და მეგობარმა ქვეყანამ, უკრაინამ იყიდა. ერთ-ერთ არხზე გადის და მოითხოვეს მეორე სეზონი. სავარაუდოდ, თებერვლიდან განვაახლებთ გადაღებებს.

- თავისუფალი დრო გრჩება?

- ძალიან ცოტა დრო მაქვს და სულ ვცდილობ, შვილთან უფრო ბევრი დრო გავატარო. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ძალიან დაკავებული ვარ და ყოველდღიურად მის ნახვას ვერ ვახერხებ.

- რამდენიმე დღის წინ ყოფილი მეუღლის, მარიამის დაბადების დღე იყო. მიულოცე?

- იმ დღეს ბევრი მეგობრის დაბადების დღეა. რასაკვირველია, მახსოვდა მარიამის დაბადების დღე და მივულოცე.

- ელენე, როგორც ამბობენ, კარგად ცეკვავს.

- ელენეს ბევრი ნიჭი აქვს. კარგად ცეკვავს და მგონია, რომ კარგი სამსახიობო მონაცემები აქვს. თვითონვე იგონებს როლებს და თამაშობს. ყველაფერი კარგად გამოსდის. დღეს მგონია, რომ მისი ნიჭი ხელოვნების მხრივ განვითარდება. მშობლები ვურჩევთ, მაგრამ თვითონ რასაც აირჩევს, საბოლოოდ ის გამოვა.

- მარიამი მოგწონდა პროექტ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' და გულშემატკივ­რობდი?

- ამ თემაზე საერთოდ არ მინდა ლაპარაკი. იმიტომ არა, რომ არ მომწონს მისი ცეკვა. უბრალოდ, არის პირადი თემები, რაზეც აღარ მინდა ხმამაღლა ლაპარაკი. არ მსიამოვნებს, ჩემი ცხოვრება განხილვის თემა რომ ხდება. როგორი ცნობილიც უნდა გავხდე, ყოველთვის ვეცდები, ჩემი პირადი ამბები ყველას განსახილველად არ გამოვიტანო. ზოგს მოსწონს ეს ყველაფერი და ლაპარაკობს, მე არ ვამბობ, რომ ეს ცუდია. უბრალოდ, ჩემი პირადი გადმოსახედიდან არაა სასიამოვნო, როცა სოციალურ ქსელში მთელი საქართველო განიხილავს, ვისთან რა ურთიერთობა მაქვს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება