მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის უყვარდათ ერთმანეთი მზია ორველაშვილსა და გიგი გაჩეჩილაძეს - ''ჩვენ მარტო სალომეს გამო არ დავშორდით''
როდის უყვარდათ ერთმანეთი მზია ორველაშვილსა და გიგი გაჩეჩილაძეს - ''ჩვენ მარტო სალომეს გამო არ დავშორდით''

"ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" მზია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი და ზურა მან­ჯა­ვი­ძე სამ სა­უ­კე­თე­სო წყვილს შო­რის არი­ან. ბევრ სკან­დალ­თან ერ­თად, "ცეკ­ვე­ბის" მე­ხუ­თე სე­ზო­ნი იმი­თაც იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ბევ­რი ძლი­ე­რი წყვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მო­ცეკ­ვა­ვე მზია ორ­ვე­ლაშ­ვი­ლი უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა - მის­მა მე­უღ­ლე საშა ოხ­რი­მენ­კომ პრო­ექ­ტი და­ნარ­ჩენ ქო­რე­ოგ­რა­ფებ­თან ერ­თად და­ტო­ვა.

- ძა­ლი­ან კარ­გი მე­წყვი­ლე შემ­ხვდა, ზურა მან­ჯა­ვი­ძე კარ­გი პი­როვ­ნე­ბაა. ყო­ველ სე­ზონ­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პარტნი­ო­რე­ბი მხვდე­ბი­ან. ზურა იდე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია და ცეკ­ვის­თვის ყვე­ლა­ფერს აკე­თებს. 43 წლის გახ­და და ისე­თი მონ­დო­მე­ბუ­ლია, ისე ცეკ­ვავს, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ. ყო­ფი­ლა მო­მენ­ტი, რომ მე დავღ­ლილ­ვარ და მას უთ­ქვამს, ადე­ქი, ვი­ვარ­ჯი­შო­თო. სა­მე­ულ­ში შეს­ვლას ვე­ლო­დით და ძა­ლი­ან გაგ­ვი­ხარ­და, რად­გან ამ სე­ზონ­ში ყვე­ლა ძლი­ე­რი წყვი­ლი იყო. ყვე­ლა წყვილს ეგო­ნა, რომ პრო­ექტს და­ტო­ვებ­და. ღმერ­თის ნე­ბით და ჩვე­ნი წვა­ლე­ბით ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე მო­ვე­დით. ორი­ვე ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ფი­ნალ­ში გა­და­ვი­დეთ. რა თქმა უნდა, გული დაგ­ვწყდე­ბა, ფი­ნალ­ში რომ ვერ გა­და­ვი­დეთ, მაგ­რამ ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი გვყავს და ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. გა­მი­ხარ­დე­ბა, ნო­დი­კო და მა­რი­ა­მი რომ გა­ვიდ­ნენ ფი­ნალ­ში, ორი­ვე ჩემი მე­გო­ბა­რია და მათ ძა­ლი­ან და­ვუ­მე­გობ­რდი, მათ­თან პრო­ექ­ტის შემ­დე­გაც მექ­ნე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა.

- რო­გორ გრძნობ თავს იმ პრო­ექ­ტში, რო­მე­ლიც მე­უღ­ლემ, საშა ოხ­რი­მენ­კომ, სკან­და­ლით და­ტო­ვა?

- გული დამ­წყდა, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" დიმა, ალი­ო­ნა და საშა რომ აღარ არი­ან, მაგ­რამ სხვა გზა არ მაქვს. ამ პრო­ექ­ტში მე არა­ვინ მკრავს ხელს და ცუ­დად არ მექ­ცე­ვა. ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­დნენ, თბი­ლად მომ­პყრო­ბოდ­ნენ. რა თქმა უნდა, მაკ­ლია ის მო­მენ­ტი, რომ მე­უღ­ლე გვერ­დით არ მყავს და რჩე­ვებს არ ვე­კი­თხე­ბი. პრო­ექ­ტის ქო­რე­ოგ­რაფ გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს­თა­ნაც მივ­დი­ვარ და ვე­კი­თხე­ბი ყვე­ლა­ფერს, რაც მა­ინ­ტე­რე­სებს. ცუდს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, რად­გან ახ­ლაც კარ­გად ვარ და მა­ში­ნაც კარ­გად ვი­ყა­ვი. გავ­ბრაზ­დი იმა­ზე, რაც მოხ­და, მაგ­რამ ვერ წა­ვი­დო­დი, რად­გან კონ­ტრაქ­ტზე მაქვს ხელი მო­წე­რი­ლი. თუ რა­მეს ხელს ვკი­დებ, ბო­ლომ­დე ვა­კე­თებ. ჩემი წას­ვლა ღა­ლა­ტის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბო­და, რა­საც მე ვერ გა­ვა­კე­თებ­დი.

- ყვე­ლა­ზე მე­ტად რამ გა­გაბ­რა­ზა?

- ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან უცებ მოხ­და. გული დამ­წყდა, რომ კარ­გი ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი წა­ვიდ­ნენ. მათი ხელი ბევ­რს მო­აკ­ლდა, მათ შო­რის მეც. მომ­წონ­და, რა­საც ისი­ნი აკე­თებ­დნენ. ისი­ნი გვიდ­გამ­დნენ ცეკ­ვას და გვაძ­ლევ­დნენ მუ­სი­კას ცეკ­ვას­თან ერ­თად. პრო­ექ­ტში ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იყო და­ლა­გე­ბუ­ლი, იმი­ტომ, რომ მე­სა­მე წელი მუ­შა­ობ­დნენ. ახლა გიგი გვეხ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც, თუ რა­ი­მე არ მო­ე­წო­ნე­ბა ჩვენს დად­გმულ­ში, გა­დაგ­ვი­კე­თებს ხოლ­მე. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მთლი­ა­ნად ჩვენ ვდგამთ. სი­ახ­ლეს­თან შე­გუ­ე­ბა გა­მი­ჭირ­და. მინ­დო­და, ვინ­მე მომ­ხმა­რე­ბო­და, მაგ­რამ ახლა ალღო ავუ­ღე და პი­რი­ქით, მსი­ა­მოვ­ნებს, რომ თა­ვად ვდგამ ცეკ­ვებს. რა­ღაც ახა­ლი ვის­წავ­ლე.

- მას შემ­დეგ, რაც უკ­რა­ი­ნე­ლი ქო­რე­ოგ­რა­ფე­ბი პრო­ექ­ტი­დან წა­ვიდ­ნენ, გოჩა ჩერ­ტკო­ე­ვი შენ კარ­გად გა­ხა­სი­ა­თებს. რო­გორ ფიქ­რობ, ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ მომ­ხდა­რი სკან­და­ლი გა­და­ფა­როს?

- გო­ჩას ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბით ად­რეც გა­უ­კე­თე­ბია კარ­გი კო­მენ­ტა­რი. არ მიყ­ვარს სა­კუ­თა­რი თა­ვის ქება. არ მგო­ნია, გოჩა ამით სკან­და­ლის გა­და­ფარ­ვას ცდი­ლობ­დეს. ყვე­ლამ იცის, რომ პირ­ვე­ლი მო­ნა­წი­ლე ვარ, რო­მე­ლიც 50 სა­უ­კე­თე­სო მო­ცეკ­ვა­ვეს შო­რის და­მა­სა­ხე­ლეს. ვერ ვი­ტყვი, რომ ოდეს­მე ცუ­დად მომ­ქცე­ვია უკ­რა­ი­ნელ ქო­რე­ოგ­რა­ფებ­თან ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბის გამო. ყო­ველ­თვის პა­ტი­ვის­ცე­მით მომ­მარ­თავ­და. ალ­ბათ, ახლა უფრო მოს­წონს, რა­საც ვა­კე­თებ. მე თვი­თონ ვამ­ჩნევ ჩემს თავს, უფრო გა­ვიხ­სე­ნი და მგო­ნია, რომ გოჩა ამ­ჯე­რად ობი­ექ­ტუ­რია.

- იმ შემ­თხვე­ვა­ზე რას იტყვი, რაც მასა და ქო­რე­ოგ­რა­ფებს შო­რის მოხ­და?

- იმ მო­მენ­ტში მე მათ გვერ­დით არ ვყო­ფილ­ვარ. რო­გორც ამ­ბობ­დნენ, გო­ჩამ ხელი ჰკრა ალი­ო­ნას, ზოგი ამ­ბობს, რომ ხელი არ უკ­რია. თუ გო­ჩამ ხელი მარ­თლაც ჰკრა, ეს ლა­მა­ზი საქ­ცი­ე­ლი არ არის. თუ ისი­ნი იტყუ­ე­ბი­ან, არც ისაა ლა­მა­ზი საქ­ცი­ე­ლი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

როდის უყვარდათ ერთმანეთი მზია ორველაშვილსა და გიგი გაჩეჩილაძეს - ''ჩვენ მარტო სალომეს გამო არ დავშორდით''

როდის უყვარდათ ერთმანეთი მზია ორველაშვილსა და გიგი გაჩეჩილაძეს - ''ჩვენ მარტო სალომეს გამო არ დავშორდით''

''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მზია ორველაშვილი და ზურა მანჯავიძე სამ საუკეთესო წყვილს შორის არიან. ბევრ სკანდალთან ერთად, ''ცეკვების'' მეხუთე სეზონი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ბევრი ძლიერი წყვილი მონაწილეობდა. მოცეკვავე მზია ორველაშვილი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა - მისმა მეუღლე საშა ოხრიმენკომ პროექტი დანარჩენ ქორეოგრაფებთან ერთად დატოვა.

- ძალიან კარგი მეწყვილე შემხვდა, ზურა მანჯავიძე კარგი პიროვნებაა. ყოველ სეზონში არაჩვეულებრივი პარტნიორები მხვდებიან. ზურა იდეალური ადამიანია და ცეკვისთვის ყველაფერს აკეთებს. 43 წლის გახდა და ისეთი მონდომებულია, ისე ცეკვავს, გაოცებული ვარ. ყოფილა მომენტი, რომ მე დავღლილვარ და მას უთქვამს, ადექი, ვივარჯიშოთო. სამეულში შესვლას ველოდით და ძალიან გაგვიხარდა, რადგან ამ სეზონში ყველა ძლიერი წყვილი იყო. ყველა წყვილს ეგონა, რომ პროექტს დატოვებდა. ღმერთის ნებით და ჩვენი წვალებით ნახევარფინალამდე მოვედით. ორივე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ფინალში გადავიდეთ. რა თქმა უნდა, გული დაგვწყდება, ფინალში რომ ვერ გადავიდეთ, მაგრამ ძლიერი კონკურენტები გვყავს და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გამიხარდება, ნოდიკო და მარიამი რომ გავიდნენ ფინალში, ორივე ჩემი მეგობარია და მათ ძალიან დავუმეგობრდი, მათთან პროექტის შემდეგაც მექნება ურთიერთობა.

- როგორ გრძნობ თავს იმ პროექტში, რომელიც მეუღლემ, საშა ოხრიმენკომ, სკანდალით დატოვა?

- გული დამწყდა, ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' დიმა, ალიონა და საშა რომ აღარ არიან, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ამ პროექტში მე არავინ მკრავს ხელს და ცუდად არ მექცევა. ყოველთვის ცდილობდნენ, თბილად მომპყრობოდნენ. რა თქმა უნდა, მაკლია ის მომენტი, რომ მეუღლე გვერდით არ მყავს და რჩევებს არ ვეკითხები. პროექტის ქორეოგრაფ გიგი გაჩეჩილაძესთანაც მივდივარ და ვეკითხები ყველაფერს, რაც მაინტერესებს. ცუდს ვერაფერს ვიტყვი, რადგან ახლაც კარგად ვარ და მაშინაც კარგად ვიყავი. გავბრაზდი იმაზე, რაც მოხდა, მაგრამ ვერ წავიდოდი, რადგან კონტრაქტზე მაქვს ხელი მოწერილი. თუ რამეს ხელს ვკიდებ, ბოლომდე ვაკეთებ. ჩემი წასვლა ღალატის ტოლფასი იქნებოდა, რასაც მე ვერ გავაკეთებდი.

- ყველაზე მეტად რამ გაგაბრაზა?

- ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა. გული დამწყდა, რომ კარგი ქორეოგრაფები წავიდნენ. მათი ხელი ბევრს მოაკლდა, მათ შორის მეც. მომწონდა, რასაც ისინი აკეთებდნენ. ისინი გვიდგამდნენ ცეკვას და გვაძლევდნენ მუსიკას ცეკვასთან ერთად. პროექტში ყველაფერი სხვანაირად იყო დალაგებული, იმიტომ, რომ მესამე წელი მუშაობდნენ. ახლა გიგი გვეხმარება, რომელიც, თუ რაიმე არ მოეწონება ჩვენს დადგმულში, გადაგვიკეთებს ხოლმე. არის შემთხვევები, როდესაც მთლიანად ჩვენ ვდგამთ. სიახლესთან შეგუება გამიჭირდა. მინდოდა, ვინმე მომხმარებოდა, მაგრამ ახლა ალღო ავუღე და პირიქით, მსიამოვნებს, რომ თავად ვდგამ ცეკვებს. რაღაც ახალი ვისწავლე.

- მას შემდეგ, რაც უკრაინელი ქორეოგრაფები პროექტიდან წავიდნენ, გოჩა ჩერტკოევი შენ კარგად გახასიათებს. როგორ ფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ მომხდარი სკანდალი გადაფაროს?

- გოჩას ჩემთან დაკავშირებით ადრეც გაუკეთებია კარგი კომენტარი. არ მიყვარს საკუთარი თავის ქება. არ მგონია, გოჩა ამით სკანდალის გადაფარვას ცდილობდეს. ყველამ იცის, რომ პირველი მონაწილე ვარ, რომელიც 50 საუკეთესო მოცეკვავეს შორის დამასახელეს. ვერ ვიტყვი, რომ ოდესმე ცუდად მომქცევია უკრაინელ ქორეოგრაფებთან ცუდი ურთიერთობის გამო. ყოველთვის პატივისცემით მომმართავდა. ალბათ, ახლა უფრო მოსწონს, რასაც ვაკეთებ. მე თვითონ ვამჩნევ ჩემს თავს, უფრო გავიხსენი და მგონია, რომ გოჩა ამჯერად ობიექტურია.

- იმ შემთხვევაზე რას იტყვი, რაც მასა და ქორეოგრაფებს შორის მოხდა?

- იმ მომენტში მე მათ გვერდით არ ვყოფილვარ. როგორც ამბობდნენ, გოჩამ ხელი ჰკრა ალიონას, ზოგი ამბობს, რომ ხელი არ უკრია. თუ გოჩამ ხელი მართლაც ჰკრა, ეს ლამაზი საქციელი არ არის. თუ ისინი იტყუებიან, არც ისაა ლამაზი საქციელი.

იხილეთ გაგრძელება

ოთარ ტატიშვილის უმცროსი ვაჟი დაინიშნა - ვინ არის პოპულარული ექიმის სარძლო  (ფოტოები ულამაზესი წვეულებიდან)

"მამაჩემს უკვირს, რომ ხალხს შეიძლება ჩვენი გარეგნობა არ მოსწონდეს. გვეუბნება, რომ ანგელოზებს ვგავართ" - ბერას ცხოვრების უცნობი დეტალები

კლასიკური მუსიკის ფესტივალი "ღამის სერენადები" ფეისბუქ-გვერდზე 2 სექტემბერს პირდაპირ ეთერში კონცერტს გამართავს