მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქი - 37 წლის მანძილზე ჩემში არასდროს სასოწარკვეთილება არ ყოფილა
პატრიარქი - 37 წლის მანძილზე ჩემში არასდროს სასოწარკვეთილება არ ყოფილა

37 წლის მან­ძილ­ზე არას­დროს სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა ჩემ­ში, მე ვხე­დავ­დი ღვთის წყა­ლო­ბას, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა სვე­ტი­ცხო­ველ­ში ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

სვე­ტი­ცხოვ­ლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში საღ­მრთო ლი­ტურ­გია დას­რულ­და. წირ­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბი­ლებს ტრა­დი­ცი­უ­ლი ქა­და­გე­ბით მი­მარ­თა. უწ­მინ­დე­სის ქა­და­გე­ბამ­დე შეკ­რე­ბი­ლებს ამბა ალა­ვერ­დელ­მა, მიტ­რო­პო­ლიტ­მა და­ვით­მა მი­მარ­თა. მან მად­ლო­ბა შე­წი­რა უფალს პატ­რი­არ­ქის კურ­თხე­ვი­სათ­ვის და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნა. მიტ­რო­პო­ლიტ­მა პატ­რი­არ­ქის მოღ­ვა­წე­ო­ბის ეპო­ქა გა­იხ­სე­ნა და მას მზი­ა­ნი ღამე უწო­და.

"ჩვენ ამ ღა­მე­ში დიდ­მა და პა­ტა­რამ ერ­თად ვი­ა­რეთ და მზი­ან ნა­თელ­ში მიგ­ვიყ­ვა­ნა", - აღ­ნიშ­ნა მიტ­რო­პო­ლიტ­მა და­ვით­მა.

მე­უ­ფე და­ვი­თის შემ­დეგ უწ­მინ­დესს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ამ­ბი­ო­ნი­დან მი­მარ­თა და აღ­საყ­დრე­ბის 37-ე წელი მი­უ­ლო­ცა. პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ამ 37 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ურ­თუ­ლე­სი გან­საც­დე­ლე­ბი გა­მო­ი­ა­რა. მი­სი­ვე თქმით, პატ­რი­არ­ქი ერი­სათ­ვის იმედ­თან ასო­ცირ­დე­ბა, ერის­თვის კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბის, მიმ­ტე­ვებ­ლო­ბის, მა­მუ­ლიშ­ვი­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის მა­გა­ლი­თია.

პრე­მი­ე­რის შემ­დეგ ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბი­ლებს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა მი­მარ­თა და ქა­და­გე­ბა სი­ტყვებ­სი - "ჩვენ­თან არს ღმერ­თი" გან­მარ­ტე­ბით და­ი­წყო.

"ეს სი­ტყვე­ბი სწე­რია ბიბ­ლი­ა­ში და მოს­ვლის­თა­ნა­ვე, 1977 წლის 25 დე­კემ­ბერს, მე ვგრძნობ­დი, რომ ჩვენ­თან არს ღმერ­თი. მე ვგრძნობ­დი, ვხე­დავ­დი იმ გა­ჭირ­ვე­ბას, რო­მელ­ში­დაც იყო სა­ქარ­თვე­ლო და ჩვე­ნი ეკ­ლე­სია. ამა­ვე დროს, მე ვხე­დავ­დი, რომ ჩვენ ძა­ლი­ან ახ­ლოს ვი­ყა­ვით ღმერ­თთან და ღმერ­თი იყო ჩვენ­თან ახ­ლოს. ამი­ტომ ამ 37 წლის მან­ძილ­ზე არას­დროს სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა ჩემ­ში. მე ვხე­დავ­დი ღვთის წყა­ლო­ბას, იმ მადლს, რო­მე­ლიც მო­ე­ფი­ნე­ბა და, რო­მე­ლიც ეფი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს. ბიბ­ლი­ა­ში წე­რია, ვინც ღმერ­თს უყ­ვარს, იმას უგ­ზავ­ნის გან­საც­დე­ლებს, წმინ­და მა­მე­ბი რო­დე­საც ცხოვ­რობ­დნენ უდაბ­ნო­ში და გან­საც­დელ­ში არ იყ­ვნენ, წუხ­დნენ, ღმერ­თმა დაგ­ვიგ­ვი­წყაო. ღმერ­თმა არ დაგ­ვყი­ვი­წყა და არას­დროს არ დაგ­ვი­ვი­წყებს იმი­ტომ, რომ "ღმერ­თი ხე­დავს გულ­სა კა­ცი­სა­სა". ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნი და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია მო­წყა­ლე და მო­სიყ­ვა­რუ­ლე გუ­ლით", - აღ­ნიშ­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქმა წმინ­და იო­ა­ნე ღვთის­მე­ტყვე­ლის სი­ტყვე­ბი მო­იშ­ვე­ლია და გა­ნა­ცხა­და: ღმერ­თი არის სიყ­ვა­რუ­ლი. უწ­მინ­დე­სის თქმით, უფალ­მა ქარ­თვე­ლებს სიყ­ვა­რუ­ლის ნიჭი, მად­ლი უბო­ძა.

"ეს სიყ­ვა­რუ­ლი და ძალა ღვთი­სა მუ­დამ და­ი­ფა­რავს სა­ქარ­თვე­ლოს ხი­ლუ­ლი და უხი­ლა­ვი მტრე­ბი­სა­გან. 37 წელი მძი­მე იყო, იყო მზი­ა­ნი ღამე, მაგ­რამ იმედს, მზეს ვხე­დავ­დი, მად­ლო­ბა უფალს ამ იმე­დი­სათ­ვის. წყა­ლო­ბა ღვთი­სა, მად­ლი ღვთი­სა ყო­ველ­თვის გვფა­რავს"- აღ­ნიშ­ნა უწ­მინ­დეს­მა.

პატ­რი­არ­ქის თქმით, ჩვენ შევ­თხოვთ უფალს, ღვთის მად­ლი და სიყ­ვა­რუ­ლი მო­ფი­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს ღვთის­მშობ­ლის მე­ო­ხე­ბით. უწ­მინ­დეს­მა ისურ­ვა, ღმერ­თმა და­ი­ფა­როს, და­იც­ვას სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა.

სვე­ტი­ცხო­ველ­ში დღეს წმინ­და სპი­რი­დონ ტრი­მი­ფუნ­ტე­ლის და პატ­რი­არ­ქის აღ­საყ­დრე­ბის 37 წელ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვა გა­ი­მარ­თა. წირ­ვას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი, ასე­ვე სხვა­დას­ხვა ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტრე­ბი­დან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და ბერ-მო­ნაზვნე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

პატრიარქი - 37 წლის მანძილზე ჩემში არასდროს სასოწარკვეთილება არ ყოფილა

პატრიარქი - 37 წლის მანძილზე ჩემში არასდროს სასოწარკვეთილება არ ყოფილა

37 წლის მანძილზე არასდროს სასოწარკვეთილება არ ყოფილა ჩემში, მე ვხედავდი ღვთის წყალობას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია დასრულდა. წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს ტრადიციული ქადაგებით მიმართა. უწმინდესის ქადაგებამდე შეკრებილებს ამბა ალავერდელმა, მიტროპოლიტმა დავითმა მიმართა. მან მადლობა შეწირა უფალს პატრიარქის კურთხევისათვის და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ცხოვრების დეტალები გაიხსენა. მიტროპოლიტმა პატრიარქის მოღვაწეობის ეპოქა გაიხსენა და მას მზიანი ღამე უწოდა.

"ჩვენ ამ ღამეში დიდმა და პატარამ ერთად ვიარეთ და მზიან ნათელში მიგვიყვანა", - აღნიშნა მიტროპოლიტმა დავითმა.

მეუფე დავითის შემდეგ უწმინდესს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ამბიონიდან მიმართა და აღსაყდრების 37-ე წელი მიულოცა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართველმა ხალხმა ამ 37 წლის განმავლობაში ურთულესი განსაცდელები გამოიარა. მისივე თქმით, პატრიარქი ერისათვის იმედთან ასოცირდება, ერისთვის კაცთმოყვარეობის, მიმტევებლობის, მამულიშვილური სიყვარულის მაგალითია.

პრემიერის შემდეგ ტაძარში შეკრებილებს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა და ქადაგება სიტყვებსი - "ჩვენთან არს ღმერთი" განმარტებით დაიწყო.

"ეს სიტყვები სწერია ბიბლიაში და მოსვლისთანავე, 1977 წლის 25 დეკემბერს, მე ვგრძნობდი, რომ ჩვენთან არს ღმერთი. მე ვგრძნობდი, ვხედავდი იმ გაჭირვებას, რომელშიდაც იყო საქართველო და ჩვენი ეკლესია. ამავე დროს, მე ვხედავდი, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ღმერთთან და ღმერთი იყო ჩვენთან ახლოს. ამიტომ ამ 37 წლის მანძილზე არასდროს სასოწარკვეთილება არ ყოფილა ჩემში. მე ვხედავდი ღვთის წყალობას, იმ მადლს, რომელიც მოეფინება და, რომელიც ეფინება საქართველოს. ბიბლიაში წერია, ვინც ღმერთს უყვარს, იმას უგზავნის განსაცდელებს, წმინდა მამები როდესაც ცხოვრობდნენ უდაბნოში და განსაცდელში არ იყვნენ, წუხდნენ, ღმერთმა დაგვიგვიწყაო. ღმერთმა არ დაგვყივიწყა და არასდროს არ დაგვივიწყებს იმიტომ, რომ "ღმერთი ხედავს გულსა კაცისასა". ქართველი ადამიანი დაჯილდოებულია მოწყალე და მოსიყვარულე გულით", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები მოიშველია და განაცხადა: ღმერთი არის სიყვარული. უწმინდესის თქმით, უფალმა ქართველებს სიყვარულის ნიჭი, მადლი უბოძა.

"ეს სიყვარული და ძალა ღვთისა მუდამ დაიფარავს საქართველოს ხილული და უხილავი მტრებისაგან. 37 წელი მძიმე იყო, იყო მზიანი ღამე, მაგრამ იმედს, მზეს ვხედავდი, მადლობა უფალს ამ იმედისათვის. წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა ყოველთვის გვფარავს"- აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ჩვენ შევთხოვთ უფალს, ღვთის მადლი და სიყვარული მოფინოს საქართველოს ღვთისმშობლის მეოხებით. უწმინდესმა ისურვა, ღმერთმა დაიფაროს, დაიცვას სრულიად საქართველო და საქართველოს მთავრობა.

სვეტიცხოველში დღეს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის და პატრიარქის აღსაყდრების 37 წელთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა გაიმართა. წირვას პრემიერ-მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ასევე სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებიდან სასულიერო პირები და ბერ-მონაზვნები ესწრებოდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია