მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 უმდიდრესი ქართული ოჯახი - უზარმაზარი ქონება და სკანდალები
5 უმდიდრესი ქართული ოჯახი - უზარმაზარი ქონება და სკანდალები

მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არა­სო­დეს ასა­ჯა­რო­ვე­ბენ მათი ცხოვ­რე­ბის ამ­ბებს, თუმ­ცა და­ფა­რუ­ლი არა­ფე­რი რჩე­ბა, მით უმე­ტეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში. Ambebi.ge ხუთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მდი­და­რი ქარ­თუ­ლი ოჯა­ხის შე­სა­ხებ მო­გი­თხრობთ.

თე­მურ ალა­სა­ნია

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბიძა, თე­მურ ალა­სა­ნია ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. მისი და მისი ოჯა­ხის შე­სა­ხებ თბი­ლის­ში უამ­რა­ვი ჭორი და­დის. ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ალა­სა­ნი­ას შვი­ლე­ბი, ნიკა და გი­ორ­გი ალა­სა­ნი­ე­ბი თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ. ამ­ბო­ბენ, რომ მისი ვაჟი გი­ორ­გი "ტე­ლე­ი­მედ­ში" მუ­შა­ობ­და. რძა­ლი, ნიკა ალა­სა­ნი­ას მე­უღ­ლე ლიკა ევ­გე­ნი­ძე კი "სხვა შუ­ა­დღის" წამ­ყვა­ნი იყო "რუს­თა­ვი 2"-ზე. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ალა­სა­ნი­ე­ბი მა­ნ­ჰე­ტენ­ზე ცხვრო­ბენ. თე­მურ ალა­სა­ნი­ას რძა­ლი ლიკა ევ­გე­ნი­ძე კი ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბა. ამ­ბო­ბენ, რომ მათ ხში­რად სტუმ­რობს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თე­მურ ალა­სა­ნი­ას დის შვი­ლია.

ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი

ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი ქარ­თულ ბიზ­ნეს­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფი­გუ­რაა. მისი ქო­ნე­ბა 100 მი­ლი­ონ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი. ჩხარ­ტიშ­ვი­ლი და მისი ოჯა­ხი ამ­ჯე­რად ინ­გლის­ში ცხოვ­რობს. ბიზ­ნეს­მე­ნი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ნა­თია ჩხარ­ტიშ­ვი­ლი ხში­რად სტუმ­რო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს. ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი, წლე­ბის წინ, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მზის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი იყო, რო­მე­ლიც 2003 წელს გა­იხ­სნა. 2003 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ის ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ აირ­ჩი­ეს. 2006 წელს მან ტე­ლე­კომ­პა­ნია და­ვით ბეჟუ­აშ­ვილს მიჰ­ყი­და. ამ­ბო­ბენ, რომ ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლი ბენ­ზი­ნის ბიზ­ნეს­შიც არის ჩარ­თუ­ლი. ის ხში­რად ეხ­ვე­ო­და სკან­და­ლებ­ში, რო­გორც სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის და პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბის, ასე­ვე ოჯა­ხის წევ­რე­ბის, კერ­ძოდ შვი­ლე­ბის გამო. მისი ქა­ლიშ­ვი­ლის, ნა­თია ჩხარ­ტიშ­ვი­ლის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია. ის ბო­რის­პო­ლის აე­რო­პორ­ტი­დან მო­ი­ტა­ცეს, სა­დაც საქმროს­თან, შსს-ს ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­თან და­ვით ტა­ბუ­ცა­ძეს­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. ამ­ბო­ბენ, რომ ეს ოპე­რა­ცია ვანო ჩხარ­ტიშ­ვილ­მა და­გეგ­მა, რო­მელ­საც ტა­ბუ­ცა­ძე არ მოს­წონ­და სი­ძედ, თუმ­ცა ჩხარ­ტიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ და­ვი­თი ნა­თი­ას სა­ხელ­მწი­ფოს დაკ­ვე­თით და­უ­ახ­ლო­ვა, რად­გან ზე­გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნათ ვანო ჩხარ­ტიშ­ვილ­ზე. ნა­თია ჩხარ­ტიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ იყო ერთი სკან­და­ლი; მას მომ­ღე­რა­ლი, ან­სამ­ბლ "ალი­ლოს" წევ­რი ბექა ჩხა­ი­ძე უყ­ვარ­და, რო­მელ­საც ცო­ლად გაჰ­ყვა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით ეს უარ­ყო და ჩხა­ი­ძე ჩხარ­ტიშ­ვი­ლის გა­ტა­ცე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­პა­ტიმ­რეს. რაც შე­ე­ხე­ბა ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის ვაჟს, მი­ხე­ილ ჩხარ­ტიშ­ვილს, მან ყუ­რა­დღე­ბა ქორ­წი­ლით მი­იქ­ცია. მი­ხე­ილ ჩხარ­ტიშ­ვილ­მა გრან­დი­ო­ზულ ქორ­წი­ლი 2009 წელს წი­ნან­დალ­ში გა­და­ი­ხა­და, სა­დაც უზ­ბე­კი მი­ლი­არ­დე­რიც იმ­ყო­ფე­ბო­და სტუმ­რად, რო­მელ­მაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გივი სი­ხა­რუ­ლი­ძეს 200 000 დო­ლა­რი აჩუ­ქა.

თე­მურ უგუ­ლა­ვა

ბიზ­ნეს­მენ თე­მურ უგუ­ლა­ვას ქო­ნე­ბა, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით 60.000.000$ -ს შე­ად­გენს. ის კა­ზი­ნო "აჭა­რას" მფლო­ბე­ლი იყო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ­ჯე­რად უგუ­ლა­ვას სა­კუთ­რე­ბა­შია სას­ტუმ­რო­ე­ბი თბი­ლის­ში და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში. რამ­დე­ნი­მე თვის წინ "აჭა­რა­ბეთ­ში" ფი­ნა­ნუ­რი პო­ლი­ცია შე­ვი­და, სა­ხელ­მწი­ფო თე­მურ უგუ­ლა­ვას გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბას ედა­ვე­ბო­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, უგუ­ლა­ვა სა­ხელ­მწი­ფომ 120 მი­ლი­ო­ნით და­ა­ჯა­რი­მა, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მენ­მა უკვე გა­და­ი­ხა­და. თე­მურ უგუ­ლა­ვას რამ­დე­ნი­მე ცოლი ჰყავ­და, თუმ­ცა სა­მო­ქა­ლა­ქო ქორ­წი­ნე­ბა­ში დღემ­დე იმ­ყო­ფე­ბა ბაია და­ვი­თა­ი­ას­თან. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ბაია და­ვი­თა­ია ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ქარ­თვე­ლი ქა­ლია. ის ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. და­კა­ვე­ბუ­ლია საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბით და აუ­ტიზ­მით და­ა­ვა­დე­ბულ ბავ­შვებს ეხ­მა­რე­ბა.

კოტე გო­გე­ლია და მაკა ასა­თი­ა­ნი

კოტე გო­გე­ლი­ას და მაკა ასა­თი­ა­ნი ოჯა­ხი, ბოლო დროს აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. მათ წლე­ბის წინ იქორ­წი­ნეს და სა­ერ­თო ვაჟი, კონ­სტან­ტი­ნე ჰყავთ. მაკა ძი­რი­თა­დად შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობს, კოტე კი რუ­სეთ­ში, ამი­ტომ ხში­რად უწევთ მოგ­ზა­უ­რო­ბა. კოტე გო­გე­ლი­ას ქო­ნე­ბა არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, 50 000 000 დო­ლარს შე­ად­გენს. გო­გე­ლი­ას სა­კუ­თა­რი ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ის ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" მფლო­ბე­ლია. კი­დევ ერთი ბიზ­ნე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­საც არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად გო­გე­ლი­ას სა­ხელს უკავ­ში­რე­ბენ, გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რია, რო­მე­ლიც მაღ­ლი­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნდა აშენ­დეს.

გია ჯოხ­თა­ბე­რი­ძე

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის სიძე, გია ჯოხ­თა­ბე­რი­ძე ფი­ჭუ­რი კომ­პა­ნია "მაგ­თი­კო­მის" რე­ა­ლუ­რი მფლო­ბე­ლი და მმარ­თვე­ლია. 2004 წელს გია ჯოხ­თა­ბე­რი­ძე და­ა­კა­ვეს. ის იმ დროს აიყ­ვა­ნეს თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში, როცა პარტნი­ორ­თა შეკ­რე­ბა­ზე მიფ­რი­ნავ­და ამე­რი­კა­ში. ჯოხ­თა­ბე­რი­ძის მე­უღ­ლე მა­ნა­ნა შე­ვარ­დნა­ძე მე­უღ­ლის და­კა­ვე­ბას პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბად აფა­სებ­და და ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბით იმუქ­რე­ბო­და, თუმ­ცა ჯოხ­თა­ბე­რი­ძე­ე­ბის ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩა და ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­ნაგ­რძეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გია ჯოხ­თა­ბე­რი­ძე გუ­დი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმს აშე­ნებს, სა­დაც ხში­რად მი­დის და თა­ვად აკ­ვირ­დე­ბა მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცესს. სამ­შე­ნებ­ლო პრო­ექ­ტი, ცნო­ბილ­მა გერ­მა­ნულ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა W+P და Plan forward–მა და­აპ­რო­ექ­ტეს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

5 უმდიდრესი ქართული ოჯახი - უზარმაზარი ქონება და სკანდალები

5 უმდიდრესი ქართული ოჯახი - უზარმაზარი ქონება და სკანდალები

მდიდარი ადამიანები არასოდეს ასაჯაროვებენ მათი ცხოვრების ამბებს, თუმცა დაფარული არაფერი რჩება, მით უმეტეს, საქართველოში. Ambebi.ge ხუთი ყველაზე პოპულარული მდიდარი ქართული ოჯახის შესახებ მოგითხრობთ.

თემურ ალასანია

მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია ამერიკაში ცხოვრობს. მისი და მისი ოჯახის შესახებ თბილისში უამრავი ჭორი დადის. ოქტომბრის არჩევნებამდე ალასანიას შვილები, ნიკა და გიორგი ალასანიები თბილისში ცხოვრობდნენ. ამბობენ, რომ მისი ვაჟი გიორგი "ტელეიმედში" მუშაობდა. რძალი, ნიკა ალასანიას მეუღლე ლიკა ევგენიძე კი "სხვა შუადღის" წამყვანი იყო "რუსთავი 2"-ზე. როგორც ამბობენ, ალასანიები მანჰეტენზე ცხვრობენ. თემურ ალასანიას რძალი ლიკა ევგენიძე კი ამერიკის მოქალაქეობის მისაღებად ემზადება. ამბობენ, რომ მათ ხშირად სტუმრობს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თემურ ალასანიას დის შვილია.

ვანო ჩხარტიშვილი

ვანო ჩხარტიშვილი ქართულ ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურაა. მისი ქონება 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ჩხარტიშვილი და მისი ოჯახი ამჯერად ინგლისში ცხოვრობს. ბიზნესმენი და მისი ქალიშვილი ნათია ჩხარტიშვილი ხშირად სტუმრობენ საქართველოს. ვანო ჩხარტიშვილი, წლების წინ, ტელეკომპანია "მზის" ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომელიც 2003 წელს გაიხსნა. 2003 წლის სექტემბერში ის ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 2006 წელს მან ტელეკომპანია დავით ბეჟუაშვილს მიჰყიდა. ამბობენ, რომ ვანო ჩხარტიშვილი ბენზინის ბიზნესშიც არის ჩართული. ის ხშირად ეხვეოდა სკანდალებში, როგორც საკუთარი ბიზნესის და პოლიტიკური აქტიურობის, ასევე ოჯახის წევრების, კერძოდ შვილების გამო. მისი ქალიშვილის, ნათია ჩხარტიშვილის გარშემო განვითარებული მოვლენები ყველასთვის ცნობილია. ის ბორისპოლის აეროპორტიდან მოიტაცეს, სადაც საქმროსთან, შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსანთან დავით ტაბუცაძესთან ერთად იმყოფებოდა. ამბობენ, რომ ეს ოპერაცია ვანო ჩხარტიშვილმა დაგეგმა, რომელსაც ტაბუცაძე არ მოსწონდა სიძედ, თუმცა ჩხარტიშვილების ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ დავითი ნათიას სახელმწიფოს დაკვეთით დაუახლოვა, რადგან ზეგავლენა მოეხდინათ ვანო ჩხარტიშვილზე. ნათია ჩხარტიშვილის ცხოვრებაში კიდევ იყო ერთი სკანდალი; მას მომღერალი, ანსამბლ "ალილოს" წევრი ბექა ჩხაიძე უყვარდა, რომელსაც ცოლად გაჰყვა, თუმცა მოგვიანებით ეს უარყო და ჩხაიძე ჩხარტიშვილის გატაცების ბრალდებით დააპატიმრეს. რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილის ვაჟს, მიხეილ ჩხარტიშვილს, მან ყურადღება ქორწილით მიიქცია. მიხეილ ჩხარტიშვილმა გრანდიოზულ ქორწილი 2009 წელს წინანდალში გადაიხადა, სადაც უზბეკი მილიარდერიც იმყოფებოდა სტუმრად, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, გივი სიხარულიძეს 200 000 დოლარი აჩუქა.

თემურ უგულავა

ბიზნესმენ თემურ უგულავას ქონება, არაოფიციალური მონაცემებით 60.000.000$ -ს შეადგენს. ის კაზინო "აჭარას" მფლობელი იყო. როგორც ამბობენ, ამჯერად უგულავას საკუთრებაშია სასტუმროები თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. რამდენიმე თვის წინ "აჭარაბეთში" ფინანური პოლიცია შევიდა, სახელმწიფო თემურ უგულავას გადასახადებისგან თავის არიდებას ედავებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, უგულავა სახელმწიფომ 120 მილიონით დააჯარიმა, რომელიც ბიზნესმენმა უკვე გადაიხადა. თემურ უგულავას რამდენიმე ცოლი ჰყავდა, თუმცა სამოქალაქო ქორწინებაში დღემდე იმყოფება ბაია დავითაიასთან. როგორც ამბობენ, ბაია დავითაია ყველაზე მდიდარი ქართველი ქალია. ის ამერიკაში ცხოვრობს. დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით და აუტიზმით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

კოტე გოგელია და მაკა ასათიანი

კოტე გოგელიას და მაკა ასათიანი ოჯახი, ბოლო დროს აქტუალური გახდა. მათ წლების წინ იქორწინეს და საერთო ვაჟი, კონსტანტინე ჰყავთ. მაკა ძირითადად შვეიცარიაში ცხოვრობს, კოტე კი რუსეთში, ამიტომ ხშირად უწევთ მოგზაურობა. კოტე გოგელიას ქონება არაოფიციალური მონაცემებით, 50 000 000 დოლარს შეადგენს. გოგელიას საკუთარი ბიზნეს ინტერესები აქვს საქართველოშიც, ის ტელეკომპანია "მაესტროს" მფლობელია. კიდევ ერთი ბიზნესი საქართველოში, რომელსაც არაოფიციალურად გოგელიას სახელს უკავშირებენ, გაზგასამართი სადგურია, რომელიც მაღლივის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს.

გია ჯოხთაბერიძე

ედუარდ შევარდნაძის სიძე, გია ჯოხთაბერიძე ფიჭური კომპანია "მაგთიკომის" რეალური მფლობელი და მმართველია. 2004 წელს გია ჯოხთაბერიძე დააკავეს. ის იმ დროს აიყვანეს თბილისის აეროპორტში, როცა პარტნიორთა შეკრებაზე მიფრინავდა ამერიკაში. ჯოხთაბერიძის მეუღლე მანანა შევარდნაძე მეუღლის დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებდა და ქვეყნის დატოვებით იმუქრებოდა, თუმცა ჯოხთაბერიძეების ოჯახი საქართველოში დარჩა და ბიზნესსაქმიანობაც ჩვეულებრივად განაგრძეს. გავრცელებული ინფორმაციით, გია ჯოხთაბერიძე გუდიაშვილის ქუჩაზე სახვითი ხელოვნების მუზეუმს აშენებს, სადაც ხშირად მიდის და თავად აკვირდება მშენებლობის პროცესს. სამშენებლო პროექტი, ცნობილმა გერმანულმა კომპანიებმა W+P და Plan forward–მა დააპროექტეს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 46 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"აშშ-ში სტაჟირებამ უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემს შეხედულებებზე" - ახალგაზრდა კახელი ფერმერი ამერიკული გამოცდილებით

აჭარაში სტაციონარში კორონავირუსით ინფიცირებული 494 პაციენტი მკურნალობს - მათგან 41 მოზარდი და 15 ორსული

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"