თავდაცვის ყოფილი მინსიტრის ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე "მაესტროში" განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
"მაესტროდან რიგრიგობით გამოისტუმრეს (წამოვიდნენ) ყველა "ომის" ყველაზე შეუპოვარი გმირები და დააგვირგვინეს ვასიკო ოდიშვილით? ოდიშვილს რომ არხი შეელევა, ეს მთლად ისეუბრალოდ არ უნდა ხდებოდეს.
იმედია დიდხანს არ მოგვანატრებს თავს და მალე გააგრძელებს თავის საქმეს. ვასიკოს გადაცემა იყო საუკეთესო საინფორმაციო გადაცემა და მისი იუმორი გვჭირდებოდა ყველას, სიტუაციაც რომ სწორად აღგვექვა და ნებისმიერ პოლიტიკოსს, ჩემსას თუ სხვას, საკუთარი თავიც დაენახა გვერდიდან.
გასაკვირი ნაკლებადაა.. სახიფათო ტენდენციები კი აჩქარებული მეჩვენება, ან დროში კონცენტრირდა და ამიტომ მეჩვენება და საერთოდაც, იმედია, მეჩვენება )", - წერს ფანჯიკიძე.
"ამჯერად მე ცოტა უჩვეულო სიტუაციაში ვარ, რადგან ჩემს მიერ გაჟღერებული ეს განცხადება იქნება სერიოზული და ეს არ იქნება ხუმრობა," - მიმართა ვასიკო ოდიშვილმა მაყურებელს, "მაესტროს" 6 საათიანი საინფორმაციო გამოშვებისას.
ვასიკო ოდიშვილმა გუნდთან ერთად ტელევიზია დატოვა და განაცხადა, რომ სულ მალე ტელესივრცეში ახალი ტელეარხი გამოჩნდება სახელწოდებით "აბები" და ის პოლიტიკურ-სატირულ-იუმორისტულ პროექტს უკვე "მაესტროს" პირველ დამფუძნებლებთან ერთად გააგრძელებს.
ოდიშვილის განცხადებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადაცემა "აბები" დაგეგმილზე ადრე წყვეტს "მაესტროზე" მუშაობას.