პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წმინდა სინოდი - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან რუსეთის მიერ დადებული ე.წ. ხელშეკრულებები სამწუხარო და არაკანონიერია
წმინდა სინოდი - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან რუსეთის მიერ დადებული ე.წ. ხელშეკრულებები სამწუხარო და არაკანონიერია

წმინ­და სი­ნოდ­მა აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ იმ­სჯე­ლა. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მის ოქ­მშია ნათ­ქვა­მი, ეს მხა­რე­ე­ბი ის­ტო­რი­უ­ლად ყო­ველ­თვის იყო და არის სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში, რა­საც აღი­ა­რებს მსოფ­ლიო მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია, მათ შო­რის რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქოც.

"თუმ­ცა, დი­დად სამ­წუ­ხა­როა, რომ დღემ­დე არ გვეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა აქ სრულ­ყო­ფი­ლი მღვდელმსა­ხუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა, რაც არის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვა", -ნათ­ქვა­მია ოქ­მში.

სი­ნო­დის სხდო­მა­ზე ასე­ვე ით­ქვა, რომ "აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ღია ჭრი­ლო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სი, რო­მელ­თაც დრო­ე­ბით ვერ აკონ­ტრო­ლებს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა". "ფრი­ად სამ­წუ­ხა­როა და არა­კა­ნო­ნი­ე­რი ამ რე­გი­ო­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში რუ­სე­თის მიერ ბოლო დროს და­დე­ბუ­ლი ე.წ. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. იმე­დი გა­მო­ით­ქვა, რომ ღვთის მო­წყა­ლე­ბით და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­და­იდ­გმე­ვა რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი, რაც შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის ასი ათა­სო­ბით დევ­ნი­ლის მამა-პა­პი­სე­ულ სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ბე­ბას და აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს იუ­რის­დიქ­ცი­ის აღ­დგე­ნას", -ნათ­ქვა­მია სო­ნო­დის სხდო­მის ოქ­მში.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში სი­ნო­დის მო­რი­გი სხდო­მა 23 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თა. სხდო­მას სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი ილია მე­ო­რე თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

წმინდა სინოდი - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან რუსეთის მიერ დადებული ე.წ. ხელშეკრულებები სამწუხარო და არაკანონიერია

წმინდა სინოდი - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან რუსეთის მიერ დადებული ე.წ. ხელშეკრულებები სამწუხარო და არაკანონიერია

წმინდა სინოდმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ იმსჯელა. როგორც საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმშია ნათქვამი, ეს მხარეები ისტორიულად ყოველთვის იყო და არის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, რასაც აღიარებს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის რუსეთის საპატრიარქოც.

"თუმცა, დიდად სამწუხაროა, რომ დღემდე არ გვეძლევა საშუალება აქ სრულყოფილი მღვდელმსახურების განხორციელებისა, რაც არის ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა", -ნათქვამია ოქმში.

სინოდის სხდომაზე ასევე ითქვა, რომ "აღნიშნული ტერიტორიები განუყოფელი ნაწილია ჩვენი ქვეყნისა და ღია ჭრილობები საქართველოსი, რომელთაც დროებით ვერ აკონტროლებს ჩვენი ხელისუფლება". "ფრიად სამწუხაროა და არაკანონიერი ამ რეგიონებთან მიმართებაში რუსეთის მიერ ბოლო დროს დადებული ე.წ. ხელშეკრულებები. იმედი გამოითქვა, რომ ღვთის მოწყალებით და საერთაშორისო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით გადაიდგმევა რეალური ნაბიჯები, რაც შესაძლებელს გახდის ასი ათასობით დევნილის მამა-პაპისეულ სახლებში დაბრუბებას და აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენას", -ნათქვამია სონოდის სხდომის ოქმში.

საქართველოს საპატრიარქოში სინოდის მორიგი სხდომა 23 დეკემბერს გაიმართა. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე თავმჯდომარეობდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია