მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა

სა­პატ­რი­არ­ქომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მის ოქმი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში სი­ნო­დის მო­რი­გი სხდო­მა გუ­შინ გა­ი­მარ­თა. სხდო­მას თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი ილია მე­ო­რე. მდივ­ნად და­ი­ნიშ­ნა ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი თე­ო­დო­რე (ჭუ­ა­ძე).

წმინ­და სი­ნო­დის წევ­რებს მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სი­ტყვით მი­მარ­თა უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია II და ისა­უბ­რა იმ პრობ­ლე­მე­ბი­სა და გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლის წი­ნა­შეც დგას მთე­ლი მსოფ­ლიო და, გან­სა­კუთ­რე­ბით, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა.

"დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებს. მათ შო­რის: მწო­ლი­ა­რე, უპატ­რი­ნოდ დარ­ჩე­ნი­ლი ავად­მყო­ფე­ბის, მო­ხუ­ცე­ბის, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის პი­რე­ბის, მზრუნ­ვე­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას.

აღი­ნიშ­ნა, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა ეპარ­ქი­ებ­ში შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

მო­ის­მი­ნეს ინ­ფორ­მა­ცია მცხე­თა-თბი­ლი­სის ეპარ­ქი­ა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

მოხ­სე­ნე­ბა გა­ა­კე­თეს მღვდელმთავ­რებ­მაც: 1. ქუ­თა­თელ-გა­ე­ნა­თელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა კა­ლის­ტრა­ტემ (მარ­გა­ლი­ტაშ­ვი­ლი); 2. ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა თე­ო­დო­რემ (ჭუ­ა­ძე); 3. ბა­თუ­მი­სა და ლა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლიტ­მა დი­მიტ­რიმ (ში­ო­ლაშ­ვი­ლი); 4. ჭყონ­დი­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა პეტ­რემ (ცა­ა­ვა); 5. სხალ­თის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა სპი­რი­დონ­მა (აბუ­ლა­ძე);

სინ­დო­მა და­ად­გი­ნა: შემ­დგო­მი საქ­მი­ა­ნო­ბის უკეთ წარ­მარ­თვი­სათ­ვის ყვე­ლა ეპარ­ქი­ა­ში შე­იქ­მნას საბ­ჭო, რო­მელ­საც უხელ­მძღვა­ნე­ლებს მო­ძღვა­რი და სა­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად შე­ი­მუ­შა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ახა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი.

II. წმინ­და სი­ნოდ­მა იმ­სჯე­ლა აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ.

ეს მხა­რე­ე­ბი ის­ტო­რი­უ­ლად ყო­ველ­თვის იყო და არის სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში, რა­საც აღი­ა­რებს მსოფ­ლიო მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია და, მათ შო­რის, რუ­სე­თის სა­პატ­რი­არ­ქოც, თუმ­ცა დი­დად სამ­წუ­ხა­როა, რომ დღემ­დე არ გვეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა აქ სრულ­ყო­ფი­ლი მღვდელმსა­ხუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა, რაც არის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა შე­სა­ხებ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვა.

ით­ქვა, რომ: ა) აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ღია ჭრი­ლო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სი, რო­მელ­თაც დრო­ე­ბით ვერ აკონ­ტრო­ლებს ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

ბ) ფრი­ად სამ­წუ­ხა­როა და არა­კა­ნო­ნი­ე­რი ამ რე­გი­ო­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში რუ­სე­თის მიერ ბოლო დროს და­დე­ბუ­ლი ე.წ. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი.

გ) იმე­დი გა­მო­ით­ქვა, რომ ღვთის მო­წყა­ლე­ბით და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­და­იდ­გმე­ვა რე­ა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი, რაც შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის ასი ათა­სო­ბით დევ­ნი­ლის მამა-პა­პი­სე­ულ სახ­ლებ­ში დაბ­რუ­ბე­ბას და აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს იუ­რის­დიქ­ცი­ის აღ­დგე­ნას.

III. წმინ­და სი­ნოდ­ზე აღი­ნიშ­ნა, რომ:

ა) არას­წო­რად ხდე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა სა­ხელ­წი­ფოს მხრი­დან სა­პატ­რი­არ­ქო­სათ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც წარ­მო­ად­გენს ეკ­ლე­სი­ის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის ნა­წი­ლობ­რივ ანა­ზღა­უ­რე­ბას.

ბ) ეს თან­ხა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ აკ­მა­ყო­ფი­ლებს რე­ა­ლურ მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს, ხმარ­დე­ბა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბას და სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებს;

შე­იქ­მნა კო­მი­სია, რო­მე­ლიც იმუ­შა­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ბი­უ­ჯე­ტის იმ ნა­წილ­ზე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს სა­ხელ­მწი­ფოს მიერ კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით გა­მო­ყო­ფილ თან­ხებს.

კო­მი­სი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არი­ან: 1. ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი თე­ო­დო­რე (ჭუ­ა­ძე); 2. ხო­ნი­სა და სამ­ტრე­დი­ის მიტ­რო­პო­ლი­ტი საბა (გი­გი­ბე­რია); 3. ვა­ნი­სა და ბაღ­და­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი ან­ტო­ნი (ბუ­ლუ­ხია); 4. რუს­თა­ვის მიტ­რო­პო­ლი­ტი იო­ა­ნე (გამ­რე­კე­ლი); 5. ბოდ­ბე­ლი ეპის­კო­პო­სი ია­კო­ბი (ია­კო­ბაშ­ვი­ლი);

IV. წმინ­და სი­ნოდ­მა გა­ნი­ხი­ლა ტაძ­რე­ბი­სა და სა­ეკ­ლე­სიო ქო­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის სა­კი­თხი.

ამ თე­მა­ზე სა­მუ­შა­ოდ შე­იქ­მნა კო­მი­სია შემ­დე­გი შე­მად­გენ­ლო­ბით: 1. მრო­ველ-ურ­ბნე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი იობი (აქი­აშ­ვი­ლი); 2. ალა­ვერ­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი და­ვი­თი (მა­ხა­რა­ძე); 3. ხო­ნი­სა და სამ­ტრე­დის მიტ­რო­პო­ლი­ტი საბა(გი­გი­ბე­რია);

4. ბოდ­ბე­ლი ეპის­კო­პო­სი ია­კო­ბი (ია­კო­ბაშ­ვი­ლი); 5. მარ­გვე­თი­სა და უბი­სის ეპის­კო­პო­სი დი­მიტ­რი (კა­პა­ნა­ძე);

V. მოს­მე­ნილ იქნა მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქის, კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლი­სა და ახა­ლი რო­მის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს ბარ­თლო­მე­ოს I წე­რი­ლი სა­ზღვარ­გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ეპარ­ქი­ე­ბის შე­სა­ხებ.

სა­კი­თხის შე­სას­წავ­ლად შე­იქ­მნა კო­მი­სია: 1.და­სავ­ლეთ ევ­რო­პის მიტ­რო­პო­ლი­ტი აბ­რა­ა­მი (გარ­მე­ლია); 2.ცურ­ტა­ვე­ლი მიპ­რო­პო­ლი­ტი ვახ­ტან­გი (ახვლე­დი­ა­ნი); 3.ხო­ბი­სა და ფო­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი გრი­გო­ლი (ბერ­ბი­ჭაშ­ვი­ლი);

4.ზუგ­დი­დი­სა და ცა­ი­შის მიტ­რო­პო­ლი­ტი გე­რა­სი­მე (შა­რა­შე­ნი­ძე); 5.გო­რი­სა და ატე­ნის მიტ­რო­პო­ლი­ტი ან­დრია (გვა­ზა­ვა); 6. დმა­ნი­სი­სა და აგა­რაკ-ტა­ში­რის, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ირ­ლან­დი­ის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი ზე­ნო­ნი (ია­რა­ჯუ­ლი); 7.გერ­მა­ნი­ი­სა და ავ­სტრი­ის ეპის­კო­პო­სი ლა­ზა­რე (სა­მად­ბე­გიშ­ვი­ლი); 8.ბელ­გი­ი­სა და ჰო­ლან­დი­ის ეპის­კო­პო­სი დო­სი­თე (ბოგ­ვე­რა­ძე); 9.ჩრდი­ლო-ამე­რი­კის ეპის­კო­პო­სი საბა (ინწკირ­ვე­ლი) .

მღვდელმთავ­რებს და­ე­ვა­ლათ, სა­ზღვარ­გა­რეთ არ­სე­ბულ მათ ეპარ­ქი­ებ­ში გა­ეც­ნონ მომ­ქმედ სა­ე­რო კა­ნო­ნებ­სა და სა­ეკ­ლე­სიო პრაქ­ტი­კას და წარ­მო­ად­გი­ნონ ინ­ფორ­მა­ცია.

VI. წმინ­და სი­ნოდ­მა მო­ის­მი­ნა გო­რი­სა და ატე­ნის მიტ­რო­პო­ლიტ ან­დრი­ას (გვა­ზა­ვა) მოხ­სე­ნე­ბა 2014წლის სექ­ტემ­ბერ­ში შამ­ბეზ­ში გა­მარ­თუ­ლი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ.

VII. და­ი­გეგ­მა, მო­მა­ვა­ლი წლის გა­ზა­ფხულ­ზე თბი­ლის­ში ჩა­ტარ­დეს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია თე­მა­ზე "ქრის­ტი­ნე­ბი და მუს­ლი­მე­ბი მშვი­დო­ბი­სათ­ვის", -ნათ­ქვა­მია წმინ­და სი­ნო­დის სხდო­მის ოქ­მში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა

საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა

საპატრიარქომ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. საქართველოს საპატრიარქოში სინოდის მორიგი სხდომა გუშინ გაიმართა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე. მდივნად დაინიშნა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე).

წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II და ისაუბრა იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც დგას მთელი მსოფლიო და, განსაკუთრებით, ჩვენი ქვეყანა.

"დიდი ყურადღება მიექცა საქართველოში არსებულ სოციალურ პრობლემებს. მათ შორის: მწოლიარე, უპატრინოდ დარჩენილი ავადმყოფების, მოხუცების, შეზღუდული შესაძლებლობების პირების, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მდგომარეობას.

აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა ეპარქიებში შეძლებისდაგვარად მიმდინარეობს, თუმცა გაცილებით მეტია გასაკეთებელი.

მოისმინეს ინფორმაცია მცხეთა-თბილისის ეპარქიაში განხორციელებული სოციალური დახმარებების შესახებ.

მოხსენება გააკეთეს მღვდელმთავრებმაც: 1. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა კალისტრატემ (მარგალიტაშვილი); 2. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე); 3. ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი); 4. ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა); 5. სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა (აბულაძე);

სინდომა დაადგინა: შემდგომი საქმიანობის უკეთ წარმართვისათვის ყველა ეპარქიაში შეიქმნას საბჭო, რომელსაც უხელმძღვანელებს მოძღვარი და საერო პირებთან ერთად შეიმუშავებული იქნება ახალი სოციალური პროექტები.

II. წმინდა სინოდმა იმსჯელა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ეს მხარეები ისტორიულად ყოველთვის იყო და არის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში, რასაც აღიარებს მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია და, მათ შორის, რუსეთის საპატრიარქოც, თუმცა დიდად სამწუხაროა, რომ დღემდე არ გვეძლევა საშუალება აქ სრულყოფილი მღვდელმსახურების განხორციელებისა, რაც არის ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა.

ითქვა, რომ: ა) აღნიშნული ტერიტორიები განუყოფელი ნაწილია ჩვენი ქვეყნისა და ღია ჭრილობები საქართველოსი, რომელთაც დროებით ვერ აკონტროლებს ჩვენი ხელისუფლება.

ბ) ფრიად სამწუხაროა და არაკანონიერი ამ რეგიონებთან მიმართებაში რუსეთის მიერ ბოლო დროს დადებული ე.წ. ხელშეკრულებები.

გ) იმედი გამოითქვა, რომ ღვთის მოწყალებით და საერთაშორისო საზოგადოების აზრის გათვალისწინებით გადაიდგმევა რეალური ნაბიჯები, რაც შესაძლებელს გახდის ასი ათასობით დევნილის მამა-პაპისეულ სახლებში დაბრუბებას და აღნიშნულ ტერიტორიებზე საქართველოს სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენას.

III. წმინდა სინოდზე აღინიშნა, რომ:

ა) არასწორად ხდება საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება სახელწიფოს მხრიდან საპატრიარქოსათვის გამოყოფილი თანხის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას.

ბ) ეს თანხა, რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებს რეალურ მოთხოვნილებებს, ხმარდება მომავალი თაობის სწავლა-განათლებას და სოციალურ პროექტებს;

შეიქმნა კომისია, რომელიც იმუშავებს საქართველოს საპატრიარქოს ბიუჯეტის იმ ნაწილზე, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის სახით გამოყოფილ თანხებს.

კომისიის შემადგენლობაში არიან: 1. ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); 2. ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია); 3. ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი (ბულუხია); 4. რუსთავის მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი); 5. ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი);

IV. წმინდა სინოდმა განიხილა ტაძრებისა და საეკლესიო ქონების რეგისტრაციის საკითხი.

ამ თემაზე სამუშაოდ შეიქმნა კომისია შემდეგი შემადგენლობით: 1. მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი); 2. ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე); 3. ხონისა და სამტრედის მიტროპოლიტი საბა(გიგიბერია);

4. ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი); 5. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე);

V. მოსმენილ იქნა მსოფლიო პატრიარქის, კონსტანტინოპოლისა და ახალი რომის მთავარეპისკოპოს ბართლომეოს I წერილი საზღვარგარეთ არსებული საქართველოს საპატრიარქოს ეპარქიების შესახებ.

საკითხის შესასწავლად შეიქმნა კომისია: 1.დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია); 2.ცურტაველი მიპროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი); 3.ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი);

4.ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე); 5.გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); 6. დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული); 7.გერმანიისა და ავსტრიის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი); 8.ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე); 9.ჩრდილო-ამერიკის ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი) .

მღვდელმთავრებს დაევალათ, საზღვარგარეთ არსებულ მათ ეპარქიებში გაეცნონ მომქმედ საერო კანონებსა და საეკლესიო პრაქტიკას და წარმოადგინონ ინფორმაცია.

VI. წმინდა სინოდმა მოისმინა გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) მოხსენება 2014წლის სექტემბერში შამბეზში გამართული მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედრის შესახებ.

VII. დაიგეგმა, მომავალი წლის გაზაფხულზე თბილისში ჩატარდეს საერთაშორისო კონფერენცია თემაზე ,,ქრისტინები და მუსლიმები მშვიდობისათვის", -ნათქვამია წმინდა სინოდის სხდომის ოქმში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია