მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილების საიდუმლო შეხვედრა - რა გელით ახალი წლის ღამეს
ცნობილების საიდუმლო  შეხვედრა - რა გელით ახალი წლის ღამეს

"მა­რაო რუს­თა­ვი 2"-მა სა­ა­ხალ­წლო სამ­ზა­დი­სი ერთი თვის წინ და­ი­წყო და გა­სულ კვი­რას გრან­დი­ო­ზუ­ლი ახა­ლი წლის პროგ­რა­მის ჩა­წე­რით და­ას­რუ­ლა. "რე­ი­ტინ­გი" ერთ-ერთ ძა­ლი­ან ლა­მაზ სა­რეს­ტორ­ნო სივ­რცე­ში მო­წყო­ბილ გა­და­ღე­ბებს და­ეს­წრო. აქ იყ­ვნენ "მა­რა­ოს" გა­დაპ­რან­ჭუ­ლი ტე­ლე­სა­ხე­ე­ბი, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც "მა­რა­ოს" პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში მის გა­და­ცე­მებ­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნე­ბით თუ უნებ­ლი­ეთ.

ერთ დარ­ბაზ­ში თავი მო­ი­ყა­რეს შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის "ქმრებ­მა", მო­ღა­ლა­ტე­ო­ბას შემ­თხვე­ვით თუ არა­შემ­თხვე­ვით გა­დარ­ჩე­ნილ­მა მე­უღ­ლე­ებ­მა, ძა­ლი­ან ში­ლი­ფად ჩაც­მულ­მა მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­მა, მო­დელ­მა გოგო-ბი­ჭებ­მა, უსაყ­ვარ­ლეს­მა პა­ტა­რებ­მა, რომ­ლე­ბიც ოთო ნემ­სა­ძეს­თან ერ­თად სან­ტა­ზე სიმ­ღე­რის შე­სას­რუ­ლებ­ლად შე­იკ­რიბ­ნენ, მა­ნამ­დე კი ფო­ი­ე­ში ცნო­ბილ სა­ხე­ებ­თან ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბით ირ­თობ­დნენ თავს და ა.შ.

"მა­რა­ოს" გუნ­დი მაია ასა­თი­ან­თან ერ­თად, რო­მე­ლიც, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არ­ხის დი­რექ­ტო­რია, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო სა­ა­ხალ­წლო სა­ღა­მოს გვპირ­დე­ბა ჯერ "მა­რა­ო­ზე", 31 დე­კემ­ბერს, სა­ღა­მოს ათი სა­ა­თი­დან, შემ­დეგ კი პირ­ველ იან­ვარს, უკვე "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში, რო­დე­საც მათი მომ­ზა­დე­ბუ­ლი ახა­ლი წლის შოუ დე­დო­ბილ არხზე გა­და­ი­ნაც­ვლებს.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ჩა­წე­რას. სა­ღა­მოს ექ­ვსი სა­ა­თი­დან დარ­ბაზ­ში შეკ­რე­ბა და­ი­წყეს არ­ხის სა­ხე­ებ­მა: ნინა წკრი­ა­ლაშ­ვილ­მა, ოთო ფო­ლა­დაშ­ვილ­მა, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილ­მა, თიკო სა­დუ­ნიშ­ვილ­მა, თიკა ფა­ცა­ცი­ამ, ნიკა გრი­გო­ლი­ამ, ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვილ­მა…, სა­ა­ხალ­წლო გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბად ისი­ნი წყვილ-წყვი­ლად მოგ­ვევ­ლი­ნე­ბი­ან.

ახლა კი ორი­ოდ სი­ტყვა თა­ვად პროგ­რა­მის შე­სა­ხებ. გა­და­ცე­მა­ში ნა­ხავთ და მო­ის­მენთ იმ ქა­ვე­რებს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დროს ქარ­თველ ცნო­ბილ მომ­ღერ­ლებს "პრო­ფი­ლის" ეთერ­ში შე­უს­რუ­ლე­ბი­ათ, ასე­ვე "მა­რა­ოს" წამ­ყვან­თა მიერ ჩა­წე­რი­ლი ჰიმ­ნიც აჟ­ღერ­დე­ბა. თა­ვად გა­და­ღე­ბებ­ზე ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო გა­რე­მო იყო. ნიკა გრი­გო­ლია ყვე­ლა ნომ­რის ჩა­წე­რის შემ­დეგ სცე­ნის­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და და დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას უფრო მეტი აქ­ტი­უ­რო­ბი­სა და აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და. თან, ახ­სე­ნებ­და, არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ ახა­ლი წე­ლი­აო. სცე­ნა­ზე ერ­თმა­ნეთს ცვლიდ­ნენ ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი, რატი დურ­გლიშ­ვი­ლი, ნინო ჩხე­ი­ძე, ანრი ჯო­ხა­ძე, ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე და სხვე­ბი. ამა­სო­ბა­ში დარ­ბაზ­ში ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს ესალ­მე­ბოდ­ნენ და სა­უბ­რობ­დნენ. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ვერ მო­ით­მი­ნა და ნი­ნა­სა და შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილს შო­რის "ჩას­კუპ­და". შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­ში იყო თიკა ფა­ცა­ცია, რო­მელ­მაც მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­თან ერ­თად სცე­ნა­ზე ცე­ცხლი და­ან­თო და "ვო­ლა­რე" შე­ას­რუ­ლა.

ჩვენ ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბით და­ვინ­ტე­რეს­დით და მათ ახა­ლა­მუ­შა­ვე­ბუ­ლი არ­ხის შე­სა­ხე­ბაც ვკი­თხეთ მო­საზ­რე­ბა.

ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი:

- ვფიქ­რობ, "მა­რა­ოს" შექ­მნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი იყო, რად­გან ასე­თი, ქა­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი არხი, ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცეს ძა­ლი­ან აკ­ლდა.

- შენ და ოთო სა­ა­ხალ­წლო ეთერ­ში ტან­გოს ცეკ­ვავთ. შენ ახალ წელს არ აგ­ცდა კი­დევ ერთხელ ტან­გოს შეს­რუ­ლე­ბა.

- არ ამ­ცდა, მაგ­რამ წელს ოთოს­თან ერ­თად მიმ­ყავს კი­დეც გა­და­ცე­მა, ამი­ტომ ტან­გოს­თან ერ­თად, წაყ­ვა­ნაც არ ამ­ცდა (იცი­ნის).

- სურ­ვილს ჩა­ი­ფიქ­რებ 31-ში?

- ჩა­ვი­ფიქ­რებ, მაგ­რამ ვერ გე­ტყვით რას, რად­გან არ ამის­რულ­დე­ბა. წინა წელს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი კი ამიხ­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ცნობილების საიდუმლო შეხვედრა - რა გელით ახალი წლის ღამეს

ცნობილების საიდუმლო  შეხვედრა - რა გელით ახალი წლის ღამეს

''მარაო რუსთავი 2''-მა საახალწლო სამზადისი ერთი თვის წინ დაიწყო და გასულ კვირას გრანდიოზული ახალი წლის პროგრამის ჩაწერით დაასრულა. ''რეიტინგი'' ერთ-ერთ ძალიან ლამაზ სარესტორნო სივრცეში მოწყობილ გადაღებებს დაესწრო. აქ იყვნენ ''მარაოს'' გადაპრანჭული ტელესახეები, ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ''მარაოს'' პირველი სეზონის განმავლობაში მის გადაცემებში მიიღეს მონაწილეობა ნებით თუ უნებლიეთ.

ერთ დარბაზში თავი მოიყარეს შორენა ბეგაშვილის ''ქმრებმა'', მოღალატეობას შემთხვევით თუ არაშემთხვევით გადარჩენილმა მეუღლეებმა, ძალიან შილიფად ჩაცმულმა მოცეკვავეებმა, მოდელმა გოგო-ბიჭებმა, უსაყვარლესმა პატარებმა, რომლებიც ოთო ნემსაძესთან ერთად სანტაზე სიმღერის შესასრულებლად შეიკრიბნენ, მანამდე კი ფოიეში ცნობილ სახეებთან ფოტოების გადაღებით ირთობდნენ თავს და ა.შ.

''მარაოს'' გუნდი მაია ასათიანთან ერთად, რომელიც, მოგეხსენებათ, არხის დირექტორია, ძალიან საინტერესო საახალწლო საღამოს გვპირდება ჯერ ''მარაოზე'', 31 დეკემბერს, საღამოს ათი საათიდან, შემდეგ კი პირველ იანვარს, უკვე ''რუსთავი 2''-ის ეთერში, როდესაც მათი მომზადებული ახალი წლის შოუ დედობილ არხზე გადაინაცვლებს.

რაც შეეხება თავად ჩაწერას. საღამოს ექვსი საათიდან დარბაზში შეკრება დაიწყეს არხის სახეებმა: ნინა წკრიალაშვილმა, ოთო ფოლადაშვილმა, შორენა ბეგაშვილმა, თიკო სადუნიშვილმა, თიკა ფაცაციამ, ნიკა გრიგოლიამ, ნუკი კოშკელიშვილმა…, საახალწლო გადაცემის წამყვანებად ისინი წყვილ-წყვილად მოგვევლინებიან.

ახლა კი ორიოდ სიტყვა თავად პროგრამის შესახებ. გადაცემაში ნახავთ და მოისმენთ იმ ქავერებს, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართველ ცნობილ მომღერლებს ''პროფილის'' ეთერში შეუსრულებიათ, ასევე ''მარაოს'' წამყვანთა მიერ ჩაწერილი ჰიმნიც აჟღერდება. თავად გადაღებებზე ძალიან სახალისო გარემო იყო. ნიკა გრიგოლია ყველა ნომრის ჩაწერის შემდეგ სცენისკენ მიემართებოდა და დამსწრე საზოგადოებას უფრო მეტი აქტიურობისა და აპლოდისმენტებისკენ მოუწოდებდა. თან, ახსენებდა, არ დაგავიწყდეთ, რომ ახალი წელიაო. სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ნოდიკო ტატიშვილი, რატი დურგლიშვილი, ნინო ჩხეიძე, ანრი ჯოხაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე და სხვები. ამასობაში დარბაზში ცნობილი სახეები ერთმანეთს ესალმებოდნენ და საუბრობდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიური აღმოჩნდა ვახტანგ რჩეულიშვილი, რომელმაც ვერ მოითმინა და ნინასა და შორენა ბეგაშვილს შორის ''ჩასკუპდა''. შესანიშნავ ფორმაში იყო თიკა ფაცაცია, რომელმაც მოცეკვავეებთან ერთად სცენაზე ცეცხლი დაანთო და ''ვოლარე'' შეასრულა.

ჩვენ ცნობილი სახეების წინასაახალწლო განწყობით დავინტერესდით და მათ ახალამუშავებული არხის შესახებაც ვკითხეთ მოსაზრება.

ნუკი კოშკელიშვილი:

- ვფიქრობ, ''მარაოს'' შექმნის გადაწყვეტილება ძალიან კარგი იყო, რადგან ასეთი, ქალებისთვის განკუთვნილი არხი, ქართულ ტელესივრცეს ძალიან აკლდა.

- შენ და ოთო საახალწლო ეთერში ტანგოს ცეკვავთ. შენ ახალ წელს არ აგცდა კიდევ ერთხელ ტანგოს შესრულება.

- არ ამცდა, მაგრამ წელს ოთოსთან ერთად მიმყავს კიდეც გადაცემა, ამიტომ ტანგოსთან ერთად, წაყვანაც არ ამცდა (იცინის).

- სურვილს ჩაიფიქრებ 31-ში?

- ჩავიფიქრებ, მაგრამ ვერ გეტყვით რას, რადგან არ ამისრულდება. წინა წელს ჩაფიქრებული სურვილი კი ამიხდა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება