ერთგული ძაღლის, ჰაჩიკოს ისტორია მრავალი ჩვენგანისთვისაა ცნობილი. იგი ქვეყანას 1923 წლის ნოემბერში მოევლინა და მალევე იპოვა საკუთარი ადგილი ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორის, ჰიდესაბურო უენოს ოჯახში.
როგორც ცნობილია, პროფესორი ყოველ დღე სამსახურში მატარებლით მიემგზავრებოდა და ერთგული მეგობარი, სახელად ჰაჩიკო მას სიბუას სადგურამდე აცილებდა, ხოლო შემდეგ სახლში ბრუნდებოდა. 15.00-ზე პროფესორის მატარებელი სადგურში შემოდიოდა და ძაღლი პროფესორს უკვე გაჩერებაზე ელოდა. 1925 წლის 21 მაისს ჰიდესაბურო უენო ინფარქტით გარდაიცვალა. მიუხედავად პატრონის სიკვდილისა, ჰაჩიკო ყოველ დღე მიდიოდა სადგურში, პატრონთან შეხვედრის მოლოდინში.
ერთგული მეგობარის ისტორია, 1932 წლის საგაზეთო სტატიის წყალობით, მთელმა ქვეყანამ გაიგო. მკითხველი ყველაზე მეტად იმან გააოგნა, რომ ჰაჩიკო პატრონის სიკვდილიდან 7 წლის შემდეგაც კი ელოდა მას სადგურში. ასე 1934 წლამდე, ანუ ძაღლის სიკვდილამდე გაგრძელდა.
ამავე წელს, ქალაქის მოსახლეობამ მას ძეგლი დაუდგა, რომელიც ომის დროს, სამწუხაროდ, განადგურდა. თუმცა, ომის დასრულების შემდეგ, ხალხმა მისი აღდგენა მოახერხა. 2009 წელს, რეალური ისტორიის მოტივებზე, რეჟისორმა ლას ჰალსტრომმა ფილმი გადაიღო, რომელშიც პროფესორის როლს მსახიობი რიჩარდ გირი ასრულებს.