საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ გვერდწითელი დავით ოქიტაშვილს სასამართლოში უჩივლებს
თამარ გვერდწითელი დავით ოქიტაშვილს სასამართლოში უჩივლებს

მომ­ღე­რა­ლი თა­მარ გვერდწი­თე­ლი და­ვით ოქი­ტაშ­ვილს ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვი­სათ­ვის სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლებს. რო­გორც თა­მარ გვერდწი­თე­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, იგი აღ­შფო­თე­ბუ­ლი და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლია ოქი­ტაშ­ვი­ლის მიერ მისი მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო.

"არ ვა­პი­რებ თავი ვი­მარ­თლო იმის გამო, რომ ვმოღ­ვა­წე­ობ რუ­სეთ­ში და ჩემს რე­პერ­ტუ­არ­ში არის ხსე­ნე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა რუ­სეთ­ზე - დუ­ე­ტი სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ჩა­წე­რი­ლია 2005 წელს და არა ახლა, რო­გორც ამას ბა­ტო­ნი ოქი­ტაშ­ვი­ლი, რო­გორც ჩანს, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ავ­რცე­ლებს. იუ­თუბ­ზე ატ­ვირ­თუ­ლი კლი­პის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ჩა­მოვ­დი­ვარ თბი­ლის­ში და აუ­ცი­ლებ­ლად ვუ­ჩივ­ლებ ოქი­ტაშ­ვილს ჩემი ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვი­სათ­ვის.

შე­ვახ­სე­ნებ მა­საც და სხვებ­საც, თუკი ვინ­მე მა­სა­ვით ფიქ­რობს, რომ მთე­ლი ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე არ ყო­ფი­ლა არც ერთი კონ­ცერ­ტი არც რუ­სეთ­ში და არც მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ერ სცე­ნა­ზე, სა­დაც მე არ შე­მის­რუ­ლე­ბია ის სიმ­ღე­რე­ბი, რომ­ლებ­საც სწო­რედ ჩემს ქვე­ყა­ნას, ჩვენს გმი­რებს და მათ ხსოვ­ნას ვუ­ძღვნი, მო­ყო­ლე­ბუ­ლი 1989 წლის 9 აპ­რი­ლის შემ­დეგ, დღემ­დე და რო­დე­საც ოქი­ტაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ თურ­მე პავ­ლი­აშ­ვილ­თან დუ­ე­ტით "და­ღუ­პუ­ლი ბი­ჭე­ბის საფ­ლა­ვებს გა­და­ვუ­ა­რე", შე­ვახ­სე­ნებ, რომ 2008 წლის ომის შემ­დეგ მე რუ­სე­თის სცე­ნა­ზეც "ჰე­რიო, ბი­ჭე­ბოს", "მრა­ვალ­ჟა­მი­ერს" და "სა­ქარ­თვე­ლოს" ვმღე­რი და არაფ­რის მე­ში­ნია, იმი­ტომ რომ პირ­ნა­თე­ლი ვარ ჩემი ქვეყ­ნის, ჩემი მა­ყუ­რებ­ლის და ჩემი ერის წი­ნა­შე.

რა­ტომ­ღაც 2011-2013 წლებ­ში, როცა არა­ერ­თი პრო­ექ­ტი გა­ვა­კე­თეთ ერ­თად, ჩემს "მო­ღა­ლა­ტე­ო­ბას" არ შე­უშ­ლია ხელი მის­თვის, ჩემ­თან ერ­თად გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა წარ­მა­ტე­ბა თბი­ლის­ში, ბა­თუმ­ში, ბა­ქო­ში. 2008 წლის ომს არც იმა­ში შე­უშ­ლია მის­თვის ხელი, რუსი მომ­ღერ­ლე­ბი ჩა­მო­ეყ­ვა­ნა თბი­ლის­ში და ხალ­ხთა შო­რის მე­გობ­რო­ბა­ზე ელა­პა­რა­კა მა­ღალ­ფარ­დოვ­ნად. ჩემს კონ­ცერ­ტებს სა­ქარ­თვე­ლო­ში რაც შე­ე­ხე­ბა, ნამ­დვი­ლად არაა მისი გა­და­სა­წყვე­ტი, ჩემს ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში კი შავ ლა­ქად დარ­ჩე­ბა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. კი­დევ ერთხელ აღ­ვნიშ­ნავ, რომ შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ მისი გან­ცხა­დე­ბე­ბით და აუ­ცი­ლებ­ლად მოვ­თხოვ პა­სუხს შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის", - აღ­ნიშ­ნუ­ლია მომ­ღერ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

გა­ნახ­ლე­ბა|"რომ მცოდ­ნო­და პუ­ტინს და რუ­სეთს აღ­მერ­თებ­და,

ვარ­სკვლავს არ გა­ვუხ­სნი­დი" - ოქი­ტაშ­ვი­ლი გვერდწი­თელს პა­სუ­ხობს

იხი­ლეთ| "მე ვლო­ცუ­ლობ შენ­თვის, ჩემო ამა­ყო რუ­სე­თო" - პავ­ლი­აშ­ვი­ლი­სა და გვერდწი­თე­ლის გუ­ლან­თე­ბუ­ლი სიმ­ღე­რა რუ­სეთს

მო­ის­მი­ნეთ სიმ­ღე­რა, რომ­ლის გა­მოც თა­მარ გვერდწი­თე­ლი და­ვით ოქი­ტაშ­ვილს სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

თამარ გვერდწითელი დავით ოქიტაშვილს სასამართლოში უჩივლებს

თამარ გვერდწითელი დავით ოქიტაშვილს სასამართლოში უჩივლებს

მომღერალი თამარ გვერდწითელი დავით ოქიტაშვილს ღირსების შელახვისათვის სასამართლოში უჩივლებს. როგორც თამარ გვერდწითელის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, იგი აღშფოთებული და შეურაცხყოფილია ოქიტაშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებული განცხადებების გამო.

"არ ვაპირებ თავი ვიმართლო იმის გამო, რომ ვმოღვაწეობ რუსეთში და ჩემს რეპერტუარში არის ხსენებული სიმღერა რუსეთზე - დუეტი სოსო პავლიაშვილთან ერთად, რომელიც ჩაწერილია 2005 წელს და არა ახლა, როგორც ამას ბატონი ოქიტაშვილი, როგორც ჩანს, მიზანმიმართულად ავრცელებს. იუთუბზე ატვირთული კლიპის შესახებ არაფერი ვიცი. უახლოეს დღეებში ჩამოვდივარ თბილისში და აუცილებლად ვუჩივლებ ოქიტაშვილს ჩემი ღირსების შელახვისათვის.

შევახსენებ მასაც და სხვებსაც, თუკი ვინმე მასავით ფიქრობს, რომ მთელი ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების მანძილზე არ ყოფილა არც ერთი კონცერტი არც რუსეთში და არც მსოფლიოს ნებისმიერ სცენაზე, სადაც მე არ შემისრულებია ის სიმღერები, რომლებსაც სწორედ ჩემს ქვეყანას, ჩვენს გმირებს და მათ ხსოვნას ვუძღვნი, მოყოლებული 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, დღემდე და როდესაც ოქიტაშვილი აცხადებს, რომ თურმე პავლიაშვილთან დუეტით "დაღუპული ბიჭების საფლავებს გადავუარე", შევახსენებ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ მე რუსეთის სცენაზეც "ჰერიო, ბიჭებოს", "მრავალჟამიერს" და "საქართველოს" ვმღერი და არაფრის მეშინია, იმიტომ რომ პირნათელი ვარ ჩემი ქვეყნის, ჩემი მაყურებლის და ჩემი ერის წინაშე.

რატომღაც 2011-2013 წლებში, როცა არაერთი პროექტი გავაკეთეთ ერთად, ჩემს "მოღალატეობას" არ შეუშლია ხელი მისთვის, ჩემთან ერთად გაეზიარებინა წარმატება თბილისში, ბათუმში, ბაქოში. 2008 წლის ომს არც იმაში შეუშლია მისთვის ხელი, რუსი მომღერლები ჩამოეყვანა თბილისში და ხალხთა შორის მეგობრობაზე ელაპარაკა მაღალფარდოვნად. ჩემს კონცერტებს საქართველოში რაც შეეხება, ნამდვილად არაა მისი გადასაწყვეტი, ჩემს ბიოგრაფიაში კი შავ ლაქად დარჩება მასთან ურთიერთობა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ შოკირებული ვარ მისი განცხადებებით და აუცილებლად მოვთხოვ პასუხს შეურაცხყოფისთვის", - აღნიშნულია მომღერლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განახლება|"რომ მცოდნოდა პუტინს და რუსეთს აღმერთებდა,

ვარსკვლავს არ გავუხსნიდი" - ოქიტაშვილი გვერდწითელს პასუხობს

იხილეთ| "მე ვლოცულობ შენთვის, ჩემო ამაყო რუსეთო" - პავლიაშვილისა და გვერდწითელის გულანთებული სიმღერა რუსეთს

მოისმინეთ სიმღერა, რომლის გამოც თამარ გვერდწითელი დავით ოქიტაშვილს სასამართლოში უჩივის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება