"საქართველოს ფოსტის" ზუგდიდის ოფისის თანამშრომელი ალექსანდრე (საშკა) მოლაშხია აცხადებს, რომ ის ზუგდიდის ცენტრში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა, ამავდროულად მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ცოლის ძმამ, თემურ თოდუამ და "ქართული ოცნების" ზუგდიდის ახალგაზრდული ფრთის წევრმა გიორგი ჯანაშიამ სცემეს.
"სოციალურ ქსელში გავაზიარე თემურ თოდუას ფოტო, რომელზეც მიწერილი იყო, რომ ის არის "კრაკადილჩიკი" და ამის გამო ის დაკავებულიც კი იყო. ამის გამო მომთხოვეს პასუხი თოდუამ და ჯანაშიამ და მითხრეს, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს. მინდა აღვნიშნო, რომ ისინი გადაადგილდებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარის, ლაშა გოგიას სამსახურებრივი ავტომანქანით", - აცხადებს ალექსანდრე მოლაშხია.