პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსაკლავად დამდევენ" - 19 წლის ვარკეთილელმა ბიჭმა იცოდა, რომ შეყვარებულის ოჯახი მოკვლას უპირებდა
"მოსაკლავად დამდევენ" - 19 წლის ვარკეთილელმა ბიჭმა იცოდა, რომ შეყვარებულის ოჯახი მოკვლას უპირებდა

"რა­ტომ გა­ი­მე­ტეს დათო სა­სიკ­ვდი­ლოდ? იმ გო­გო­ზე რომ არ უძა­ლა­დია, ეს ექ­სპერ­ტი­ზა­მაც ხომ და­ა­დას­ტუ­რა"

ბიჭ­მა მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლაც ვერ მო­ას­წრო, რომ ერ­თმა ზურ­გში დანა ჩა­არ­ტყა. თავ­დამ­სხმე­ლებ­მა მერე გო­გო­ნა თა­ვი­ანთ მან­ქა­ნა­ში გა­დას­ვეს და დაჭ­რი­ლი იქვე მი­აგ­დეს.

"მო­საკ­ლა­ვად დამ­დე­ვენ, მე­ძი­ნა, ვი­ღა­ცე­ბი ამო­ვარ­დნი­ლან სახ­ლში, თურ­მე კარ­ზე აბ­რა­ხუ­ნებ­დნენ. დე­და­ჩემ­მა მი­თხრა, ვინ­მეს რამე ხომ არ და­უ­შა­ვეო. არ ვიცი, ვინ იყ­ვნენ. შავი მან­ქა­ნით ყო­ფი­ლან, ჯერ კორ­პუ­სის წინა მხრი­დან მო­სუ­ლან, მერე უკან და­უ­ყე­ნე­ბი­ათ მან­ქა­ნა. მე­ზობ­ლის­თვის უკი­თხავთ, ხა­რა­იშ­ვი­ლი აქ ცხოვ­რობ­სო? აბ­რა­ხუ­ნებ­დნენ თურ­მე ჩვენს კარ­ზე, მერე მე­ზობ­ლის კარ­ზე. არ ვიცი, ვინ შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, არა­ვის­თვის არა­ფე­რი მი­წყე­ნი­ნე­ბია. მით უმე­ტეს, ისე­თი, რომ კა­ცე­ბი დამ­დგო­მოდ­ნენ სახ­ლში. გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ", - ეს სი­ტყვე­ბი 15 დე­კემ­ბერს და­ვით ხა­რა­იშ­ვილ­მა მე­გო­ბარს "ფე­ის­ბუკ­ზე" მის­წე­რა. მა­შინ რას წარ­მო­იდ­გენ­და 19 წლის ახალ­გაზ­რდა, რომ ნათ­ქვა­მი, მო­საკ­ლა­ვად დამ­დე­ვე­ნო, სი­მარ­თლე იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე­გობ­რე­ბის­თვი­საც უთ­ქვამს ეს ამ­ბა­ვი და უხუმ­რია, თუ მოვ­კვდი, იცო­დეთ, ლა­მა­ზად უნდა გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დეო.

15 დე­კემ­ბრის სა­ღა­მოს დათო შინ იყო, როცა გო­გო­ნას მე­სი­ჯი მი­ი­ღო - შეხ­ვედ­რას სთხოვ­და. ბიჭი დე­დის მან­ქა­ნით წა­ვი­და, გო­გო­ნა მან­ქა­ნა­ში ჩა­ის­ვა და ვარ­კე­თილ­ში, სუ­ხიშ­ვი­ლის ქუ­ჩის­კენ და­იძ­რა. მცი­რე მან­ძი­ლი გა­ი­ა­რეს, მაგ­რამ უკ­ნი­დან მან­ქა­ნა და­ე­ჯა­ხათ და შე­ჩერ­დნენ. ამ დროს თავს სამი მა­მა­კა­ცი და­ეს­ხათ. ბიჭ­მა მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლაც ვერ მო­ას­წრო, რომ ერ­თმა ზურ­გში დანა ჩა­არ­ტყა. თავ­დამ­სხმე­ლებ­მა გო­გო­ნა თა­ვი­ანთ მან­ქა­ნა­ში გა­დას­ვეს და დაჭ­რი­ლი იქვე მი­აგ­დეს. და­თოს ტე­ლე­ფო­ნი წა­არ­თვეს, ამი­ტომ დახ­მა­რე­ბის­თვის და­რეკ­ვა ვერ შეძ­ლო. მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლა სცა­და, მაგ­რამ იქვე წა­იქ­ცა, როცა ნა­ხეს, სის­ხლის­გან დაც­ლი­ლი იყო.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით გო­გო­ნას მამა 1979 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კახა ფრო­დი­აშ­ვი­ლი "მეტ­რომ­შე­ნის" და­სახ­ლე­ბა­ში და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ მას წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და. ბრალ­დე­ბულ­მა და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა. თუმ­ცა, უც­ნო­ბია, მკვლე­ლო­ბის მო­ტი­ვად რა და­ა­სა­ხე­ლა. ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი. ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დით მის ად­ვო­კატს, მაგ­რამ მან კო­მენ­ტა­რის­გან თავი შე­ი­კა­ვა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

"მოსაკლავად დამდევენ" - 19 წლის ვარკეთილელმა ბიჭმა იცოდა, რომ შეყვარებულის ოჯახი მოკვლას უპირებდა

"მოსაკლავად დამდევენ" - 19 წლის ვარკეთილელმა ბიჭმა იცოდა, რომ შეყვარებულის ოჯახი მოკვლას უპირებდა

"რატომ გაიმეტეს დათო სასიკვდილოდ? იმ გოგოზე რომ არ უძალადია, ეს ექსპერტიზამაც ხომ დაადასტურა"

ბიჭმა მანქანიდან გადმოსვლაც ვერ მოასწრო, რომ ერთმა ზურგში დანა ჩაარტყა. თავდამსხმელებმა მერე გოგონა თავიანთ მანქანაში გადასვეს და დაჭრილი იქვე მიაგდეს.

"მოსაკლავად დამდევენ, მეძინა, ვიღაცები ამოვარდნილან სახლში, თურმე კარზე აბრახუნებდნენ. დედაჩემმა მითხრა, ვინმეს რამე ხომ არ დაუშავეო. არ ვიცი, ვინ იყვნენ. შავი მანქანით ყოფილან, ჯერ კორპუსის წინა მხრიდან მოსულან, მერე უკან დაუყენებიათ მანქანა. მეზობლისთვის უკითხავთ, ხარაიშვილი აქ ცხოვრობსო? აბრახუნებდნენ თურმე ჩვენს კარზე, მერე მეზობლის კარზე. არ ვიცი, ვინ შეიძლება ყოფილიყო, არავისთვის არაფერი მიწყენინებია. მით უმეტეს, ისეთი, რომ კაცები დამდგომოდნენ სახლში. გაკვირვებული ვარ", - ეს სიტყვები 15 დეკემბერს დავით ხარაიშვილმა მეგობარს "ფეისბუკზე" მისწერა. მაშინ რას წარმოიდგენდა 19 წლის ახალგაზრდა, რომ ნათქვამი, მოსაკლავად დამდევენო, სიმართლე იყო. მოგვიანებით მეგობრებისთვისაც უთქვამს ეს ამბავი და უხუმრია, თუ მოვკვდი, იცოდეთ, ლამაზად უნდა გამოვიყურებოდეო.

15 დეკემბრის საღამოს დათო შინ იყო, როცა გოგონას მესიჯი მიიღო - შეხვედრას სთხოვდა. ბიჭი დედის მანქანით წავიდა, გოგონა მანქანაში ჩაისვა და ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩისკენ დაიძრა. მცირე მანძილი გაიარეს, მაგრამ უკნიდან მანქანა დაეჯახათ და შეჩერდნენ. ამ დროს თავს სამი მამაკაცი დაესხათ. ბიჭმა მანქანიდან გადმოსვლაც ვერ მოასწრო, რომ ერთმა ზურგში დანა ჩაარტყა. თავდამსხმელებმა გოგონა თავიანთ მანქანაში გადასვეს და დაჭრილი იქვე მიაგდეს. დათოს ტელეფონი წაართვეს, ამიტომ დახმარებისთვის დარეკვა ვერ შეძლო. მანქანიდან გადმოსვლა სცადა, მაგრამ იქვე წაიქცა, როცა ნახეს, სისხლისგან დაცლილი იყო.

სამართალდამცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით გოგონას მამა 1979 წელს დაბადებული კახა ფროდიაშვილი "მეტრომშენის" დასახლებაში დააკავეს. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. თუმცა, უცნობია, მკვლელობის მოტივად რა დაასახელა. ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ ბრალდებულის ოჯახის წევრები. ჩვენ დავუკავშირდით მის ადვოკატს, მაგრამ მან კომენტარისგან თავი შეიკავა.

იხილეთ გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ