პოლიტიკა
მეცნიერება

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა 98%-ს ეცოდინება მიხა ხელაშვილი, მაშინ გვეშველება" - ვის უხდის მადლობას ია ფარულავა
"როცა 98%-ს ეცოდინება მიხა ხელაშვილი, მაშინ გვეშველება" - ვის უხდის მადლობას ია ფარულავა

გუ­შინ "ნი­ჭი­ე­რის" მე­სა­მე ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი გა­ი­მარ­თა. პრო­ექ­ტის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ, სა­ნა­თა ბე­ბომ აკორ­დე­ონ­ზე და­უკ­რა და ლექსზე "ლექ­სო ამოგთქომ ოხე­რო" შექ­მნი­ლი სიმ­ღე­რა იმ­ღე­რა. ლექ­სის ავ­ტო­რი ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის თა­ნა­მებ­რძო­ლი, 1924 წელს მოკ­ლუ­ლი პო­ე­ტი მიხა ხე­ლაშ­ვი­ლია, თუმ­ცა ეს ამ­ბა­ვი ბევ­რმა ქარ­თველ­მა არ იცის და ნახ­სე­ნე­ბი ლექ­სი, ისე­ვე, რო­გორც "ბინ­დის­ფე­რია სო­ფე­ლი", ხალ­ხუ­რი ჰგო­ნია.

"ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რის წევ­რი ია ფა­რუ­ლა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მაია გუ­რა­ბა­ნი­ძის პოსტს იზი­ა­რებს, რო­მელ­შიც სწო­რედ ამ თე­მა­ზეა სა­უ­ბა­რი და პოს­ტის ავ­ტორს დიდ მად­ლო­ბას უხ­დის.

"არ ვი­ცო­დი, დიდი მად­ლო­ბა <3"

"მაია გუ­რა­ბა­ნი­ძე:

გვეშ­ვე­ლე­ბა რამე! გა­ის­მის ხში­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში რი­ტო­რი­კუ­ლი კი­თხვა, რო­მელ­საც უთ­ქმე­ლად პა­სუ­ხო­ბენ ასე­ვე რი­ტო­რი­კუ­ლად, რო­გორც შე­კი­თხვას შე­ე­სა­ბა­მე­ბა - არა­ფე­რი. მა­გა­ლი­თი­სათ­ვის გუ­შინ სა­ღა­მოს ნი­ჭი­ერ­ში სა­ნა­თა ბებო მღე­რო­და და გარ­მონს წე­ლავ­და ასეთ ლექსზე "ლექ­სო ამოგთქომ ოხე­რო"; - ეს სიმ­ღე­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რმა იცის, მაგ­რამ ამ ლექ­სის ავ­ტო­რის ვი­ნა­ო­ბა 1% თუ ეცო­დი­ნე­ბა, ნუ 2%. ამა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­და წამ­ყვა­ნის ჟი­უ­რის და დარ­ბა­ზის რე­აქ­ცია. (მო­მი­ტე­ვეთ, შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბი ვინც იცო­და,ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში ეს გა­ნათ­ლე­ბა გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბის კავ­შირ­ში არ არის). ეს ლექ­სი რო­მელ­ზეც ყვე­ლა ასე აღ­ფრთო­ვან­და ეკუთ­ვნის მიხა ხე­ლაშ­ვილს. ამ ახალ­გაზ­რდა კა­ცის სა­ხელს წლე­ბის მან­ძილ­ზე საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რა სა­გულ­და­გუ­ლოდ მა­ლავ­და და მის ლექ­სებს ხალ­ხურს აწერ­და.(მთლი­ა­ნად გაქ­რო­ბას ვერ ახერ­ხებ­და. ეს შე­დევ­რე­ბი ხალ­ხში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იყო) ჩვენ ხომ არც სკო­ლა­ში, არც ინ­სტი­ტუ­ტებ­ში ჩვე­ნი ქვეყ­ნის ნამ­დვი­ლი ის­ტო­რია არას­დროს გვის­წავ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ის წლე­ბი. 1900 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ტყე­ში გას­ვლამ­დე დი­აკ­ვა­ნი, პო­ე­ტი-1925 წელს მოკ­ლეს ღა­ლა­ტით, ჩე­კას მიერ მოს­ყი­დულ­მა ორმა მე­გო­ბარ­მა ხე­ლაშ­ვილს კე­ფა­ში სამი ტყვია და­ა­ხა­ლა. მი­ლი­ცი­ამ გვა­მი მარ­ხი­ლით დუ­შეთ­ში ჩა­ი­ტა­ნა და მო­ე­დან­ზე და­აგ­დო ყვე­ლას რომ ენა­ხა ხალ­ხში ლე­გენ­დად ქცე­უ­ლი მიხა ხე­ლაშ­ვი­ლის ცხე­და­რი, რო­გორც გაფრ­თხი­ლე­ბა თუ რო­გორ მო­ექ­ცე­ოდ­ნენ რე­ჟი­მის მტრებს. რამ­დე­ნი­მე დღე­ში მის­მა დამ სა­ლო­მემ და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა ღა­მით მო­ი­პა­რეს ცხე­და­რი , თა­ვი­ანთ სო­ფელ­ში ახად­ში აი­ტა­ნეს და ჩუ­მად დაფ­ლეს დე­დის გვერ­დით საფ­ლავ­ზე უწარ­წე­როდ. 1924 წლის აჯან­ყე­ბის შემ­დეგ ქა­ქუ­ცა იძუ­ლე­ბუ­ლი იყო უცხო­ეთ­ში გა­დახ­ვე­წი­ლი­ყო. მი­ხას სთხოვ­და თან გა­ყო­ლო­და ( ვა­ჟა­ცო­ბის გარ­და ქა­ქუ­ცა მის პო­ე­ტურ ნიჭს აღი­ა­რებ­და და გე­ნი­ა­ლურს უწო­დებ­და) მიხა არ წაჰ­ყვა, აქ შე­ვი­ნა­ხავ თავს არ და­ვი­კარ­გე­ბიო. მცი­რე­წლო­ვა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და, რო­მე­ლიც არ ენა­ხა და საყ­ვა­რე­ლი ცოლი, თა­მა­რი ეგუ­ლე­ბო­და. მთე­ლი იმ­დრო­ინ­დე­ლი რე­ჟი­მი ვე­რა­ფერს უხერ­ხებ­და. მიხა რო­გორც ჩანს ბიბ­ლი­უ­რი და­ვი­თი­ვით ძა­ლი­ან მო­ხერ­ხე­ბუ­ლი და გო­ნი­ე­რი იყო. აკი გი­თხა­რით ბო­ლოს მისი სა­უ­კე­თე­სო მე­გობ­რე­ბის ხე­ლით იქნა მოკ­ლუ­ლი. სა­ნამ ორ ან სამ პრო­ცენტს კი არა, 98% ეცო­დი­ნე­ბა მიხა ხე­ლაშ­ვი­ლი, მა­შინ გვეშ­ვე­ლე­ბა.

P.S. გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის ეპო­ქა­ში, ჩემი აზ­რით, აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის სა­დაც და­ი­ბა­დე­ბი იმ ად­გი­ლას იყო მი­ჯაჭ­ვუ­ლი, მაგ­რამ შენი სამ­შობ­ლო ისაა, სა­დაც შენი წი­ნაპ­რე­ბის საფ­ლა­ვე­ბია, შენი სამ­შობ­ლო შენ­შია, მისი ის­ტო­რი­ი­სა და გმი­რე­ბის ღირ­სე­ულ და­ფა­სე­ბა­ში".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

"როცა 98%-ს ეცოდინება მიხა ხელაშვილი, მაშინ გვეშველება" - ვის უხდის მადლობას ია ფარულავა

"როცა 98%-ს ეცოდინება მიხა ხელაშვილი, მაშინ გვეშველება" - ვის უხდის მადლობას ია ფარულავა

გუშინ "ნიჭიერის" მესამე ნახევარფინალი გაიმართა. პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ, სანათა ბებომ აკორდეონზე დაუკრა და ლექსზე "ლექსო ამოგთქომ ოხერო" შექმნილი სიმღერა იმღერა. ლექსის ავტორი ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი, 1924 წელს მოკლული პოეტი მიხა ხელაშვილია, თუმცა ეს ამბავი ბევრმა ქართველმა არ იცის და ნახსენები ლექსი, ისევე, როგორც "ბინდისფერია სოფელი", ხალხური ჰგონია.

"ნიჭიერის" ჟიურის წევრი ია ფარულავა სოციალურ ქსელში მაია გურაბანიძის პოსტს იზიარებს, რომელშიც სწორედ ამ თემაზეა საუბარი და პოსტის ავტორს დიდ მადლობას უხდის.

"არ ვიცოდი, დიდი მადლობა <3"

"მაია გურაბანიძე:

გვეშველება რამე! გაისმის ხშირად საქართველოში რიტორიკული კითხვა, რომელსაც უთქმელად პასუხობენ ასევე რიტორიკულად, როგორც შეკითხვას შეესაბამება - არაფერი. მაგალითისათვის გუშინ საღამოს ნიჭიერში სანათა ბებო მღეროდა და გარმონს წელავდა ასეთ ლექსზე "ლექსო ამოგთქომ ოხერო"; - ეს სიმღერა საქართველოში ბევრმა იცის, მაგრამ ამ ლექსის ავტორის ვინაობა 1% თუ ეცოდინება, ნუ 2%. ამაზე მიანიშნებდა წამყვანის ჟიურის და დარბაზის რეაქცია. (მომიტევეთ, შეიძლება ვცდები ვინც იცოდა,ყოველ შემთხვევაში ეს განათლება გაუნათლებლობის კავშირში არ არის). ეს ლექსი რომელზეც ყველა ასე აღფრთოვანდა ეკუთვნის მიხა ხელაშვილს. ამ ახალგაზრდა კაცის სახელს წლების მანძილზე საბჭოთა ცენზურა საგულდაგულოდ მალავდა და მის ლექსებს ხალხურს აწერდა.(მთლიანად გაქრობას ვერ ახერხებდა. ეს შედევრები ხალხში გავრცელებული იყო) ჩვენ ხომ არც სკოლაში, არც ინსტიტუტებში ჩვენი ქვეყნის ნამდვილი ისტორია არასდროს გვისწავლია, განსაკუთრებით საქართველოს ოკუპაციის წლები. 1900 წელს დაბადებული ტყეში გასვლამდე დიაკვანი, პოეტი-1925 წელს მოკლეს ღალატით, ჩეკას მიერ მოსყიდულმა ორმა მეგობარმა ხელაშვილს კეფაში სამი ტყვია დაახალა. მილიციამ გვამი მარხილით დუშეთში ჩაიტანა და მოედანზე დააგდო ყველას რომ ენახა ხალხში ლეგენდად ქცეული მიხა ხელაშვილის ცხედარი, როგორც გაფრთხილება თუ როგორ მოექცეოდნენ რეჟიმის მტრებს. რამდენიმე დღეში მისმა დამ სალომემ და რამდენიმე ადამიანმა ღამით მოიპარეს ცხედარი , თავიანთ სოფელში ახადში აიტანეს და ჩუმად დაფლეს დედის გვერდით საფლავზე უწარწეროდ. 1924 წლის აჯანყების შემდეგ ქაქუცა იძულებული იყო უცხოეთში გადახვეწილიყო. მიხას სთხოვდა თან გაყოლოდა ( ვაჟაცობის გარდა ქაქუცა მის პოეტურ ნიჭს აღიარებდა და გენიალურს უწოდებდა) მიხა არ წაჰყვა, აქ შევინახავ თავს არ დავიკარგებიო. მცირეწლოვანი ქალიშვილი ჰყავდა, რომელიც არ ენახა და საყვარელი ცოლი, თამარი ეგულებოდა. მთელი იმდროინდელი რეჟიმი ვერაფერს უხერხებდა. მიხა როგორც ჩანს ბიბლიური დავითივით ძალიან მოხერხებული და გონიერი იყო. აკი გითხარით ბოლოს მისი საუკეთესო მეგობრების ხელით იქნა მოკლული. სანამ ორ ან სამ პროცენტს კი არა, 98% ეცოდინება მიხა ხელაშვილი, მაშინ გვეშველება.

P.S. გლობალიზაციის ეპოქაში, ჩემი აზრით, აუცილებელი არ არის სადაც დაიბადები იმ ადგილას იყო მიჯაჭვული, მაგრამ შენი სამშობლო ისაა, სადაც შენი წინაპრების საფლავებია, შენი სამშობლო შენშია, მისი ისტორიისა და გმირების ღირსეულ დაფასებაში".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს