პარტნიორები:

    ახალი სახეები - ადამიანები, რომლებსაც 2014-მდე არავინ იცნობდა

    ახალი სახეები - ადამიანები, რომლებსაც 2014-მდე არავინ იცნობდა

    მიიწურა 2014 წელი და Ambebi.ge იწყებს წლის შემაჯამებელი სტატიების ციკლს, რომლებიც წლის განმავლობაში ყველაზე კითხვად მასალებზე დაყრდნობით მზადდება. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლების შესახებ 2014-მდე არაფერი ვიცოდით, წელს კი გამოჩენისთავე მიიპყრეს ქართული საზოგადოების ყურადღება.

    თითოეული მათგანი ქვემოთ მოყვანილ ჩამონათვალში შევიდა მხოლოდ იმიტომ, რომ მათ შესახებ მომზადებული სტატიები ათობით ათასი მკითხველის ინტერესის საგნად იქცა. თავად განსაჯეთ და, ხშირ შემთხვევებში, მკითხველი მათზე მომზადებული სტატიების მიმართ ბევრად მეტ ინტერესს იჩენდა, ვიდრე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენებისადმი...

    ის წლის მიწურულს ჟურნალმა "გზამ" აღმოაჩინა, და შეიძლება ითქვას, რომ გამხელილი სასიყვარულო ისტორიით სულ რამდენიმე წუთში ინტერნეტსენსაციად იქცა. ანა-მარია კიპაროიძე ჩვენს ათეულში პირველია. ის არის ასაკოვანი ქალბატონი, რომელიც მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ედუარდ შევარდნაძესთან 10-წლიანი ფარული რომანი აკავშირებდა, უდავოდ წლის აღმოჩენად იქცა. [მეტი]

    ადამიანებს შორის, რომლებსაც 2014 წლამდე არავინ აქცევდა ყურადღებას, მაგრამ წელს საზოგადოების ინტერესმა "წალეკა", ამალია ჯიბლაძეა. ჯერ უცნობია, დასრულდება თუ არა მისთვის 2014 წელი "ნიჭიერში" გამარჯვებით, თუმცა ერთი რამ ფაქტია - მისი, როგორც მომღერლის მიმართ იმდენად მაღალია ინტერესი, რომ თავისუფლად შეუძლია ეს ყველაფერი ძალიან სასიკეთოდ გამოიყენოს. [მეტი]

    "ცხვირსახოცი მიშოვე" - სააკაშვილის ამ ფრაზის ადრესატმა უმალვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ამჯერად საუბარია მერი კოკაიაზე, რომლის შესახებ მომზადებული სტატია წლის ყველაზე კითხვად მასალებს შორისაა. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს ყოველთვის აინტერესებს ქალბატონები, რომლებიც ექსპრეზიდენტის გარემოცვაში არიან, ალბათ, მერი კოკაიასადმი ცხოველი ინტერესი არ არის გასაკვირი. [მეტი]

    ნათია ჩხარტიშვილი, ელენე დუმბაძე, ლიკა პატარკაციშვილი, ნინო ვასაძე და გვანცა ივანიშვილი - მათი ფოტოები თქვენთვის არაფრის მთქმელია, თუმცა როდესაც შეიტყობთ, რომ ისინი ქვეყნის ყველაზე მდიდარი მამიკოების ქალიშვილები არიან, თქვენი ინტერესი მათ მიმართ უდავოდ გაიზრდება. დიახ, Ambebi.ge-ს სტატიას, რომელშიც მკითხველს მოვუყევით, თუ ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველ მილიონერთა ქალიშვილები, საოცარი ინტერესი მოჰყვა. შესაბამისად, შეიძლება თითოეული მათგანი 2014 წლის აღმოჩენად მივიჩნიოთ, ვინაიდან ქართველი მკითხველის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მათ შესახებ აქამდე არაფერი იცოდა... [მეტი]

    სრულიად საკმარისი აღმოჩნდა ბიკინში გადაღებული ფოტოების "ინსტაგრამზე" გამოქვეყნება იმისთვის, რომ ის ქვეყნის ყველაზე პოპულარული საინფორმაციო პორტალის ყველაზე კითხვად სტატიებს შორის მოხვედრილიყო. მას ვერ აპატიეს, რომ 16 წლის ასაკში ასეთი თამამია და ამის გამო პასუხი დედამისს, მაია ჯაბუასაც მოსთხოვეს, თუმცა ლიზა ყენია არ არის ის დაუცველი პატარა გოგონა, რომელიც თავად ვერ პასუხობს ხალხის რეაქციას...

    მოკლედ, ის არის მომღერალი, რომელიც 2014 წელს არა ვოკალური მონაცემების, არამედ გამომწვევი ფოტოების გამო იქცა პოპულარულად. შესაბამისად, ის იმ ადამიანებს შორის არის, რომლებზეც 2013 წელს არაფერს ამბობდნენ, 2014-ში კი მის მიმართ ინტერესმა, რედაქციის გასაკვირად, ბევრი მნიშვნელოვანი ამბები გადაფარა... [მეტი]

    "წლის აღმოჩენებს" შორის ის ერთადერთია, რომელმაც საზოგადოების ინტერესი არა მოშიშვლებული სხეულით, დიდი ფულით ან ვინმეს შვილობით, არამედ მისი ძალიან საინტერესო და სხვებისგან განსხვავებული ცხოვრების წესით მიიპყრო.

    "ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ და ვცდილობ, საკუთარი მიზნების მისაღწევად ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენო", - ასე გაეცნო ჟურნალ "გზის" საიტის, Gzapress.ge-ს მკითხველს 23 წლის სტუდენტი თიკო მახათაძე, რომელიც უკვე მეოთხე წელია, გორის კეთილმოწყობის სამსახურში მეეზოვედ მუშაობს და უნივერსიტეტში სწავლის საფასურს თავად იხდის. ის მომენტალურად იქცა ინტერნეტსენსაციად და სულ მალე სატელევიზიო შოუს მთავარი გმირიც გახდა, რის შემდეგაც მის ისტორიაზე მთელი საქართველო ლაპარაკობდა. [მეტი]

    დაბოლოს, მათ შორის, ვისზეც შარშან არაფერი იცოდით, მაგრამ 2014 წელს მათზე სულ მცირე ხუთ სტატიას მაინც გაეცანით, არიან სატელევიზიო შოუ "ჩემი ცოლის დაქალების" ორი გამორჩეული პერსონაჟი - ცოტნე ცოტაშვილი და ბაქარი... შეიძლება ითქვას, რომ ამ როლების შემსრულებელი მსახიობები სატელევიზიო სივრცის წლის აღმოჩენებად იქცნენ.

    AMBEBI.GE

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია